Home » 2019 » July » 12

Daily Archives: July 12, 2019

ნიკა გვარამია – პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს

ნიკა გვარამია - პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გურჯაანელი და თელაველი მევენახეების პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლებმაც დღეს გომბორის გადასახვევთან აქცია გამართეს და „რუსთავი 2“-ის შენობასთან მისვლასაც აპირებენ. „მოდიან სახელისუფლებო მეღვინეები რ2ის წინ საპროტესტოდ! ყოჩაღ ქართული სულის დამცველებო, ბიძინას მსახურებაში არ ამოგხდეთ ეგ სული, ოღონდ! და მთავარი: ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგიფსით ყველას, ვინც რუსეთის ბაზარზე თქვენი ხეირისთვის ქვეყნის ინტერესების გამყიდველ რეჟიმს ...

Read More »

მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერი რეფორმების გატარებაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სურს მიიღოს დახმარება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისგან იუსტიციის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან. ჩვენ ვამუშავებთ იუსტიციის სისტემის რეფორმირების პროექტებს. ბატონი სააკაშვილი ახლა მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში უკრაინაში და ძალიან დაკავებულია, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მაია სანდუმ გამოცემა „Cotidianul“-თან საუბარში. მოლდოვის პრემიერის სიტყვებით, ახლა ...

Read More »

სოფლის მეურნეობა ციფრებში – მსოფლიო და საქართველო

სოფლის მეურნეობა ციფრებში - მსოფლიო და საქართველო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. დსთ -ს სივრცეში ამ საქმიანობას 20 მილიონი ადამიანი ეწევა. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 12 მილიონი.მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობით 22 მილიონი ადამიანი დაკავებული.ამ საქმიანობას ჩინეთში 450 მილიონი ადამიანი ეწევა. აფრიკაში ჩინეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში შემოსავალს სოფლის მეურნეობიდან დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი იღებს. იმ ...

Read More »

ნინო ჯავახაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია ის ტყვიები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა

ნინო ჯავახაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია ის ტყვიები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა მედიის მიერ დასმულ კითხვას, 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას მიმდინარეობს პროკურატურაში და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს. „ტყვიები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს – არც გამოუყენებია. ტყვიები, რომლებიც იქნება გამოყენებული, აბსოლუტურად ყველა გაწერილია კანონით ...

Read More »

ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში

ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. მისი თქმით, მომხდარი გამოძიებას საჭიროებს. „20 ივნისის მოვლენები საჭიროებს სრულ გამოძიებას, როგორც ძალის გამოყენების, ისე ზოგი დემონსტრანტის მიერ ძალადობის საკითხში. მოხარული ვართ, რომ, როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობს. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უშუალოდ ვინ იყო პარლამენტშიa იმ დღეს, პირადად მე შეერთებულ შტატებში ვიყავი და ვესწრებოდი ჩემი ქალიშვილის ქორწილს“, – განუცხადა ...

Read More »

მაია ცქიტიშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ევროპული პროექტია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რა თქმა უნდა, არის ევროპული პროექტი და დამატებითი შესაძლებლობა ევროპელი და აზიელი ბიზნესმენებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს საქართველოს გავლით დაუკავშირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტის მხარდასაჭერად ძალისხმევას არ იშურებს. „მნიშვნელოვანია, დავაკავშიროთ ჩვენი სარკინიგზო ...

Read More »

გემთმფლობელებს საქართველოს ნებისმიერ ნავსადგურში შესვლისას შეღავათები დაუწესდათ

გემთმფლობელებს საქართველოს ნებისმიერ ნავსადგურში შესვლისას შეღავათები დაუწესდათ

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს შეღავათები დაუწესდათ. სააგენტოს საფასურის წესში შესული ცვლილებების თანახმად, თუ გემი ერთსა და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველადი შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურების საფასურის სრული ოდენობით გადახდა, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში საფასური 50%-ით შეუმცირდებათ. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ...

Read More »

უმუშევრობის ანატომია

უმუშევრობის ანატომია

უმუშევრობის ანატომია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელს 12,7%-ს შეადგენს. თუ სტატისტიკას ვენდობით, ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქსტატმა უმუშევრობა ახალი მეთოდოლოგიით გამოთვალა და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს დაეყრდნო, რამაც უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი მცირედით გაზარდა. 2020 წლიდან კი დასაქმება-უმუშევრობის მაჩვენებლები სრულიად ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშდება, სადაც თვითდასაქმებული ადამიანების ...

Read More »

თინა კანდელაკი – რუსთავი2 რუსეთიდან ფინანსდება

თინა კანდელაკი - რუსთავი2 რუსეთიდან ფინანსდება

ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა, თინა კანდელაკმა რუსული ტელეარხის, “რასია24–ის“ გადაცემაში, საქართველოს შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა. კანდელაკის აზრით, მთავარი პრობლემა ქართული ნაციონალიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმია, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან იღებს სათავეს. “ საქართველო უკვე არაერთი ათწლეულია პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა. ამ ექსტრემიზმით და ტერორიზმით საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დაკავებული. ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანს არც უკრაინის მოქალაქეობა ქონდა, რომელიც ...

Read More »

მაია ბითაძე – ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს

მაია ბითაძე - ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს

დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მერია უკვე მუშაობს. „ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, – ...

Read More »