Home » 2019 » July » 11

Daily Archives: July 11, 2019

ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის, მწვანე ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საზეიმო , კაპსულა უკვე ჩაგდებულია. ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იწყება. ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ნახევარიმილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინვესტიციას კომპანია „გრინ რეზორთი“ 180 ჰექტარზე განახორციელებს. მშენებლობისას და ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.  აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა ...

Read More »

პროკრედიტ ჯგუფმა, საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

პროკრედიტ ჯგუფმა, საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავებული  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

პროკრედიტ ჯგუფმა, საერთაშორისო სტანდარტებით შემუშავებული  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  2018 წლის შემაჯამებელი  ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილია  გასული წლის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფის 13 ქვეყანაში  ოპერირების მანძილზე განხორციელებული აქტივობები. შეჯამებულია კომპანიის  კორპორაციული, სოციალურ-ეთიკური, გარემოსდაცვითი მიზნები და მიღწევები. ანგარიში ასევე მოიცავს   პროკრედიტ ბანკი საქართველოს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ჯგუფის წევრის  მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს. პუბლიკაცია გვიზიარებს  ჯგუფის წარმატებულ გამოცდილებას, რომლის საფუძველს  ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული  ...

Read More »

m²-ის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

m²-ის  სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

სასტუმრო რამადა ენკორ თბილისი მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „Wyndham Hotels & Resorts“-ის წევრია და მან ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) 2018 წლის საუკეთესო რამადა ენკორის ტიტული მოიპოვა. სასტუმრო ასევე წარდგენილია Wyndham Hotels & Resorts-ის მსოფლიო ქსელის საუკეთესო სასტუმროს ნომინაციაზე, რომლის გამარჯვებულიც სექტემბერში, ლას-ვეგასში გამოვლინდება. რამადა ენკორ თბილისმა ჯილდო საუკეთესო მომსახურების, მაღალი სტანდარტების, ხარისხისა და სტუმართა მაღალი კმაყოფილების საფუძველზე ...

Read More »

მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან” – უთხრა “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. კომენტარი საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციაზე გაკეთდა. ...

Read More »

აშშ-ის საელჩო ექსპორტზე ორიენტირებულ ფერმერებს $200,000-დოლარიან გრანტებს სთავაზობს

აშშ-ის საელჩო ექსპორტზე ორიენტირებულ ფერმერებს $200,000-დოლარიან გრანტებს სთავაზობს

აშშ-ის საელჩო ექსპორტზე ორიენტირებულ ფერმერებს $200,000-დოლარიან გრანტებს სთავაზობს. გრანტის აღწერაში ნათქვამია, რომ მის შედეგად ფერმერებს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან $200,000-მდე მოცულობის დახმარების მიღება შეუძლიათ “იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით ...

Read More »

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ მოძველებულია და არავინ ფიქრობს მის მოდერნიზაციაზე”

„პირდაპირ ვამბობ, რომ სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თუმცა მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა ძალის გადამეტებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას” ქვეყნაში არსებულ უსაფრთხოების სტრატეგიას და სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტიანობას ქვეყნის სტაბილური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. საქართველოში განვითარებულმა ბოლო პროცესებმა აშკარად აჩვენა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „ბანკები და ფინანსები” უსაფრთხოების ...

Read More »

TI – საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება

TI - საპარტნიორო ფონდს კანონით უნდა აეკრძალოს ოფშორული კომპანიების დაფინანსება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. „საპარტნიორო ფონდი” 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია. „ფონდის” საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ა) აქტივების მართვა და ბ) საინვესტიციო საქმიანობა.„საპარტნიორო ფონდის” შემოსავლების ძირითად ნაწილს ხუთი სახელმწიფო კომპანიის ...

Read More »

პრივატიზაციის დამუხრუჭებული ქრონიკა – 2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა

პრივატიზაციის დამუხრუჭებული ქრონიკა - 2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მართლაც ასეა, პრივატიზაცია ერთ-ერთი ის წყაროა, რომელმაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება უნდა უზრუნველყოს და ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფუძველი შეუქმნას. გარდა ამისა, პრივატიზაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ინიციატივა კერძო სექტორზე გადავიდეს და, შესაბამისად, ქონება, რომელიც დღეს პრაქტიკულად “გაყინულია” ისევ ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთოს. აღნიშნული მიმართულება ...

Read More »

ზურაბიშვილი – საჭიროა, საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს

ზურაბიშვილი - საჭიროა, საქართველოს ეკონომიკა მოვარგოთ ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღმა საქართველოს ეკონომიკისთვის საჭიროა ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, რათა უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს ევროპას. „ვხედავ სამ გზას: ამისათვის მნიშვნელოვანია, უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის პოლიტიკებში, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან, რეგიონულ განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან ჩვენი ცალმხრივი საგზაო რუკის შესაბამისად. ჩვენ ასევე გვჭირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრული ფინანსური მექანიზმის დაწესება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ჩვენს ღირსებებზე და მიღწევებზე იქნება დაფუძნებული. ახლა ...

Read More »

ნათია თურნავა – რუსული ემბარგოს შემთხვევაში, მთლიანი ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა

ნათია თურნავა - რუსული ემბარგოს შემთხვევაში, მთლიანი ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა

რუსეთის მიერ სრულყოფილი ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. „რომ დაწესებულიყო ემბარგო, რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზიანი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს. ეს არის პირველ რიგში 750 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი ტურისტებისგან, რაც უნდა მიგვეღო წლის ბოლომდე. ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც ...

Read More »