Home » 2019 » July » 08

Daily Archives: July 8, 2019

„რუსეთის მხრიდან ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ გზავნილების გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია“

„რუსეთის მხრიდან ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ გზავნილების გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია“

„ყოველთვიურად ფულადი გზავნილების ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ რუსეთის მხრიდან ამის გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – ასე ეხმაურება ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი დღეს რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერის სერგეი ნევეროვის განცხადებას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით. „მთლიან შემოსავლებში რუსეთიდან გადმორიცხვების წილი დაახლოებით, 200-250 მლნ-ია, ამდენად, ერთი ამდენით გაიზრდება ტვირთი, მაგრამ არ მგონია, ამ აკრძალვამ ფულადი ...

Read More »

რკინიგზის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

რკინიგზის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება 10%-ით გაეზრდება, – ინფორმაცია დასაქმებულებს რკინიგზის გენდირექტორმა მიაწოდა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა. გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან დასქმებულებთან შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით ...

Read More »

ნიკა გვარამიამ დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს ტელევიზიას

ნიკა გვარამიამ დაასახელა პირობა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს ტელევიზიას

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში გაითვალისწინებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს, თუ ბიძინა ივანიშვილი წავა საქართველოდან. “კონტრწინადადება ჩვენს წინ მდგომ ორკების მიტინგს: ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ქვეყნიდან სამუდამოდ და იმავე წამსვე წავალ რ2იდან კი არა, ჯანდაბაშიც, თან მანამდე გაბუნიას მოხსნის ბრძნებას მოვაწერ ხელს. თანახმა ვარ ულაპარაკოდ.”– ამბობს გვარამია.

Read More »

„მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, გვაცადეთ საქმის კეთება და გპირდებით, ორივეს შეგინახავთ“

„მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, გვაცადეთ საქმის კეთება და გპირდებით, ორივეს შეგინახავთ“

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ ...

Read More »

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა პოსტ სკრიპტუმში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ...

Read More »

რა თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 9 წელში

რა თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 9 წელში

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაზე წერს. მონაცემების მიხედვით, ბოლო რვა წელში რუსეთიდან საქართველოში ჯამში 4 მილიარდ 540 მილიონი დოლარია გადმორიცხული, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით 167.7 მილიონი დოლარი. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “რუსეთის დუმაში საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ ადრეც დავწერე, რომ შესაძლოა მომდევნო ...

Read More »

რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინის და წყლის მიწოდების აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინის და წყლის მიწოდების აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა. „აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ...

Read More »

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-ის ეთერში პუტინის მისამართით ნათქვამს ეხმიანება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-ის ეთერში პუტინის მისამართით ნათქვამს ეხმიანება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და პრესის დეპარტამენტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში გაჟღერებულ ტექსტს ეხმიანება. „კატეგორიულად ვგმობთ უპრეცედენტო, მიუღებელ, უხამს, უცენზურო გამონათქვამებს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მისამართით, ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერდა. ამას განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ ღია პროვოკაციას ქართული რადიკალი ძალებისგან. ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიდის ღია რუსოფობია. გვინდა აღვნიშნოთ, ...

Read More »

თიბისი საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

თიბისი საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance თიბისი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მერვედ მიიღო. გარდა ამისა, EMEA Finance-მა თიბისი 2018 წლის საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, მისი შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა. EMEA Finance-ის აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის საუკეთესო ფინანსურ შედეგებს და ციფრულ შესაძლებლობებს, ასევე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სამაგალითო მომსახურებას. „ჩვენთვის დიდი ...

Read More »

ზახაროვა – სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველა ხერხს მიმართავს

ზახაროვა - სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველა ხერხს მიმართავს

სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ნებისმიერ ფასად, მათ შორის საზოგადოების ტოტალური დახლეჩის ფასად შეეცდება, „რუსთავი 2“ კი მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „ყველა მთხოვს ქართველი ჟურნალისტის გარშემო მიმდინარე ამბების შეფასებას. ოფიციალური კომენტარი საგარეო უწყებამ უკვე გაავრცელა. რაც შეეხება ზოგადად შექმნილ სიტუაციას: საქართველოს „ტრადიციების“ შესახებ საუბრები სინამდვილეში მხოლოდ საუბრებია. ისეთი ტრადიციები, რომლებიც შეიძლება ქვეყნისა და ხალხისთვის საფუძველი ...

Read More »