Home » 2019 » July » 04

Daily Archives: July 4, 2019

„საბას“ მონაწილეთა სია ცნობილია

„საბას“ მონაწილეთა სია ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის “საბა” 2019 წლის მონაწილეთა სია უკვე ცნობილია. 8 ნომინაციის ფინალისტებს ჟიური შემოდგომაზე გამოავლენს. დანარჩენ 2 ნომინაციაში გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და პოეტმა, რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ...

Read More »

რუსეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში

რუსეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში

მიუხედავად იმისა, რომ 90-ანი წლებისგან განსხვავებით ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დივერსიფიცირებული, რუსეთზე დამოკიდებულება კვლავაც მაღალია. უფრო მეტიც, 2018 წელს ქართულ-რუსულმა სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ($1.373 მილიარდი ან/და მთლიანი საგარეო ვაჭრობის 11%), რაც არა ტრადიციულად – იმპორტის ზრდით, არამედ ექსპორტის პიკზე ყოფნითაა განპირობებული. წინა წელთან შედაებით 2018 წელს ექსპორტი რუსეთში 10%-ით გაიზარდა და $437.3 მლნ შეადგინა; იმპორტი კი 17%-ით $935.7 მლნ-მდე ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდი“ კასპში აგურის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება

„საპარტნიორო ფონდი“ კასპში აგურის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფრმაციას ეხმაურება

„საპარტნიორო ფონდი“ ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტესა“ და „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კასპში აგურის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით,  საინფორმაციო სააგენტო BM.GE-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფრმაციას ეხმაურება. კასპში საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის “დაკარგულ” ინვესტორს ეძებენ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტესთან“ ერთობლვად ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ესპანური კომპანია ,,Ceramica  El ...

Read More »

პირველი საავტომობილო ექსპო საქართველოში

პირველი საავტომობილო ექსპო საქართველოში

27 ივლისს თეგეტა მოტორსი ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართავს საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიო მასშტაბის ბრენდები საავტომობილო ინდუსტრიიდან, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე საავტომობილო პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით, როგორებიც არიან: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, ZF, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Bex, Akom, Total, Jcb, Fleetguard, Shell, Mobil, Motul და სხვა. გამოფენაზე სტუმრებს ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებში ინფორმაციას რუსულ ენაზე აღარ გამოაცხადებს

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებში ინფორმაციას რუსულ ენაზე აღარ გამოაცხადებს

„საქართველოს რკინიგზა“ შტადლერის სამგზავრო მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაციის ორ ენაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. მატარებლებში ტექსტის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცხადება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ხდება, რაც გამოწვეულია მომსახურების გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები. შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოვებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, ...

Read More »

კახა კალაძე – აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა

კახა კალაძე - აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა

20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი განიხილება. ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ დაშავებულების მკურნალობის თანხას ფონდი „ქართუ“ გადაიხდის. „რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის გამგზავრება უცხოეთში და მკურნალობა. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ვეხმარებით ვიღაცებს, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, მივითვისო, მგონი, არასწორი ...

Read More »

20 ივნისს დაზარალებულთა მკურნალობას „ქართუ ფონდი“ აფინანსებს

20 ივნისს დაზარალებულთა მკურნალობას „ქართუ ფონდი“ აფინანსებს

თბილისის მერი კახა კალაძე 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს. მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა. „რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში ...

Read More »

„კოკა-კოლამ“ ვაშლისა და ალუბლის წვენები ქილაში გამოუშვა

„კოკა-კოლამ“ ვაშლისა და ალუბლის წვენები ქილაში გამოუშვა

დღეიდან ბაზარზე „კოკა-კოლას“ ვაშლისა და ალუბლის წვენები ქილაში გამოჩნდება, რომელიც „კაპის“ ბრენდით გაიყიდება. ამის შესახებ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, წვენების ხაზი ძალიან პერსპექტიულია და სურვილი აქვს, რომ „კოკა-კოლამ“ აღნიშნული ბაზარიც აითვისოს. „დღეს „კოკა-კოლამ“ ვაშლის და ალუბლის წვენების გამოშვება ქილებში დაიწყო, რაც ქართულ ბაზარზე საერთოდ არ არსებობს. ეს არის 0,33 გრამიანი ქილები. წვენების ხაზი ...

Read More »

3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაამზადებენ

3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაამზადებენ

3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაამზადებენ. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება, გადამზადების შემდეგ კი ისინი მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდებიან. „დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია და რესურსებით უზრუნველყოფა ხდება მსოფლიო ბანკის მხრიდან. 3000 ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა ...

Read More »

„ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი – „ნენსკრა ჰესის“ გამო ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

„ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი - „ნენსკრა ჰესის“ გამო ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

როგორც კი პროექტის ფინანსური დახურვა მოხდება და დასრულდება ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება, მეორე დღესვე ტარიფი გახდება საჯარო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს “ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ განუცხადა. კითხვაზე, რატომაა კონფიდენციალური ტარიფი, რომლითაც სახელმწიფო ნენსრა ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვას აპირებს, თეიმურაზ კოპაძე აცხადებს, რომ პროექტის ფინანსურ დახურვამდე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, ტარიფები ცნობილი ვერ ...

Read More »