Home » 2019 » July » 02

Daily Archives: July 2, 2019

„სვეტის“ დამფუძნებლებს პატიმრობა მიესაჯათ

„სვეტის“ დამფუძნებლებს პატიმრობა მიესაჯათ

„სვეტის“ დამფუძნებლებს პატიმრობა მიესაჯათ საქალაქო სასამართლოში კომპანია „სვეტის“ საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. როგორც bm.ge-ს სასამართლოში განუცხადეს, „სვეტის“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქალაქო სასამართლომ კომპანიის დამფუძნებელს გივი ჯიბლაძეს განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 8-წლით, „სვეტის“ გენერალურ დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს კი 6 წლით და 6 თვით მიუსაჯა. შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გასული წლის ...

Read More »

რუსი მეღვინეები – ქართულ ღვინოს ადვილად ჩავანაცვლებთ

რუსი მეღვინეები - ქართულ ღვინოს ადვილად ჩავანაცვლებთ

რუსი მეღვინეები ადვილად ჩაანაცვლებენ ქართულ ღვინოებს იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში. მზად ვართ, მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც სასმელის კლასიკური ვარიანტები, ასევე ღვინოები განსაკუთრებული თვისებებით და პრემიუმ სეგმენტის, – ასეთი აზრი გამოთქვეს „ტასს”-თან საუბარში რუსული ღვინის კომპანიებისა და პროფილური ასოციაციების წარმომადგენლებმა. „ადვილად მოვახდენთ ქართული ღვინის დანაკარგის კომპენსაციას. ჩვენ მშვენიერ პროდუქტს ვქმნით. სხვა საქმეა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ სწორედ ქართული ღვინო. მათთვის პრობლემა იქნება”, ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქციების დაგირავებით მიღებულ თანხას ანაკლიის პროექტში ჩადებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქციების დაგირავებით მიღებულ თანხას ანაკლიის პროექტში ჩადებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქციების დაგირავებით მიღებულ თანხას ანაკლიის პროექტში ჩადებენ. „მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ის მეშვეობით მოახდინეს 10 მილიონი დოლარის მობილიზება საკუთარი აქციების დაგირავებით. ლონდონის საფონდო ბირჟის წესების მიხედვით, მოხდა ამ ოპერაციის გამჟღავნება „თიბისი ბანკის“ ინვესტორებისთვის. ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ არ განუხილავთ და არც აპირებენ „თიბისი ბანკის“ აქციების გასხვისებას. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს, რაც ...

Read More »

გია ვოლსკი – დიდი თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან ისეთ პარტიებს, რომელთა სახელიც საზოგადოებას არც გაუგია

გია ვოლსკი - დიდი თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან ისეთ პარტიებს, რომელთა სახელიც საზოგადოებას არც გაუგია

საკმაოდ დიდი თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან ისეთ პარტიებს, რომელშიც საერთოდ არც პიროვნებებს იცნობს საზოგადოება და არც ამ პარტიის სახელი გაუგიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარტიული დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლსკის თქმით, პარტიების დაფინანსება უნდა ხდებოდეს ლოგიკურად და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. “მე არ მინდა უტრირებაში შევიდე, მაგრამ ყველა პარტიას და პოლიტიკურ ძალას ჰყავს მხარდამჭერი და ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს

ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს

არსებობს გარკვეული მოლოდინები, დღევანდელ დღეს მუშაობს ის ასპექტი, რაც გამოიწვია ტურისტული ნაკადების შემცირებამ და შეწყვეტამ, ლარზე აისახა ეს მოვლენა და დევალვაცია მოხდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბოუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ლარის გაუფასურების კომენტირებისასს განუცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ამოიწურება, ეს ლარის კურსზეც აისახება. „ჩვენ ძალიან კარგი ტრენდი გვქონდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირდებოდა, არც ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი ...

Read More »

“უარს ვამბობთ ჩვენი მომსახურების საკომისიოზე” – ასე უპასუხა კომპანია Tripcars-მა რუსეთის ტურისტულ ემბარგოს

“უარს ვამბობთ ჩვენი მომსახურების საკომისიოზე” - ასე უპასუხა კომპანია Tripcars-მა რუსეთის ტურისტულ ემბარგოს

 “უარს ვამბობთ ჩვენი მომსახურების საკომისიოზე” – ასე უპასუხა კომპანია Tripcars.com-მა რუსეთის ტურისტულ ემბარგოს. #spendyoursummeringeorgia   მანქანების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Tripcars.com მომსახურების საკომისიოს გაუქმებით შეუერთდა კამპანიას #spendyoursummeringeorgia. მთელი ზაფხულის განმავლობაში ტურისტების სასარგებლოდ საკომისიო, 10%  გააუქმეს მესიჯით : Welcome to Georgia Putin banned tourists visits to Georgia. So, we welcome to any countries and giving out our service fee 10% during this ...

Read More »

„აქციებს უძღვება მიშა მშვილდაძე, ვინ არის ის?! იუმორისტი? – უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი“

„აქციებს უძღვება მიშა მშვილდაძე, ვინ არის ის?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი“

ვინ არის მიშა მშვილდაძე?! იუმორისტი? – უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი და ყველამ ნახა, რომ თავიდან ბოლომდე ყოფილა პოლიტიკაში ჩართული, – ეს შეფასება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზაქარია ქუცნაშვილმაგააკეთა, რომელიც დეპუტატის მანდატს ტოვებს. მისივე თქმით, აქციები, რომელიც რუსთაველზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს, მართულია. „ვინ უძღვება აქციებს, ყველა ხედავს. მიშა მშვილდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. საზოგადოების მოტყუება, რომ ეს აქციები მართული არ არის ან ...

Read More »

„ჩვენ პრინციპულად ვიყავით მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე“

„ჩვენ პრინციპულად ვიყავით მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო აღნიშნული საკითხი გადაიდო. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. „დიახ, ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს. ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. ...

Read More »

კობა გვენეტაძე – რეზერვების დაგროვების კუთხით, ეროვნული ბანკი დაფიქრებულად იმოქმედებს

კობა გვენეტაძე - რეზერვების დაგროვების კუთხით, ეროვნული ბანკი დაფიქრებულად იმოქმედებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორის დანაკლისმაეროვნულ ვალუტაზე დიდი წნეხი არ უნდა გამოიწვიოს და ამის მიზეზად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ასახელებს. გვენეტაძის ვარაუდით, ტურისტული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე 200-300 მილიონი აშშ დოლარი იქნება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდება. „შესაბამისად, ამან არ უნდა გამოიწვიოს ძალიან დიდი წნეხი ეროვნულ ვალუტაზე“, – აღნიშნა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ...

Read More »

ტრანსპორტში გადახდას დღეიდან სხვა პლასტიკური ბარათებითაც შეძლებთ

ტრანსპორტში გადახდას დღეიდან სხვა პლასტიკური ბარათებითაც შეძლებთ

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროსა და ავტობუსში, მგზავრობის საფასურის გადახდა დღეიდან უკვე „ვითიბი“ ბანკისა და ბანკი „ქართუს“ პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციის შემდეგ, თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მასში ჩართვა ნებისმიერ ბანკს შეეძლო, მათ შორის, დაანონსებული იყო, რომ სისტემაში „თიბისი“ ბანკიც ჩაერთვებოდა. ცნობისთვის, „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით, 2017 წელს მიიღო.

Read More »