Home » 2019 » July » 01

Daily Archives: July 1, 2019

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს. მურთაზ კიკორია „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ წევრად მიიწვიეს. ის ოთხი წლის ვადით არის არჩეული საბჭოს წევრად. მის გარდა, საბჭოში არიან დავით შონია, მამუკა წერეთელი და ირაკლი რუხაძე. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა 2018 წლის 30 ნოემბერს საკუთარი სურვილით დატოვა. ის ცენტრალური ბანკის საბჭოში 2016 წლის დეკემბერში აირჩიეს. კიკორია 2015-2016 წლებში „საქართველოს ...

Read More »

ცეზარ ჩოჩელი საგურამოში ხელოსნების ქალაქის მშენებლობას იწყებს

ცეზარ ჩოჩელი საგურამოში ხელოსნების ქალაქის მშენებლობას იწყებს

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, „ქართული ლუდის კომპანიის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოსნების ქალაქს ააშენებს. როგორც ჩოჩელი bm.ge-ისთან აცხადებს, სამშენებლო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება და ქალაქის ოფიციალური გახსნა მომავალი წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ბიზნესმენის თქმით, პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ქალაქის მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩოჩელის თქმით, საჭირო ფინანსების დათვლა ახლა მიმდინარეობს, თუმცა როგორც ის ადრე აცხადებდა, პროექტზე დაახლოებით, 3 მილიონი ...

Read More »

„მე ვარ ქართველი და გთხოვთ იმოგზაუროთ ჩემს სამშობლოში“ – გაგამარუ იაპონელებს მიმართავს

„მე ვარ ქართველი და გთხოვთ იმოგზაუროთ ჩემს სამშობლოში“ - გაგამარუ იაპონელებს მიმართავს

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ იაპონელ გულშემატკივარს მიმართავს და საქართველოში მოგზაურობას სთხოვს. გაგამარუ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც თან ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ამსახველი სურათები. „მოგესალმებით იაპონელო გულშემატკივრებო მე ვარ ქართველი გაგამარუ გთხოვთ რომ იმოგზაუროთ ჩემ სამშობლოში და ნახოთ თუ როგორი ლამაზი ქვეყანაა მთითა და ბარით კულინარით მდიდარი ქვეყანაა აი ასეთი შინარსი აქვს მადლობთ”, – ნათქვამია მიმართვაში.

Read More »

კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ „საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს“

კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ „საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს“

კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ „საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს“, – შესაბამისი განცხადება, სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. „ჩვენმა არტისტებმა ახლა უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს წარმომადგენლებისგან იმ ახალგაზრდების დაგმობა, რომლებიც პარლამენტში შეჭრასა და სხვა ქვეყნის სახალხო რჩეულებზე თავდასხმას ცდილობდნენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამასთან, როგორც „ინტერფაქსი“ წერს, ...

Read More »

1-ლი ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ

1-ლი ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ

1 ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. პირადობის ელექტრონული მოწმობა თანამედროვე, გაუყალბებელი, ევროპული დოკუმენტია. აქციის მიზანი საარჩევნო სიიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ...

Read More »

5 თვეში საქართველოდან 39.4 მილიონი დოლარის მედიკამენტებია ექსპორტირებული

5 თვეში საქართველოდან 39.4 მილიონი დოლარის მედიკამენტებია ექსპორტირებული

დაფასოებული მედიკამენტები საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-4 ადგილზეა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტი 39 მილიონ 393 ათას 400  დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის პირველელ ხუთ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 91 მილიონ 271 ათას 500 დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 51 მილიონ 878 ათას ...

Read More »

ავთანდილ წერეთელი: „თეგეტა მოტორსი“ აქციების განთავსებას საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს

ავთანდილ წერეთელი: „თეგეტა მოტორსი“ აქციების განთავსებას საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს

კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 3-5 წლიან პერიოდში აქციების განთავსებას რომელიმე საერთაშორისო ბირჟაზე გეგმავს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამისთვის კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნაც მოუწევს. წერეთლის განმარტებით, დღეს „თეგეტა მოტორსს“ მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს, ის უკვე გახდა ემიტენტი ქართულ ბირჟაზე. „ძალიან დივერსიფიცირებული აღმოჩნდა ჩვენი ინვესტორთა სია. ქართული ბრენდების ისტორიაში მსგავსი დივერსიფიცირება არ ყოფილა. ...

Read More »

თიბისი ბანკის ჯგუფი გადახდების ონლაინ პლათფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფობელი გახდა

თიბისი ბანკის ჯგუფი გადახდების ონლაინ პლათფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფობელი გახდა

თიბისი ბანკის ჯგუფი გადახდების ონლაინ პლათფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის მფობელი გახდა თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC BANK GROUP PLC) ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE – ში თავისი წილი 26 % – დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ჯგუფმა TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.  მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისი ჯგუფის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების ...

Read More »

საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი თეგეტა მოტორსი გახდა

საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი თეგეტა მოტორსი გახდა

პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნეს საქართველოში. ამ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა. „ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი საქართველოში. ეს გახსნა თან სდევს მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით უკვე მე-5 ...

Read More »

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ ერთად, უმსხვილესი ტუროპერატორი „მირ კორპორეიშენი“ საქართველოში სამოგზაურო ტურებს მოამზადებს

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ ერთად, უმსხვილესი ტუროპერატორი „მირ კორპორეიშენი“ საქართველოში სამოგზაურო ტურებს მოამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი „მირ კორპორეიშენ“ (MIR Corporation)  რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ახორციელებს ტურისტების შემოყვანას ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან, იწყებს ერთობლივ პროექტს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ ...

Read More »