Home » 2019 » July

Monthly Archives: July 2019

გოგიტა თოდრაძე – ერთადერთი სექტორი, სადაც ივნისში კლება ფიქსირდება, საფინანსო საქმიანობაა

გოგიტა თოდრაძე - ერთადერთი სექტორი, სადაც ივნისში კლება ფიქსირდება, საფინანსო საქმიანობაა

ერთადერთი სექტორი, სადაც ივნისში კლება ფიქსირდება, საფინანსო საქმიანობაა, რისი ძირითადი მიზეზიც კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების შემცირებაა, – ამის შესახებ „საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ზრდა შეინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში, გარდა საფინანსო საქმიანობისა. საფინანსო სექტორში კლების მიზეზი კი კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების და შესაბამისად გამოშვების მოცულობის კლებაა. „რაც შეეხება სექტორების მიხედვით ...

Read More »

ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ...

Read More »

სანქციების დაწესებიდან მესამე კვირაში, ტურიზმის დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა

სანქციების დაწესებიდან მესამე კვირაში, ტურიზმის დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა

სანქციების დაწესებიდან მესამე კვირაში, ტურიზმის დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა თიბისიმ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლების ანალიზი განაახლა. 22 ივლისის კვირაში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 6.8%-ით შემცირდა, ნაცვლად 13.5%-იანი და 21.4%-იანი შემცირებებისა წინა 2 კვირაში. მართალია თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების კლება ისევ მკვეთრი იყო, თუმცა განსხვავებით წინა კვირებისაგან, რუსეთიდან სახმელეთო გზებით შემოსული ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ევროკავშირიდან ტურისტების ზრდა აჩქარდა. ...

Read More »

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

30 ივლისს, თბილისსში, თიბისი კაპიტალმა მორიგი კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. ახალ კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით. ღონისძებას თიბისის ბანკის კლიენტები და სხვა ენერგოსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, სადისკუსიო პანელზე სტუმრებმა სექტორში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს. კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 ...

Read More »

Apple-მა iPhone-ების გაყიდვების ანტირეკორდი მოხსნა

Apple-მა iPhone-ების გაყიდვების ანტირეკორდი მოხსნა

Apple-ის ხელმძღვანელობამ ახალი კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. საერთო მოგების ზრდის მიუხედავად iPhone-ის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. იმის შემდეგ, რაც 2018 წელს გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Huawei-მ Apple-ს გაუსწრო, ანალიტიკოსები iPhone-ის გაყიდვების ვარდნის გაგრძელებას ვარაუდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სმარტფონების ბაზარი სტაგნაციას განიცდის, Apple-ის სმარტფონების წილი კონკურენტებთან შედარებით უფრო სწრაფად მცირდება. Apple-ის მე-3 კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით iPhone-ის გაყიდვებმა ბოლო 3 თვის განმავლობაში ...

Read More »

როგორი იქნება ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა – თბილისის მერია გრაფიკას ავრცელებს

როგორი იქნება ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა - თბილისის მერია გრაფიკას ავრცელებს

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. თბილისის მერია ავრცელებს გრაფიკას, თუ როგორი იქნება ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა.

Read More »

„თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ”

„თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ"

თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ გამოვიყენებთ, როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, საჭიროების შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა. როგორც მესტვირიშვილი აცხადებს, ლარის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს, რათა სავალუტო რყევების შედეგად ფასების საერთო დონის, ანუ ინფლაციის დონის ზრდის ...

Read More »

კახა კალაძე – რატომ იყო ეკონომიკური განვითარება ბოლო წლების განმავლობაში? იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო სტაბილურობა

კახა კალაძე - რატომ იყო ეკონომიკური განვითარება ბოლო წლების განმავლობაში? იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო სტაბილურობა

უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიების მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ზუსტად იქ მივეყვანეთ, ახლა რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, აისახება თუ არა საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და ლარის კურსის ცვლილება. კალაძის თქმით, ქვეყანა ეკონომიკურად წლების განმავლობაში ვითარდებოდა, რაც მოსახლეობის ჯიბეზე აისახებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უპასუხისმგებლო ...

Read More »

„გვარწმუნებენ, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, საფონდო ბირჟა კი მე-3 წელია ზარალზეა“

„გვარწმუნებენ, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, საფონდო ბირჟა კი მე-3 წელია ზარალზეა“

„გვარწმუნებენ, რომ კაპიტალის ბაზარი ვითარდება, საფონდო ბირჟა კი მე-3 წელია ზარალზეა“ ივლისის თვეში აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 60 მილიონის ლარში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა, მანამდე კი „თი ბი სი ბანკმაც“ განახორციელა ობლიგაციების ემისია, ჯამში 425 მილიონი დოლარის ღირებულების. ორივე ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდები A კატეგორიის ლისტინგში განთავსდა. პირველ შემთხვევაში განთავსების აგენტი იყო საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „გალთ ენდ ტაგარტი“ ხოლო ...

Read More »

ივა ჭყონია – სექტემბერში ფასების გაძვირების კიდევ ერთ ტალღას ველოდებით

ივა ჭყონია - სექტემბერში ფასების გაძვირების კიდევ ერთ ტალღას ველოდებით

სექტემბერში ფასების გაძვირების კიდევ ერთ ტალღას ველოდებით, – აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია. მისი თქმით, ამის მიზეზი ლარის მცურავი კურსია, რომელიც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მხოლოდ ზემოთ ცურავს. „ეროვნული ბანკი არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს, თუნდაც იგივე ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ ის არის იმ მაჩვენებელზე, რომ ჩარევას არ საჭიროებს. რას ნიშნავს ეს, მარტივად რომ დავთვალოთ, როდესაც ბიუჯეტი დათვლილია 2.63 კურსზე, მაქსიმალური კურსი, ...

Read More »