Home » 2019 » June » 25

Daily Archives: June 25, 2019

სერგეი გავრილოვი – მე სემინარიას ვამთავრებ და შესაძლოა, მღვდელი გავხდე

სერგეი გავრილოვი - მე სემინარიას ვამთავრებ და, შესაძლოა, მღვდელი გავხდე

კომუნისტური პარტიის წვერი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც თბილისის დატოვება პროტესტის ფონზე მოუწია, აცხადებს, რომ შეიძლება, მღვდელი გახდეს. “მინდა ვთქვა, რომ სერიოზული შიდა ბრძოლა მაქვს. ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული. მე მისი საფლავის მონახულება მინდოდა. სემინარიას ვამთავრებ და შესაძლოა მღვდელი გავხდე და შესაძლოა მომიწევს ასეთ ადამიანებისგან აღსარების ჩაბარება. მე მზად უნდა ვიყო, რომ მათ ეს ცოდვები ვაპატიო, თუმცა არ შეიძლება ვაპატიოთ ჩვენი ...

Read More »

პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ...

Read More »

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს

განახლებული აპლიკაციით MyGPI – ფულის გამომუშავება დაზღვევით და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი 26 ივნისს, 11 საათზე ჯიპიაი ჰოლდინგი პრესკონფერენციას გამართავს და ეკოისტებს წარადგენს. ეკოისტების მოძრაობა მასშტაბური ლოიალობის პროგრამის ნაწილია. პრესკონფერენციაზე ეკოისტების მოძრაობა მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურება. პრეს-კონფერენციას წარუძღვებიან: თინათინ სტამბოლიშვილი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი; მელი ბაღდავაძე – კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი;დათა ქაჯაია – ავტომრბოლელი; გიგა მაქარაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი;  გამეზა ...

Read More »

საპატრიარქო – ვთხოვთ მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საქართველოში ამჯობინეთ დასვენება

საპატრიარქო - ვთხოვთ მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საქართველოში ამჯობინეთ დასვენება

ვთხოვთ მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საქართველოში ამჯობინეთ დასვენება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელეულ განცხადებაშია აღნიშნული. „ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ...

Read More »

რუსეთი საქართველოს ახალი სანქციებით ემუქრება

რუსეთი საქართველოს ახალი სანქციებით ემუქრება

როგორც რია ნოვოსტი წერს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები აამოქმედოს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის ფრანც კლინცევიჩის განცხადებით, მოსკოვი ამ ნაბიჯს გადადგამს, თუ თბილისი რუსელენოვნებთან მიმართებით დისკრიმინაციულ პოლიტიკას განაგრძობს. „არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ, შესაძლოა გვაიძულოს მივიღოთ გრძელვადიანი საპასუხო ზომები, რაც ტურისტულ ემბარგოს სცდება“, – დაწერა კლინცევიჩმა Facebook-ზე. მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს კინოთეატრებში ფილმების რუსუელოვანი სეანსების მოხსნასთან დაკავშირებით: ...

Read More »

„200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?“

„200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?“

„200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?  ჩვენ როდესაც რუსეთთან გვაქვს  ეკონომიკურ-ბიზნეს ურთიერთობა, ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ,“— ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, სტრატეგიულად რუსეთი არ არის ჩვენი გრძელვადიანი და სანდო პარტნიორი. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით დიდ ზარალს, ჭყონია განმარტავს, რომ გარკვეული ზარალი იქნება, თუმცა, ...

Read More »

ამერიკელი დიპლომატი – საქართველოში ვიზიტის შემდეგ ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა

საელჩო საკუთარ გვერდზე ამერიკელი დიპლომატების პოსტებს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. „ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია საქართველოში გატარებული დრო. ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები. ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ლანდშაფტების ფონზე ისწავლეს. ბორჯომში ლაშქრობაზე წავედით და დავაგემოვნეთ წყლები. ვისიამოვნეთ ბათუმის ბულვარით. კახეთში, სიღნაღის ჯადოსნური ბილიკები მოვიარეთ. ზუგდიდში მეგრული სამზარეულოს არაჩვეულებრივი არომატებით დავტკბით. ეს სია უსასრულოა. ...

Read More »

ამერიკელი დიპლომატი: საქართველომ ჩემი გული დაიპყრო – ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს

ამერიკელი დიპლომატი: საქართველომ ჩემი გული დაიპყრო - ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს

საელჩო საკუთარ გვერდზე ამერიკელი დიპლომატების პოსტებს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. დიპლომატი წერს, რომ თავის ყველა მეგობარს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევს. ,,საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს – და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული ...

Read More »

აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს

აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს

#SpendYourSummerInGeorgia – ამერიკის საელჩო საქართველოში Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს. საელჩო საკუთარ გვერდზე ამერიკელი დიპლომატების პოსტებს აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში ვიზიტს ეძღვნება. გარდა ამისა, ამერიკის საელჩო საქართველოში twitter-ზეც აქვეყნებს პოსტს და საზოგადოებას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს. „ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია საქართველოში გატარებული დრო. ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები. ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ...

Read More »

„ამ ეტაპზე ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ტრადიციული ტურისტული ბაზრების შენარჩუნებისთვის“

„ამ ეტაპზე ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ტრადიციული ტურისტული ბაზრების შენარჩუნებისთვის“

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები მორიგ აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვეს. შეკრებილების განცხადებით, შესაძლოა ქალაქში ტურისტული სეზონი ჩავარდეს. ისინი პრობლემის დროულად მოგვარევას ითხოვენ და მომხდარში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ. აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვდნენ. შეკრებილებთან ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მივიდნენ და ადგილობრივების პრობლება მოისმინეს. ...

Read More »