Home » 2019 » June » 23

Daily Archives: June 23, 2019

Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები შეწყვიტა

Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები შეწყვიტა

კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ 20 ივნისიდან რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო. Cavea-ში ტაბულას დაუდასტურეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და სოლიდარობის გამოხატულებაა. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, როდემდე არ იქნება ნაჩვენები რუსულენოვანი სეანსები და გაგრძელდება თუ არა საერთოდ. Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია. Cavea-ს კინოთეატრები განთავსებულია თბილისში, Galleria Tbilisi-ში, Tbilisi Mall-სა და East Point-ში. Tabula.ge

Read More »

„საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების იმპორტი, არის ქველმოქმედება რუსეთის მხრიდან“ – დეპუტატი მირონოვი

საქართველოდან ღვინის და სხვა პროდუქტების იმპორტი, არის ქველმოქმედება რუსეთის მხრიდან - დეპუტატი მირონოვი

რუსეთის დუმაში პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელი, სერგეი მირონოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ანტირუსული გამოსვლების ფონზე, რუსეთის მხრიდან საქართველოდან იმპორტის აკრძალვა ადეკვატური გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. „რუსეთის მეთაურმა მიიღო დროული ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში. ეს პირველ რიგში იყო გასაკეთებელი. ახლა უნდა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ დავუპირისპირდეთ ანტირუსულ რიტორიკას“, – აცხადებს მირონოვი. პარლამენტარის აზრით, საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების ...

Read More »

„თიბისი ბანკი“ საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება

„თიბისი ბანკი“ საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება

„თიბისი ბანკი“ ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე. „თიბისი ბანკი“ მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს. შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება“, – ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

Read More »

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონის პასუხი რამზან კადიროვის მუქარაზე

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონის პასუხი რამზან კადიროვის მუქარაზე

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონის, ნონა ხანგოშვილის  – (თუმი დიშნი) პასუხი რამზან კადიროვის მუქარისშემცველ განცხადებაზე. “რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა. ...

Read More »

რუსეთის ცნობადი სახეები – პუტინს: “საქართველოს კი არა, რუსებს დაარტყით ამით! ელოდეთ მიტინგებს მოსკოვში!”

რუსეთის ცნობადი სახეები - პუტინს: "საქართველოს კი არა, რუსებს დაარტყით ამით! ელოდეთ მიტინგებს მოსკოვში!"

თბილისში ლოზუნგით “რუსეთი ოკუპანტია” მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ახალი ავიაბლოკადა დაუწესა და “უსაფრთხოების დაცვის მიზნით” საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია გამოაცხადა. “აქცენტმა” კრემლის ამ გადაწყვეტილებაზე რუსეთის ცნობადი სახეების პირველ კომენტარებს მოუყარა თავი. RTVI-ს შეფ-რედაქტორი ტიხონ დზიადკო:  “სადღაც მინსკში ზის ავიაკომპანია “ბელავიას” გენერალური დირექტორი და ხელებს იფშვნეტს:)))”. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანდრეი პივოვაროვი:  “საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც დასასვენებლად ...

Read More »

სააკაშვილი – ტელეეთერებიდან მოვუწოდებ უკრაინელებს დაისვენონ საქართველოში

სააკაშვილი - ტელეეთერებიდან მოვუწოდებ უკრაინელებს დაისვენონ საქართველოში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ პირდაპირი ეთერებიდან მოუწოდებს. როგორც სააკაშვილი ამბობს, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ემბარგო გამოუცხადა ქართველებს. „მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს, პუტინმა გამოუცხადა ემბარგო ქართველებს. მე დავიწყე უკრაინაში კამპანია- უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში. ვიწყებ შეხვედრებს უკრაინელი ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან, ყველა ...

Read More »

სომხეთში მზადყოფნას გამოთქვამენ დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები მიიღონ

სომხეთში მზადყოფნას გამოთქვამენ დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები მიიღონ

„სომხეთს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიიღოს დიდი რაოდენობით ტურისტი რუსეთიდან“, – ამის შესახებ სომხეთის „ტუროპერატორების და ტურაგენტების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, კარინა დავოიანმა „რია ნოვოსტს“ განუცხადა. “ჩვენ გვაქვს პოტენციალი – შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები, ტუროპერატორების საკმარისი რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ  ხელსაყრელი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ სომხეთში ჩამოსვლის მსურველებს, გვაქვს საინტერესო ადგილები დასასვენებლად, ატრაქციონები. ასევე, სომხეთით დაინტერესებულნი არიან რუსები”, – განაცხადა დავოანმა. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი ...

Read More »

„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს. ამის შესახებ ნათქვამია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაში. “როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც. იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს შესთავაზებს ...

Read More »

„ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ“

„ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ“

ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომელიც დაინტერესდა, რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის შესახებ. „პრობლემების გადაწყვეტა გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე, მშვიდობიან ვითარებაზე საქართველოში, ...

Read More »