Home » 2019 » June » 22

Daily Archives: June 22, 2019

კახა კალაძე – აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა

კახა კალაძე - აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა

აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა, – აღნიშნული შინაარსის განცხადება თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გააკეთა. ვიდეო მიმართვაში, რომელიც კალაძემ გაავრცელა, მან მიმოიხილა ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. „ის, რაც ვნახეთ პარლამენტში, იყო ძალიან ცუდი სანახავი ყველასთვის. ჩვენი მხრიდან მაშინვე გაკეთდა რეაგირება, გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები. თქვენ იცით ასევე, რომ პარლამენტის ...

Read More »

რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, ქართველებმა ტურისტები დაკარგეთ, გილოცავთ – თინა კანდელაკი

რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, ქართველებმა ტურისტები დაკარგეთ, გილოცავთ - თინა კანდელაკი

ჟურნალისტი თინა კანდელაკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პუტინმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. „რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოს კი ბევრი. ქართველებმა ტურისტები დაკარგეთ, გილოცავთ,- ამბობს თინა კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა. იმავე განკარგულებაში საუბარია 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების აკრძალვაზეც. primetime.ge

Read More »

ბერა – ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას

ბერა - ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას

“ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას”, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის შვილი, მომრერალი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში წერს. “მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ...

Read More »

ბელარუსულმა კომპანიებმა რუს ტურისტებზე საქართველოს ტურების გაყიდვა დაიწყეს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ”

ბელარუსულმა კომპანიებმა რუს ტურისტებზე საქართველოს ტურების გაყიდვა დაიწყეს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ”

ბელარუსული ტურისტული კომპანიები რუს ტურისტებს სპეციალურ ტურისტურ პაკეტებს თავაზობენ. გუშინ და დღეს რამდენიმე ტურისტულმა ოპერატორმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური შეთავაზება გამოაცხადა საქართველოს მიმართულებაზე. ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას რომელიც მინსკშია განთავსებული, რუსი ტურისტებისთვის სლოგნად არჩეული აქვს – “რასაც თქვენი ხელისუფლება გიკრძალავთ, ჩვენ გთავაზობთ” რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. ინფორმაცია ...

Read More »

სასტუმრო ადმირალი ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

სასტუმრო ადმირალი ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეებს 20%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისათვის, სასტუმრო ადმირალი მზად არის 2019 წლის ზაფხულის სეზონზე ყველა ინდივიდუალურად მოგზაურ საქართველოს მოქალაქეს 20%-იანი ფასდაკლებით უმასპინძლოს. ამის შესახებ ისინი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ: “ძვირფასო მეგობრებო! გვინდა მოგმართოთ ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ტურისტული სფერო უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა ერთი ქვეყნის ბაზარზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ბიზნესში მთავარი არის ბაზრის დივერსიფიცირება. დროა გავიდეთ ახალ ბაზარზე ...

Read More »

პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება 20 ივნისს, პარლამენტთან გამართული აქციის დროს, აქციის მონაწილეების დაშავების ფაქტებზე, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის დადგენის მიზნით, პროკურატურიდან წერილობით უპასუხეს. „საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში

ვაჟა ბერიძე - რუსული სპეცსამსახურების წარმატებული სპეცოპერაცია თბილისში

“მიზანი მიღწეულია – დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯია” – ამ სათაურით ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მიზანი მიღწეულია – დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯია ბოლო დღეებში ფეისბუქზე არ ვაქტიურობ, ჩემი ფეისბუქ–მეგობრები მეხმიანებიან და მთხოვენ მიმდინარე მოვლენები შევაფასო. არ ვაქტიურობ, არა იმიტომ რომ თავპატიჟს ვიდებ, არამედ მიმაჩნია, რომ ამიერიდან ჩვენს აქტიურობას ნაკლები ფასი აქვს.ჩვენი საზოგადოების უგუნურმა ნაწილმა ...

Read More »

რამზან კადიროვი – ქალბატონი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ცდება

რამზან კადიროვი - ქალბატონი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ცდება

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს. „მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია. რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის მილიონი ქართველია. ჩვენ ხალხებს მეგობრობის და ერთიანობის საუკუნეობრივი კავშირი აქვთ“, – კადიროვის კომენტარს ტელეგრამში „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. კადიროვმა ივარაუდა, რომ ანტირუსი რადიკალების გამო ქართული პლაჟები, რესტორნები, კაფეები და სასტუმროები დაცარიელდება. კადიროვის აზრით, რუსებს და ქართველებს „ათასობით ...

Read More »

ანდრია გვიდიანი – გიორგი ვაშაძემ აბსოლუტურად ფარისევლური და თვალთმაქცური განცხადება გააკეთა

ანდრია გვიდიანი - გიორგი ვაშაძემ აბსოლუტურად ფარისევლური და თვალთმაქცური განცხადება გააკეთა

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის ახლახანს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. “ბანკები და ფინანსები” ანდრიდა გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ახლა შემხვდა გიორგი ვაშაძის აბსოლუტურად ფარისევლური და თვალთმაქცური განცხადება. – მომეცით საშუალება და რუსეთის სანქციებს ორ კვირაში მოვაგვარებო. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეს განცხადება გარდა ფარისევლურისა სასაცილოც არის. ცნობისთვის რომ იცოდეთ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2011 წელს ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ...

Read More »

მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის – მამუკა ხაზარაძე

მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის - მამუკა ხაზარაძე

“მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის”, –  ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. “მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ...

Read More »