Home » 2019 » June » 21

Daily Archives: June 21, 2019

ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა

ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსულ ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

Read More »

„ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები“

„ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები“

საქართველოს ყოფილი პემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ის პოსტს აქვეყნებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ...

Read More »

დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე – რუსი დეპუტატი

დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე - რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ დეგტიარევმა ხელისუფლება საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. „საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ, –  წერს დეპუტატი Telegram-არხზე. „დაე, დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე,“ – წერს დეგტიარევი. თბილისში 20 ივნისს საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ...

Read More »

დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას პასუხობს, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ ინტერესებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კერძოდ, მედვედევმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები არაპროფესიონალურია და საქართველოს პრეზიდენტი ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზურაბიშვილისგან ასეთი რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა. მისი თქმით, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის ...

Read More »

აქციის მონაწილეთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა

აქციის მონაწილეთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა. აქციის მონაწილეები მისი გამოსვლის პარალელურად აღნიშნავდნენ, რომ შეკრება არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მოხდა. აღნიშნული რეპლიკების მოსმენის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ იკითხა “რა უნდათ?”. გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლა, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მან გამოსვლის ადგილი დატოვა. http://video.ambebi.ge/files-6/2019/06-21/vashad.mp4

Read More »

„ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული – ასევე დავიბარებთ ნიკა მელიას და გიგი უგულავას“

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული - ასევე დავიბარებთ ნიკა მელიას და გიგი უგულავას

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვაზე ასევე იქნებიან დაბარებულები ნიკა მელია და გიგი უგულავა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე ...

Read More »

რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტურისტები ტოვებენ

რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტურისტები ტოვებენ

„სასტუმროებს, რომელიც რუსთაველზე მდებარეობს, ტურისტები ტოვებენ,“ — ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ განუცხადა. „საუბარია, მაგალითად, თბილისი მერიოტზე და სხვებზე. ვიცი, რომ რამდენიმე სტუმარი სასტუმროებს სხვა ადგილას ეძებდა. მე მაქვს რუსთაველზე სასტუმრო აპარტამენტები და ყველა ევროპელი სტუმარი წავიდა. არავინ არ დარჩენილა, რადგან მთელი ღამე გაზის სუნს სუნთქავდნენ. პირველ რიგში, ყველასთვის უმთავრესი უსაფრთხოებაა ხომ? ასეთი ინციდენტების შემდეგ ვერც ტურისტი და ...

Read More »

კრემლი საქართველოს აფრთხილებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან

კრემლი საქართველოს აფრთხილებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც რუსეთიდან რეგულარულად სტუმრობს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს. „რუსოფობიის გამოვლინება – ეს ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო – ეს ქვეყანაა, რომელსაც რუსეთიდან რეგულარულად სტუმრობს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი. ამიტომ, ამ მხრივ, ეს სერიოზული საკითხია.  არ შეიძლება ჩვენი უკიდურესი შეშფოთება არ ...

Read More »

„რუსულმა მხარემ თბილისის არეულობის გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს“

„რუსულმა მხარემ თბილისის არეულობის გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს“

„რუსულმა მხარემ თბილისის არეულობის გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს“ – ამის შესახებ რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომლის საქართველოში ჩამოსვლასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ხელისუფლების დესტაბილიზაციისაც არ ვაპირებთ, თუმცა რუსეთის მიმართ მტრული მოქმედებები უნდა გამოიძიონ“, – აცხადებს გავრილოვი. გავრილოვი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თბილისში არეულობაზე პასუხისმგებლებს ...

Read More »

„სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიციელები უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ თავს“

„სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიციელები უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ თავს“

პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ეს იყო რთული აქცია და რთული პროცესი. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ თავს. იქ, სადაც გადამეტების კონკრეტული ...

Read More »