Home » 2019 » June » 20

Daily Archives: June 20, 2019

„დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“

„დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“

„ჩემი შეფასებაა, რომ საქართველოს პარლამენტში ეს ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს ისეთივე ემოციური და მიუღებელია, როგორც თითოეული მოქალაქისთვის. „ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ...

Read More »

„არ აყვეთ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდეთ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები“

„არ აყვეთ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდეთ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები“

მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აჰყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სიტუაციამ ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა. „ამ წუთებში რაც პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის, მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს ...

Read More »

გიორგი გახარია – როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

გიორგი გახარია - როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადადგება და ვინ დარჩება. ის რაც ახლა ხდება ტრაგედიაა და დრევანდელი შემთხვევა როგორც არ უნდა დამთავრდეს, თავდასხმა პოლიციასა და პარლამენტზე შესაბამისად შეფასდება და ყველა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. შსს მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი სცენ პოლიციელებს.

Read More »

„რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ“

„რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ“

„როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. გახარიამ განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა რა აქვს, ვინ გადადგება და ვინ დარჩება, რაზეც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გადადგება თუ არა ის. აღნიშნულ კითხვაზე შს მინისტრმა უპასუხა, რომ უპრობლემოდ. „მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პატივი ვცეთ პოლიციელს, რომლისთვისაც ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც. მივცეთ ...

Read More »

სასმელი წყლის რა ტარიფს გადაიხდიან საოჯახო სასტუმროები 2020 წლიდან

სასმელი წყლის რა ტარიფს გადაიხდიან საოჯახო სასტუმროები 2020 წლიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა); აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ...

Read More »

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საოჯახო სასტუმროს მფლობელებს მრიცხველებს უფასოდ დაუმონტაჟებს. კომპანიის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო სანადირაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს გამიჯნოს საკუთარი და ტურისტის ხარჯი, მას შეუძლია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართოს და ცალკე მრიცხველის დაყენება მოითხოვოს. „სასმელი წყლის მომხმარებელს ექნება იმის უფლება, რომ ამ ორი მრიცხველის შესაბამისად, ერთის დახმარებით თავისი ხარჯი დაითვალოს, როგორც სამომხმარებლო ხარჯი, ...

Read More »

უფლება, რომელიც სესხის ამოღების პროცესში საფინანსო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ

უფლება, რომელიც სესხის ამოღების პროცესში საფინანსო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ

საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია აღნიშნული. სებ-ის ცნობით, კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა. დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები ...

Read More »

“სავალუტო ფონდი გვიდასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და უმკლავდება გარე შოკებს”

“სავალუტო ფონდი გვიდასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და უმკლავდება გარე შოკებს”

“ლარის კურსზე დავიწყებ საუბარს სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული მიმოხილვით, სადაც სსფ ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე. ...

Read More »

ლევან ვასაძე – ყველაფრისთვის მზად ვარ, ცოლ-შვილს დავემშვიდობე, რაც დასაწერი იყო, ანდერძის სახით, ყველაფერი დაწერილია

ლევან ვასაძე - ყველაფრისთვის მზად ვარ, ცოლ-შვილს დავემშვიდობე, რაც დასაწერი იყო, ანდერძის სახით, ყველაფერი დაწერილია

ლევან ვასაძე – ბიძინა ივანიშვილი პოლიციაში მიბარებს, რადგან უნდა, რომ პოლიტიკაში შემათრიოს მე ჩემი მოკრძალებული, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე ვმოქმედებ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა. ლევან ვასაძემ მხარდაჭერებს აქციაზე გამოსვლისკენ და წესრიგისკენ მოუწოდა. „რაც გრამი ტვინი მაქვს, ყველაფერს ვიყენებ, ვლოცულობ ეს დღეები. სრულიად დასერილი ვარ ამ ჭრილობებისგან, თავს არავის ვაცოდებ და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს მიღმა ვდგავარ. ამიტომ, თუ ...

Read More »

ლევან ვასაძე – ზაქარია ქუცნაშვილი სულ იდიოტი მეგონა, მაგრამ პროვოკატორი და მოღალატე ყოფილა

ლევან ვასაძე - ზაქარია ქუცნაშვილი სულ იდიოტი მეგონა, მაგრამ პროვოკატორი და მოღალატე ყოფილა

ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო. „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც მაგ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

Read More »