Home » 2019 » June » 16

Daily Archives: June 16, 2019

ჩიტის ბუდეების საფრთხე – გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ

ჩიტის ბუდეების საფრთხე - გაზგამანაწილებელი კომპანია გაფრთხილებთ

ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ – ეს არის იმ მასალის ნაწილი რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ. ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ...

Read More »

მოსახლეობა ვაკის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა ვაკის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია თბილისში – ადგილობრივი მოსახლეობა ვაკის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, რეკრეაციულ ზონას უკანონოდ შეუცვალეს სტატუსი და დასაშვები გახადეს იქ ახალი მშენებლობის დაწყება. მერიისგან ისინი გადაწყვეტილების შეცვლას და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. „ეს შექმნის პირველ რიგში პრობლემებს, მშენებლობის პერიოდში. ამ სკვერითსარგებლობა საზოგადოებისთვის გახდება აბსოლუტურად შეუძლებელი, ხოლო ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს სკვერი, ფაქტიურად ხდება იმათი კერძო ეზო,“ – ...

Read More »

„არ შეიძლება ამხელა პორტი 100% უსაფრთხოების მოტივით კეთდებოდეს, იქ ბიზნესკომპონენტიც უნდა არსებობდეს“

„არ შეიძლება ამხელა პორტი 100% უსაფრთხოების მოტივით კეთდებოდეს, იქ ბიზნესკომპონენტიც უნდა არსებობდეს“

მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი არ არის მთავარი, აუცილებელია, ანაკლიის პროექტს ბიზნესკომპონენტიც ჰქონდეს – სტრატეგიული პროექტის შესახებ მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ამჯერად ფინანსთა მინისტრი პასუხობს. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „ანაკლიის პროექტს აქვს მთავრობის სრული მხარდაჭერა. ერთადერთი, რაც დარჩა და ჩვენ თავს ვიკავებთ ეს არის ტვირთების დაზღვევა. ეს უსულოდ ბიზნესმოდელშიშესვლაა და მთელი რისკების მთავრობაზე გადმოტანაა,“-აცხადებს მაჭავარიანი. მისი თქმით, ფოთის პორტის მშენებლობაზე საუბარს ...

Read More »

2019 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაორმაგდა და 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2019 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაორმაგდა და 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, კაპიტალის გადინება 1,9-ჯერ გაიზარდა 35 მილიარდ 200 მილიონ დოლარს მიაღწია. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მოცულობა 18 მილიარდ 900 მილიონს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს. ცნობისთვის, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იანვარ-აპრილში რუსეთიდან გასული კაპიტალის მოცულობა 34 მილიარდ 700 მილიონი დოლარი იყო, შედეგად კი ირკვევა, რომ მაისში გადინებამ მხოლოდ ...

Read More »

სადაზღვევო კომპანიების მოგება I კვარტალში 8 მლნ ლარს აღემატება

სადაზღვევო კომპანიების მოგება I კვარტალში 8 მლნ ლარს აღემატება

 სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებამ 2019 წლის პირველ კვარტალში 8,3 მლნ ლარს მიაღწია, მაჩვენებელი წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. კომპანიებმა 180 მლნ ლარამდე სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 164,4 მლნ ლარი იყო. მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე იმედი L ლიდერობს, კომპანიამ 46 მლნ ლარის მიზიდვა შეძლო. კომპანიების აქტივები 766.33 მლნ ლარია, კაპიტალი 230.19 მლნ ლარი. 31 მარტის მონაცემებით, ბაზარზე ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება

მამუკა ბახტაძე - საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება

საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მისი მომავალი კრემლიდან არ განისაზღვრება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ჟურნალისტის მიერ გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. პრემიერის თქმით, რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ცდილობს თავისი პროპაგანდით შექმნას ერთგვარი განცდა, რომ სწორედ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო განცხადებებიც ამ მცდელობის ნაწილია. „კიდევ ერთხელ ...

Read More »

„ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება“

„ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება“

ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. მან ასევე ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გაცემულ ბრძანებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. “გაიცა მიწათსარგებლობის რაღაც ნებართვა, რომელიც საშუალებას იძლევა დაიწყოს შესწავლა მიწის, ნიადაგის, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გახდეს, ან არ ...

Read More »

დონალდ ტრამპი – მე თუ მეორე ვადით არ ამირჩევთ, ბაზარი ჩამოიშლება

დონალდ ტრამპი - მე თუ მეორე ვადით არ ამირჩევთ, ბაზარი ჩამოიშლება

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით არ აირჩევენ, შეერთებულ შტატების ბაზარს კრახი ელოდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „ტრამპის ეკონომიკა რეკორდებს ხსნის და გააჩნია განვითარების ვრცელი პერსპექტივები. თუმცა, თუკი ვინმე, ჩემს გარდა, 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს (მე ძალიან კარგად ვიცი კონკურენციის შესახებ), მოხდება ბაზრის ჩამოშლა, რომლის მსგავსი მანამდე არაფერი ...

Read More »