Home » 2019 » June » 14

Daily Archives: June 14, 2019

ლევან სილაგავა – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია

ლევან სილაგავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა. გადაცემაში ხორბლის სტრატეგიული მარაგების მნიშვნელობა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის მარაგების როლი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა. სილაგავა მიიჩნევს, რომ სასურსათო ...

Read More »

„ჰუალინგის“ ტერიტორიაზე უაქციზო ალკოჰოლსა და სიგარეტს აწარმოებდნენ

„ჰუალინგის“ ტერიტორიაზე უაქციზო ალკოჰოლსა და სიგარეტს აწარმოებდნენ

„ჰუალინგის“ ტერიტორიაზე უაქციზო ალკოჰოლსა და სიგარეტს აწარმოებდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, თბილისის ზღვის პლაზა (ჰუალინგის ტერიტორიაზე), შპს „HAWK Euro-Asia International (Group)“-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის ...

Read More »

ნაგვის მანქანა სამგზავრო ავტობუსად ტრანსფორმირდება

ნაგვის მანქანა სამგზავრო ავტობუსად ტრანსფორმირდება

შვედურმა კომპანია Scania-მ, რომელიც სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს აწარმოებს, ახალი მრავალფუნქციური ელექტრომობილის პრეზენტაცია გამართა. სამგზავრო ავტობუსი მარტივად შეიძლება გადაკეთდეს ნაგვის მანქანად. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტრანსპორტი მრავალფუნქციური იქნება. ის გამთენიისას ქალაქიდან ნაგავს გაიტანს, დღის განმავლობაში მგზავრებს გადაიყვანს, ღამით კი ამანათებს ჩამოარიგებს. კომპანიის სპეციალისტებმა სიახლე, ქალაქებში არსებული უმთავრესი პრობლემის – საცობებისა და ჰაერის დაბინძურების მოსაგვარებლად შეიმუშავეს. დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილი 242 კილომეტრს გაივლის ...

Read More »

ჩინეთში მეტრო წაგებაზე მუშაობს

ჩინეთში მეტრო წაგებაზე მუშაობს

ჩინეთში მეტროს სისტემის გაფართოებამ ახალ ზღვარს მიაღწია – 1969 წელს პეკინში პირველი მეტროს გახსნიდან დღემდე ქვეყანაში 4 ათას 600 კილომეტრი სიგრძის სისტემაა შექმნილი. ამის შესახებ 21st Century Business Herald-ი იუწყება. ჯამში,  ჩინეთის 33 მეტროს მქონე ქალაქიდან 13-ში მეტროს ხაზის სიგრძე 100 კმ-ზე მეტია. მიუხედავად ამისა, სისტემა მთლიანობაში წაგებაზე მუშაობს და მხოლოდ რამდენიმე ქალაქმა შეძლო ამის თავიდან არიდება. 28 ქალაქიდან მიღებული ...

Read More »

მშენებლობაზე დასაქმებულმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა

მშენებლობაზე დასაქმებულმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ათას 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით – 12 ათას 745 ადამიანით შემცირდა. კ კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 ათას 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – 63 ათას 837-ს; ხოლო ...

Read More »

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი დღეიდან ახალ თანამდებობაზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მისი საკურატორო სფერო ისევ ტურიზმი იქნება. სულხან ღლონტს უახლეს საათში წარუდგენენ სამინისტროს თანამშრომლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი პოზიციაა თავისუფალი. ეს პოზიცია მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის პროკურატურამ მოადგილე არჩილ ვანაძე და ...

Read More »

კანონის თანახმად, რა თანხა უნდა გადაგიხადოთ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის

კანონის თანახმად, რა თანხა უნდა გადაგიხადოთ დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის

საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობა საქართველოს შრომის კოდექსით რეგულირდება. კანონით არის გათვალისწინებული შემთხვევები, როდესაც დასაქმებული ვალდებულია ზეგანაკვეთური სამუშო შეასრულოს, თუმცა კანონში ასევე არის ნორმები, რომლებიც კრძალავს ზეგანაკვეთურად ადამიანის დასაქმებას. კანონით განსაზღვრულია, რა შემთხვევაში ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო და რა შემთხვევაში – არა. რა არის ზეგანაკვეთური მუშაობა? ზეგანაკავეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობაც სრულწლოვანი ადამიანის ...

Read More »

BTU-ში წიგნის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა

BTU-ში წიგნის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური საფუძვლები“ (Methodological and Conceptual Basis for Energy Development in Georgia) წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, სექტორში წამყვანი პროფესიონალები, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის, წყლის კომპანია GWP, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, მარეგულირებელი კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ენერგო ომბუდსმენი. წიგნის ავტორები არიან მაია მელიქიძე და დემურ ჩომახიძე. ...

Read More »

„ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში 1 მილიონიც ვერ აითვისა“

„ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში 1 მილიონიც ვერ აითვისა“

მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც პრაქტიკულად ქაღალდზე რჩება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა“, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წელს მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი ერთი მილიონი ლარიც ვერ აითვისა. „სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წლებში, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი, განვლილ 5-თვენახევარში პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ერთი ...

Read More »

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და VTB ბანკის წარმომადგენელმა შოთა მაჭავარიანმა მედიას ინფორმაცია მიაწოდეს საფესტივალო პროგრამისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ბანკსა და მერიას შორის ასევე გაფორმდა თანამშრომოლობის მემორანდუმი გაფორმდა. პირველი საფესტივალო ღონისძიება 16 ივნისს ჰუალინგის ...

Read More »