Home » 2019 » June » 13

Daily Archives: June 13, 2019

“ლიბერთი ბანკის” ბანკომატიდან “თიბისის” ბარათით თანხის გატანის შემთხვევაში საკომისიოს გადახდა მოგიწევთ

"ლიბერთი ბანკის" ბანკომატიდან "თიბისის" ბარათით თანხის გატანის შემთხვევაში საკომისიოს გადახდა მოგიწევთ

“ლიბერთი ბანკის” ბანკომატიდან “თიბისის” ბარათით თანხის გატანის შემთხვევაში, საკომისოს გადახდა მოგიწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი ბანკი” ავრცელებს. “თიბისი ბანკის” განცხადებას   უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ 2019 წლის 15 ივლისიდან “ლიბერთი ბანკის” ბანკომატებში TBC-ის ბარათებით თანხის განაღდების საკომისიო გახდება 0.7%, მინიმუმ 30 თეთრი. მომხმარებლების მეტი კომფორტისთვის TBC-ის ქსელში დაემატა 75 ბანკომატი. უცვლელი დარჩა თანხის განაღდების საკომისიო TBC-ის სხვა პარტნიორი ბანკების ბანკომატებში: “ვითიბი ...

Read More »

სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა ფრიალებდა

სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა ფრიალებდა

აჭარაში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე, საქართველოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად რუსული დროშა ფრიალებდა. ამის შესახებ ინფორმაცია tv25-მა გაავრცელა. ფაქტთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ განმარტებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც სააგნეტოსტან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, დროშა რუსი სტუმრების ვიზიტის გამო დაკიდეს. „იმ ქვეყნის დროშას ვფენთ რომელთა წარმომადგენლების დატვირთვაც სასტუმროში 45%-ზე მეტია.ეს ჯგუფი უკვე გავიდა და დროშაც ჩამოიხსნა. რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი არ ვიცი, თითქმის ყველა სასტუმროში იგივე პოლიტიკა აქვთ. ეს ...

Read More »

რა ღირს ერთი ფინჯანი ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

რა ღირს ერთი ფინჯანი ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

შვეიცარიულმა საბანკო ჯგუფმა UBS-მა გამოითვალა თუ რა ღირს ფინჯანი ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ირკვევა ყველაზე ძვირი 1 ფინჯანი ყავის ღირებულება დოჰაშია, ხოლო ყველაზე იაფი ლაგოსიში.   დოჰა 5.63 ევრო; კოპენჰაგენი 5.49 ევრო; დუბაი 5.02 ევრო; ციურიხი 4.38 ევრო; შანხაი 4.05 ევრო; პეკინი 3.89 ევრო; მოსკოვი 3.79 ევრო; ჟენევა 3.7 ევრო; სეული 3.66 ევრო; პარიზი 3.63 ევრო; ჯაკარტა 3.61 ევრო; თელ-ავივი 3.6 ევრო; ათენი 3.5 ევრო; მაიამი 3.46 ევრო; ლუქსემბურგი 3.44 ევრო; ოსლო ...

Read More »

გიგა ბათიაშვილი – დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობა საუკეთესო საქმეა

გიგა ბათიაშვილი - დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობა საუკეთესო საქმეა

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პოზიტიურად აფასებს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის სასიკეთო იქნება. „რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ყველანაირად მხარს ვუჭერ ამ პროექტს. ეს ორანჟერეა ისევ ქალაქს გამოადგება და ვფიქრობ, ავტორები საუკეთესო საქმეს აკეთებენ“, – აღნიშნავს არქიტექტორი. აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე „კია მოტორსის“ ავტოსალონი, რომელიც, დანიშნულებიდან გამომდინარე, გარემოს ...

Read More »

კახა კალაძე – ნულამდე უნდა დავიყვანოთ მშენებლობებზე უბედური შემთხვევები

კახა კალაძე - ნულამდე უნდა დავიყვანოთ მშენებლობებზე უბედური შემთხვევები

ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ნულამდე დავიყვანოთ მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ რეგულაციების შემდეგ, რაც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღეს და გაამკაცრეს, სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რისი მიღწევაც უნდათ. „მარტო ჯარიმა არ არის გამოსავალი, ...

Read More »

საქართველოში არსებული რომელი კურორტი რა დაავადებას კურნავს

საქართველოში არსებული რომელი კურორტი რა დაავადებას კურნავს

საქართველოში უამრავი კურორტია რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. წაღვერი სიმაღლე:1020-1050 მეტრი ზღვის დონიდან წაღვერი არის კლიმატურ-ბანეოლოგიური კურორტი რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით, აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა-ტენიანმა ჰაერმა განაპირობა რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ. წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროკოლეცისტიტი, და საშარდე გზების დაავადებები. ბაკურიანი სიმაღლე:1750-1950 მეტრი ზღვის დონიდან ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან. „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს, ამასთან, მისი 100%-იანი წილი ...

Read More »

რატომ არღვევს „მაგთი“ მომხმარებლის უფლებებს?

რატომ არღვევს „მაგთი“ მომხმარებლის უფლებებს?

“მაგთიფიქსის“ მომსახურებაზე ლიცენზიის შეწყვეტის საკითხის ირგვლივ ვითარების შესწავლისა და შესაბამისი ზომების გატარებისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მიმართვა შევიდა. მიმართვის ავტორია მომხმარებელთა ინტერესების საზოოგადოებრივი დამცველი კომუნიკაციების საკითხებში გვანცა ჩხეიძე. როგორც უკვე ცნობილია, 17 ივნისს სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანია „მაგთიკომს“ ერთ-ერთ პროდუქტზე, კერძოდ „მაგთი ფიქსის“ სერვისზე ლიცენზია შეუწყდება. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია დაახლოებით 111 430 აბონენტს, მათ შორის საზღვრისპირა სოფლების მოსახლლეობას, აღნიშნული სერვისით ...

Read More »

საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“ 2019 წლის ზაფხულის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება

საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“ 2019 წლის ზაფხულის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება

საერთაშორისო ტუროპერატორი  „პეგას ტურისტიკი“ – Pegas Touristik 2019 წლის ზაფხულის სეზონს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. კომპანია 16 ივნისიდან ქართველ დამსვენებელს თბილისიდან თურქეთის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალი კლასის კურორტების –  ანტალიის, ბოდრუმის, კუშადასისა და მარმარისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს სთავაზობს. 2019 წლის ზაფხულის სეზონს, „პეგას ტურისტიკი“ ქართველ დამსვენებელს სთავაზობს All  Inclusive  მომსახურებას თურქეთის სხვადასხვა საზღვაო კურორტზე. პირველი მიმართულება, რომელზეც კომპანია მუშაობს თურქეთი ანტალიაა. ...

Read More »