Home » 2019 » June » 10 (page 3)

Daily Archives: June 10, 2019

რატი აბულაძე – ანალიტიკოსების შეფასებებს ნუ აღიქვავთ „ოპოზიციურ“ კონტექსტში

რატი აბულაძე - ანალიტიკოსების შეფასებებს ნუ აღიქვავთ „ოპოზიციურ“ კონტექსტში

ქართულ პოლიტიკაში „ოპოზიციურ“ კონტექსტში აღიქვავენ ანალიტიკოსების აკადემიურ შეფასებებს. სამწუხაროდ, ცალკეულ პოლიტიკურ პირთა განცხადებებში იკვეთება ოპონენტებისა და ანალიტიკოსების, როგორც ობსტრუქციონისტებად აღქმა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანალიტიკოსის შეფასებები (მაგალითად, ეკონომიკური ანალიზი) ყალიბდება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციიდან გამომდინარე. ანალიზის საფუძველს წარმოადგენს დინამიკა და არსებული შედეგები, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევის მონაცემები. ანალიზი არგუმენტირებულია თეორიული დებულებებითა და პრაქტიკული გარემოებებით. არსებითია აღინიშნოს აკადემიური შემფასებლების სახელმწიფოებრივი როლი (ანალიტიკოსის, ...

Read More »

31 უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო

31 უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა ...

Read More »

ჩეხეთის საგარეო უწყება – არ ვაღიარებთ არც სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს

ჩეხეთის საგარეო უწყება - არ ვაღიარებთ არც სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს

ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების გამო, არ აღიარებს არც 9 ივნისის სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და არც აფხაზეთში 25 აგვისტოსთვის დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ჩეხეთის საგარეო უწყება გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ...

Read More »