Home » 2019 » June » 10

Daily Archives: June 10, 2019

ლევან სურგულაძე – საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა დაახლოებით 240 მილიონ ლარს შეადგენს

ლევან სურგულაძე - საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა დაახლოებით 240 მილიონ ლარს შეადგენს

„დღევანდელი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის შემდეგ, საპენსიო სისტემაში დაახლოებით 805 ათასი ადამიანი გაწევრიანდა. ამ დროისთვის, საპენსიო შენატანებში მობილიზებული თანხა დაახლოებით 240 მილიონი ლარია“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა. მისი თქმით, სისტემიდან გასულთა რაოდენობა სქემის მონაწილეთა დაახლოებით 10 პროცენტია, თუმცა სქემის დატოვების ინტენსივობამ იკლო. „საჯარო სექტორებიდან გასვლის ინტენსივობა შემცირდა და პრაქტიკულად, ნულზე დავიდა. გასულები უფრო კერძო სექტორიდან არიან, მაგრამ სისტემიდან გასვლის ...

Read More »

„ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება, ეს არ იქნება სამართლიანი“

„ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება, ეს არ იქნება სამართლიანი“

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ცალსახად უარის თქმა არ შეიძლება, ვთვლი, რომ ეს არ იქნება სამართლიანი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განუცხადა. კითხვაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა გაიცეს თუ არა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის შენებლობის ნებართვა, ექს მინისტრი აცხადებს, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ცალსახა უარი ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – „გლობალ ფაინენსის“ შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო

ირაკლი კოვზანაძე - „გლობალ ფაინენსის“ შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო

„გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტთან ერთად განხორციელებული რეფორმები სწორია. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება, რომელსაც „გლობალ ფაინენსი“ აქვეყნებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მთავარია, დასტურდება, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ცენტრალური ...

Read More »

ვინ არის დავით არახამია, რომელიც ზელენსკიმ სიის მეოთხე ნომრად წარადგინა

ვინ არის დავით არახამია, რომელიც ზელენსკიმ სიის მეოთხე ნომრად წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარტიის „ხალხის მსახურის“ სიის მეოთხე ნომრად, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია წარადგინა, იგივე დავიდ ბრაუნი. დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს კი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად. დავით არახამია იყო IT კომპანია “თრანის მონსტრის” (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი. 2014 წლის აგვისტოში რეგიონალური ...

Read More »

კობა გვენეტაძე – საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს

კობა გვენეტაძე - საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს

„საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ამიტომ კურსთან დაკავშირებით რამე ნიშნული არ გვაქვს, რაც შეეხება საერთაშორისო რეზერვებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეზერვების მოცულობა არაადეკვატური ჰქონდა“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის პასუხად. კობა გვენეტაძის განცხადებით, რეზერვები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური იყო

ირაკლი კოვზანაძე - 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური იყო

„ეროვნული ბანკის კომპეტენცია, ძირითადად, ორი მიმართულებით,  განისაზღვრება – ფასების სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა, ორივე მიმართულებით გასული 2018 წელი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, გასულ წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო, საფინანსო ბაზარი კი,  ინარჩუნებდა ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის მაღალ დონეს, რაც, პირველ რიგში, ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, გათეთრდა თუ არა ფული

კობა გვენეტაძე - ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, გათეთრდა თუ არა ფული

ეროვნული ბანკის ფუნქცია შემოიფარგლება იმით, შეამოწმოს რამდენად ხდება მისი ზედამხედველობის სუბიექტების მიერ ფულის გათეთრების აღკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვა, ეროვნული ბანკს არ აქვს მანდატი, გადაწყვიტოს, გათეთრდა თუ არა ფული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კობა გვენეტაძემ სხდომაზე დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც „თიბისი ბანკის“ ტრანზაქციასთან და ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა. კობა გვენეტაძის ...

Read More »

2019 წლის 3 თვის მონაცემებით, მთავრობამ პრემიებზე დანახარჯი 47%-ით გაზარდა

2019 წლის 3 თვის მონაცემებით, მთავრობამ პრემიებზე დანახარჯი 47%-ით გაზარდა

საქართველოში ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება. სახელმწიფოაუდიტის სამსახურის “ბიუჯეტის 2019 წლის 3 თვის მონიტორის” მონაცემების მიხედვით, პრემიებზე 1.2 მლნ ლარია დახარჯული, რაც 47%-ით მეტია, 2018 წლის 3 თვესთან შედარებით. გაზრდილია ჯამური შრომის ანაზღაურება 335,2 მლნ ლარიდან 365,8 მლნ ლარამდე. მოინიტორინგის თანახმად, თანამდებობრივი სარგოს ხარჯი – 256.6 მილიონი ლარია, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 228,8 მლნ ლარი. ამავდროულად 44,4 მლნ ლარიდან 49,3 მლნ ლარამდეა ...

Read More »

საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს 197.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს 197.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკი 2018 წელს  საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას განაგრძობდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგენს. ანგარიშში მითითებულია, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე ასევე წარმოადგენს საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. დოკუმენტის თანახმად, ...

Read More »