Home » 2019 » June » 07

Daily Archives: June 7, 2019

ნათია თურნავა – საპარტნიორო ფონდის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა

ნათია თურნავა - საპარტნიორო ფონდის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მოსაზრებით, საპარტნიორო ფონდის არსებულმა მოდელმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები არსებობს. ნათია თურნავამ საპარტნიორო ფონზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კითხვით მიმართა – პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდში სტუმრობის მიზეზი და შედეგი რა იყო. გოგიჩაიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე, გრძნობს თუ არა ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი – არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს

კახა ოქრიაშვილი - არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს

ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კომიტეტის სხდომა წარიმართა ისე, თითქოს საგამოძიებო ორგანოში ვითარდება მოვლენები. „თუ საჭიროა, შევქმნათ კომისიები და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში, რადგან ეს არის ფსიქოლოგიური ...

Read More »

ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

2019 წლის 7 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384  შეადგინა.

Read More »

სს „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ...

Read More »

იაპონიის მთავრობა ანაკლიის პორტით დაინტერესდა და გრანტი გამოყო

იაპონიის მთავრობა ანაკლიის პორტით დაინტერესდა და გრანტი გამოყო

31 მაისს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრომ (METI) ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გრანტი გამოყო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური კომპანიების (საწარმოო და ლოგისტიკური სექტორი) მოზიდვა და პროექტში ჩართვა, როგორც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ნაწილი. კვლევაში ჩამოყალიბებული იქნება SEZ-ის განვითარების გეგმა და მასტერპლანი. გრანტის ფარგლებში, ...

Read More »

ეკა ბერიძე – მერწმუნეთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც წყლის შეწყვეტა იშვიათი მოვლენა გახდება ჩვენს ქალაქში

ეკა ბერიძე - მერწმუნეთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც წყლის შეწყვეტა იშვიათი მოვლენა გახდება ჩვენს ქალაქში

მერწმუნეთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც წყლის შეწყვეტა იშვიათი მოვლენა გახდება ჩვენს ქალაქში, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძემ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეზღუდვების თაობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები წელს ძირითადად სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. „წყლის ხშირი წყვეტა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. წელს უფრო მეტად ეს რეაბილიტაციებთან არის დაკავშირებული. სწორედ ისეთ ქუჩებზე, სადაც ხშირ ...

Read More »

ნათია თურნავა – ანაკლიის პროექტს ვერავინ დააზიანებს, რადგან მას გვერდით სახელმწიფო უდგას

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი არის პრიორიტეტი და არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რაც ანაკლიის პროექტს დააზარალებს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ოპოზიციონერი დეპუტეტის სალომე სამადაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა. თავის მხრივ სამადაშვილი დაინტერესდა, დააფრთხო თუ არა ინვესტორები და დააზარალა თუ არა ანაკლიის პორტი იმ ინფორმაციის გაჟონვამ, რომ არსებობს კონკურენტი პროექტი ფოთის პორტის სახით. ...

Read More »

„საქართველოში მოხმარებული გაზის 95% აზერბაიჯანულია, „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არ იქნება“

„საქართველოში მოხმარებული გაზის 95% აზერბაიჯანულია, „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არ იქნება“

მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებდა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისას, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი იყო, რაც ზედმიწევნით შესრულდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გაზის მთლიანი მოხმარების 95 პროცენტი აზერბაიჯანული გაზია. „მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარეთ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში, პირველ რიგში, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი იყო, რაც ზედმიწევნით ...

Read More »

„ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულშია

„ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულშია

„Marriott International“-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართება. „Marriott International“-ი საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს. „მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ...

Read More »

პაატა ბაირახტარი – შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეროვნული ბანკი პროცესებს სრულად არის მოწყვეტილი

პაატა ბაირახტარი - შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეროვნული ბანკი პროცესებს სრულად არის მოწყვეტილი

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს გასულ კვირაში მიაღწია. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური გაუფასურების შემდეგ, მაისის ბოლოს 1 დოლარის ღირებულება 2.80 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ საღამოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად კი, აშშ დოლარის ღირებულებამ  2.7411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7500 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0089 შეადგინა. რას უკავშირებენ ეკონომისტები ლარის კურსის მუდმივ ცვლილებას? ...

Read More »