Home » 2019 » June » 06 (page 2)

Daily Archives: June 6, 2019

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა. ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, „თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 კონტეინერი განათავსა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა და მთაწმინდის გამგებელი ესწრებოდნენ. ნარჩენების სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. სეპარაციის სისტემის ...

Read More »

ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა

ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანების №162 თანახმად, კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების ...

Read More »

გიორგი ხანიშვილი – მოსახლეობას უკვე ის აწუხებს, თუ რატომ არ ჩანს ფაროსანა

გიორგი ხანიშვილი - მოსახლეობას უკვე ის აწუხებს, თუ რატომ არ ჩანს ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით პრაქტიკულად, მსოფლიოში საუკეთესო შედეგებს მივაღწიეთ და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. „ჩვენთან რა სიტუაციაა, ამის შესახებ შემიძლია კითხვა წაგიკითხოთ, რომელიც მოქალაქემ ცხელ ხაზზე დასვა. ის სამეგრელოდან, სენაკიდანაა. დაინტერესებული პირის განმარტებით, ფაროსანა არ ჩანს და აინტერესებს, სიცხეა და გარეთ იმალება ფაროსანა თუ წამლობამ უშველა?“ ...

Read More »

დღეს, ლონდონში თიბისი ჯგუფი ინვესტორებს უმასპინძლებს

დღეს, ლონდონში თიბისი ჯგუფი ინვესტორებს უმასპინძლებს

6 ივნისს, თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე თიბისი ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც  განვითარება და  ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია. ...

Read More »

აკაკი ცომაია – ე.წ. ოქროს სიის გაუქმება ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის

აკაკი ცომაია - ე.წ. ოქროს სიის გაუქმება ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის

გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში მოუწევს, ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნესისთვის ფულის მოძრაობა უფრო ძნელად ხელმისაწვდომი იქნება. ექსპერტის შეფასებით, მსგავს ღონისძიებებს მთავრობამ იმიტომ მიმართა, რომ „როგორც ჩანს, ბიუჯეტს გაუჭირდა“. „ამ გადაწყვეტილებას დადებითად ნამდვილად ...

Read More »

ბაზისბანკის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მხარდაჭერით „გალერია თბილისში“ ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

ბაზისბანკის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მხარდაჭერით „გალერია თბილისში“ ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და კომერციული ბანკების თანადაფინანსებით  თბილისის ცენტრში,  თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა. ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში ...

Read More »

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ გარემოსდაცვით კვლევებზე 10 მილიონამდე ლარი დახარჯა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ გარემოსდაცვით კვლევებზე 10 მილიონამდე ლარი დახარჯა

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ – სს „ნენსკრა ჰიდრომ“ გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებულ კვლევებსა და მონიტორინგზე, დღეის მდგომარეობით, 10 მილიონამდე ლარი დახარჯა. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (გზშ) მუშაობა 2011-2017 წლებში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სპეციალისტებმა იმუშავეს. ზემოქმედების შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს იმ შემარბილებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა შესრულების ვალდებულება საპროექტო კომპანიას ...

Read More »

ბილაინის ახალ ოფისში კორპორაციული აბონენტები სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

ბილაინის ახალ ოფისში კორპორაციული აბონენტები სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორაციული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია: მიიღოს ინფორმაცია ბილაინის კორპორაციული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა. ბილაინის კორპორაციული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს; ინდივიდუალურ მიდგომას; კორპორაციული აბონენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; სატელეფონო ნომრის დაყენების ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – „ოქროს სია“ აქამდეც უნდა გაუქმებულიყო

გიორგი ცუცქირიძე - „ოქროს სია“ აქამდეც უნდა გაუქმებულიყო

მიმაჩნია, რომ ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი, მათ შორის სოციალურ ქსელებში, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს. „მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა მცირდება 30-დღის ნაცვლად 5 დღემდე, არა მგონია კომპანიები Cash Flow-ში „გაიჭედონ“ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნეს ოპერაციებზე, რაზეც კეთდება აქცენტები ბიზნესმენების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან; გასაგებია, რომ ბიზნესს სჭირდება ...

Read More »