Home » 2019 » June » 04 (page 2)

Daily Archives: June 4, 2019

აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.540 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.514 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

მაიკ პომპეო – ევროპის ენერგოპოლიტიკა რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

მაიკ პომპეო - ევროპის ენერგოპოლიტიკა რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ ევროპული ქვეყნების ენერგეტიკა რუსეთზე დამოკიდებული არ გახდება. ეს განცხადება ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია „არ-თი-ელ“ (RTL)-თან ინტერვიუს დროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. „აშშ-ს იმედი აქვს, რომ ევროპა სერიოზულად მიუდგება დივერსიფიკაციის საკითხს, ასევე ენერგოუსაფრთხოების თემას, რაც არ უნდა იყოს მიბმული რუსეთთან“, – განაცხადა პომპეომ. მისივე თქმით, კონფლიქტის ...

Read More »

პაატა ბაირახატარი – ისტორიაში პირველად ლიტრი რეგულარი საწვავის ფასი 2.49-ს გადაცდა

პაატა ბაირახატარი - ისტორიაში პირველად ლიტრი რეგულარი საწვავის ფასი 2.49-ს გადაცდა

საწვავის გაძვირებაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს. ბაირახტარი აღნიშნავს, რომ საწვავი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა. “ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს. „გილოცავთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა. პ.ს. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას”, – ...

Read More »

Jay-Z მსოფლიოში პირველი მილიარდერი რეპერი გახდა

Jay-Z მსოფლიოში პირველი მილიარდერი რეპერი გახდა

ჯეი-ზი (Jay-Z) მსოფლიოში პირველი მილიარდერი რეპერი გახდა. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჯე-ზი იგივე შონ კარტერი შამპანურის მწარმოებელი ცნობილი ბრენდის აქციებს ფლობს, რომელთა ღირებულება 310 მილიონი დოლარია. 220 მილიონი დოლარი მომღერალმა კომპანია „იუბერში“ ინვესტიციით მიიღო. კიდევ 100 მილიონის ოდენობით შემოსავალი რეპერმა საკუთარი კონიაკის ბრენდიდან მიიღო, რომელსაც ის კომპანია „ბაკარდისთან“ ერთად ასხამს. გარდა ამისა, ჯეი-ზის აქვს საკუთარი მუსიკალური სტრიმინგსერვისი „ტიდალი“, ...

Read More »

ზაზა სარალიძე – ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია

ზაზა სარალიძე - ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია

ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ განაცხადა. ზაზა სარალიძის განცხადებით, მოლოდინი ყოველთვის ჰქონდა, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ. „პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად ...

Read More »

დაგვიანებული რეაგირება, არაეფექტური ბრძოლის მექანიზმები და წყალში გადაყრილი თანხა ფაროსანას წინააღმდეგ

დაგვიანებული რეაგირება, არაეფექტური ბრძოლის მექანიზმები და წყალში გადაყრილი თანხა ფაროსანას წინააღმდეგ

აუდიტის სამსახური – სააგენტომ 900,000 ლარი დახარჯა, თუმცა საზოგადოებაში ცნობიერების დონე კვლავ დაბალია სახელმწიფო აუდიტის ეროვნულმა სამსახურმა შეისწავლა ქვეყნის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას შემოჭრისა და მასობ­რივი გავრცელების პრევენციული და შემდგომი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობა, რის შედეგადაც გამოავლინა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები. როგორც ცნობილია, მავნებლების მიერ სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზიანი გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალუ­რია აზიური ფაროსანას ...

Read More »

შემოაქვს თუ არა კომპანია გალფს უხარისხო საწვავი საქართველოში

შემოაქვს თუ არა კომპანია გალფს უხარისხო საწვავი საქართველოში

შემდეგი წლიდან საქართველოში ოფიციალურად აიკრძალება “ევრო5-ზე” დაბალი ხარისხის საწვავის იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნული საკითხი გასულ თვეს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წამოაყენა. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საწვავის ხარისხი “ევრო 5”-მდე უნდა გაიზარდოს და სხვა, დაბალი ხარისხის საწვავს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს. როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დაიწყებს. თუმცა, ხსენებულ ინიციატივას უფრო ფორმალური ხასიათი ...

Read More »

ბილაინი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტით მომსახურებას კიდევ უფრო ამარტივებს

ბილაინი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტით მომსახურებას კიდევ უფრო ამარტივებს

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი  სუპერ • ბი დანერგა. ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი-ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Facebook-ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ  Pulsar AI. საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი  პირველი ...

Read More »

„ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ – ფოტოებზე ასახული პაციენტების შეგრძნებები

„ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ - ფოტოებზე ასახული პაციენტების შეგრძნებები

კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ფოტოპროექტის პრეზენტაცია გაიმართება 5 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღესთან  დაკავშირებით,  ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართება. ფოტოპროექტი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობას.  ფოტოპროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც  პაციენტების შეგრძნებები ფოტოებზე გადმოსცა. პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვით ...

Read More »

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება, საზოგადოებას არსებული გეგმების შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში მიეწოდება“

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება, საზოგადოებას არსებული გეგმების შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში მიეწოდება“

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ქუთაისში დაპირებულ და გაჭიანურებულ პროექტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც თეიმურაზ მურღულია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც უკავშირდება. ინფორმაციაში მოყვანილ გარემოებებს კი შესაბამისი ფაქტობრივი ღირებულება არ აქვთ. „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის I ფაზის დასრულების მოახლოება რომ ...

Read More »