Home » 2019 » June » 04

Daily Archives: June 4, 2019

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „სკაი აფ ეარლაინსმა“ (SKY UP AIRLINES) დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, „ბოინგ 737-800“-ით შესრულდება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.

Read More »

დავით საგანელიძე – კვირიკაშვილის მთავრობამ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას მხარი არ დაუჭირა

დავით საგანელიძე - კვირიკაშვილის მთავრობამ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას მხარი არ დაუჭირა

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას, რომელიც 2016 წელს დაიგეგმა, იმ დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა. გადაცემაში „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საკითხი განიხილეს, რომელიც გასულ კვირაში საგანელიძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. დეპუტატების დიდმა ნაწილმა ფონდის ეფექტიანობის საკითხი კითხვის ...

Read More »

„ჩვენ ვცდილობთ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ“

„ჩვენ ვცდილობთ მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების რეალური სურათი ავსახოთ“

„აფბა“ მედიკამენტების ბაზრის კვლევას განაგრძობს – რას გულისხმობს „ფანასკერტელის ინდექსი“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ პროექტ „ფანასკერტელის ინდექსის“ ფარგლებში მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს აგრძელებს, რასთან დაკავშირებითაც „აფბას“ პრეზიდენტს შოთა გულბანს ვესაუბრეთ. – რას გულისხმობს პროექტი „ფანასკერტელის ინდექსი“ და რატომ შეიძლება იყოს ინდექსზე დაკვირვება საინტერესო, რას გვიჩვენებს ის? – პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტს ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე ...

Read More »

პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტში, გუდამაყარში, ფშავსა და უკანა ფშავში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება

პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტში, გუდამაყარში, ფშავსა და უკანა ფშავში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება

ფშავში, უკანა ფშავში, პირაქეთა ხევსურეთში, არხოტში, არდოტსა და გუდამაყრის ხეობებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის ნაწილი  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ...

Read More »

თბილისში ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

თბილისში ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“ ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ ამოქმედდა. სასტუმრო თანაინვესტირების ფონდის მხარდამჭერით გაიხსნა. ქალაქის ცენტრში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78-ნომრიანი სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე, ვისაც სურთ, ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში. „ჩვენი მიზანია, ქალაქის ...

Read More »

მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა

მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა

მიმდინარე წლის აპრილის მსგავსად, მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. მაისში რუსეთიდან 113 138 ვიზიტი შედგა, რაც 2018 წლის მაისთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია. რუსეთი ლიდერობს მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკაშიც. ხუთ თვეში 539 432 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.4 პროცენტით მეტია. ვიზიტების რაოდენობით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია ...

Read More »

I კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 27,5%-ით გაიზარდა

I კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 27,5%-ით გაიზარდა

2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 27.5 პროცენტით 22.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ 9.5 მილიარდი ლარს მიაღწია, რაც 9 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. ბიზნესსექტორში ყველაზე დიდი წილი – 39.8 პროცენტი ვაჭრობაზე მოდის (ავტომობილების და მოტოციკლების ...

Read More »

“დირსიში” საერთაშორისო (FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

"დირსიში" საერთაშორისო (FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

დღეს, “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში რეგიონში პირველი საერთაშორისო (International Basketball Federation- FIBA) სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი გაიხსნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საზეიმო გახსნა ევროკავშირის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროგრამა #დაიბრუნეშენიქუჩების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. “დირსის” არჩევანია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პრიორიტეტული მიმართულებაა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობების წახალისება და ხელშეწყობა, რასაც სრულად ...

Read More »

ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს?

ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს?

ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს? 2019 წლის აპრილში საქართველოში 647 770 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 348 519 შეადგინა, რაც 14 018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ...

Read More »

„თუ გვსურს, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-ზე დაბალი უნდა იყოს“

„თუ გვსურს, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-ზე დაბალი უნდა იყოს“

საქართველოს ეკონომიკას ერთი უდიდესი პრობლემა აქვს, ეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც ლარის კურსის არასტაბილურობის მიზეზებზე ჰკითხეს. მისი განმარტებით, საქართველოდან გასავალი უფრო დიდია, ვიდრე შემოსავალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველო გარკვეულწილად სხვა ქვეყნების ეკონომიკას ასუბსიდირებს. „გასულ წელს 7,7 პროცენტის ფარგლებში იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუ ჩვენ გვინდა, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ...

Read More »