Home » 2019 » June » 01

Daily Archives: June 1, 2019

„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო

„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო

1 ივნისს მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy day დაიწყო.  აქციის ფარგლებში,  „მაკდონალდსი“ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”-ს ზუგდიდის ფილიალს დაეხმარება. McHAppy Day-ის ტრადიციული მიზანია,  იმ პატარების ხელშეწყობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებაში სწორ ინტეგრაციასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. SOS Children’s Villages Inetrnational 1989 წლიდან ემსახურება მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკქვეშ მყოფ ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვას; ...

Read More »

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმებიდან ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტი შევიდა

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმებიდან ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტი შევიდა

მძღოლის, ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 102 968 პირი დააჯარიმა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მძღოლის, ან მის გვერდით მჯდომი ადამიანის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას იწვევს. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ იმ 102 968 ადამიანის რიცხვში შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი დაეკისრათ. მხოლოდ პირველადი ჯარიმის ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – ფინალში „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ ვიხრები

მამუკა ბახტაძე - ფინალში „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ ვიხრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ამსტერდამის „აიაქსი“ მოეწონა, დღეს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „ლივერპულის“ გამარჯვებას ვარაუდობს. ეს ბახტაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. „სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, ჩემპიონთა ლიგისთვის თვალი მედევნებინა. თუმცა, ამსტერდამის „აიაქსს“ ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა და მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ვნახოთ, კარგი თამაში უნდა იყოს. ჩემი პროგნოზი უფრო „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ იხრება“, – ამბობს მამუკა ...

Read More »

“მომავალ მოსამართლეთა სია მიუთითებს სამთავრობო ცვლილებების ნიშანზე და კანდიდატების მხარდამჭერთა ფარგლებზე”

"მომავალ მოსამართლეთა სია მიუთითებს სამთავრობო ცვლილებების ნიშანზე და კანდიდატების მხარდამჭერთა ფარგლებზე"

“მომავალ მოსამართლეთა სია მიუთითებს სამთავრობო ცვლილებების ნიშანზე და კანდიდატების მხარდამჭერთა ფარგლებზე”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი სოციალურ ქსელში წერს. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია არაერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიუთითებს და პროცესი ჩაივლის რეალური კონკურენციის, საჭირო დებატებისა და გარკვეული ინტერესების ლუსტრაციის ფონზე. წარმოდგენილი სია სასამართლო სისტემასთან, ...

Read More »

დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა (ფოტო)

დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა (+ფოტო)

ნაძალადევის რაიონში, ც. დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა. მოედნის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 15 000 ლარია. „უნდა მოეწყოს ერთიანი რკინა/ბეტონის ფილისგან მოედანი. დაპროექტებული მოედანი უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო სკეიტბორდის სპორტსმენებისთვის. ამ მოედანზე განთავსებული უნდა იყოს სკეიტ-ბორდისთვის განკუთვნილი ფიგურები, ...

Read More »

მოპედებისა და კვადროციკლების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

მოპედებისა და კვადროციკლების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის,  მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გახდება საჭირო. „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელი არის, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს შემოსავლის ...

Read More »

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა დღეს გაასაჯაროვა 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ...

Read More »

მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასური საგრძნობლად იზრდება

მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასური საგრძნობლად იზრდება

მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ორე­ტა­პი­ა­ნად გარ­დაქ­მნა, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდას იწ­ვევს. ასე­ვე, იც­ვლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თე­ბი. შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბა ხდე­ბა 20 ლარი, ნაც­ვლად 40 ლა­რი­სა. ამას­თან, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის სა­ფა­სუ­რი დგინ­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად. „B“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო ...

Read More »

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება

მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება. ამას შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის. როგორც უწყება განმარტავს, ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში კი, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ...

Read More »