Home » 2019 » May (page 30)

Monthly Archives: May 2019

ნათია თურნავა განმარტავს, როგორ აპირებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

ნათია თურნავა განმარტავს, როგორ აპირებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ჩვენ პირველ რიგში ვუპასუხებთ სწრაფი, დაჩქარებული, ეფექტური გადაწყვეტილებებით და ჩვენი სამინისტრო ამ თვალსაზრისით გახდება სანიმუშო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. კითხვაზე, როგორ აპირებს ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, თურნავა განმარტავს, რომ დაჩქარებული და ეფექტური გადაწყვეტილებები და სამინისტროს სერვისების გაციფრულება ის რეზერვია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის გამოიყენებს. „სწრაფი ეფექტური გადაწყვეტილებები, დაჩქარებული ...

Read More »

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველია. შაბათ-კვირის გარდა, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 15 უქმე დღე არსებობს. 15 უქმი დღიდან 8 რელიგიური დღესასწაული, ხოლო 7 საერო. რელიგიური დღესასწაულების რაოდენობით საქართველო ევროპაში ავსტრიას, ანდორასა და მონაკოს ჩამორჩება. ავსტრიაში 13 უქმე დღიდან 10 რელიგიური დღესასწაული, მონაკოსა და ანდროაში კი 9. ყველაზე ნაკლები უქმე დღეების რაოდენობა ევროპაში ნიდერლანდებში ფიქსირდება. რუსეთს უქმე დღეების კუთხით მხოლოდ 1 ...

Read More »

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი: ევროპა იხსნის საქართველოს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი: ევროპა იხსნის საქართველოს

„რასაკვირველია, ევროპაშია საქართველოს მომავალი,“ – ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო ტაბაღუა. მას ბათუმში, გმირთა მოედანზე ვესაუბრეთ, სადაც დღეს ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის წლები. მოედანზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გეორგიევსკის ლენტებიც ეკეთათ და რუსეთის მიმართ ნოსტალგიას ღიად გამოხატავდნენ. ომის ვეტერანს, სერგო ტაბაღუას, „ბათუმელები“ ესაუბრა არა წარსულზე, არამედ მომავალზე. მას ვკითხეთ, თუ ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – „ვისოლი“ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს

სოსო ფხაკაძე - „ვისოლი“ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს

„ვისოლ ჯგუფი“ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული „როსნეფტი“ „ვისოლ ჯგუფის“ ყიდვას აპირებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოცემულ მომენტში „ვისოლ ჯგუფი“ არ იყიდება, თუმცა მენეჯმენტი სამომავლოდ გამსხვილებას არ გამორიცხავს. გადაცემის წამყვანმა ფხაკაძეს გამსხვილების შესახებ ინფორმაციის ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ერთ თვეში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველი აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში 938 500 ლარის შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მმართველ პარტიას თანხა ოთხმა კომპანიამ ჩაურიცხა – 100-100 ათასი ლარი შპს „საქართველომ“ და შპს „გაგრა+“-მა; 50-50 ათასი ლარი შპს-მ „Geo Sand“ და შპს „ჯეო კვარცმა“.  „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენებმა ივანე ბაქრაძემ, 50-50 ათასი ლარი ვაჟა ციგროშვილმა, ვაჟა ლეკიშვილმა ...

Read More »

ექიმების გამოწერილ რეცეპტში მედიკამენტების 18% შეუსაბამო დანიშნულებისაა

ექიმების გამოწერილ რეცეპტში მედიკამენტების 18% შეუსაბამო დანიშვნებია

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. ასოციაციის ცნობით, პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევევბის შესასწავლად  მუშაობა ორიოდ თვის წინ შეწყვიტა. კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე სწავლობდა თითოეულ ქეისს. კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. „პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი აგებული იყო მხოლოდ პაციენტების საჩივრებზე,  რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა ეფექტიანი. პაციენტები ენდობიან ...

Read More »

ნიკოლ ფაშინიანი – ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ

ნიკოლ ფაშინიანი - ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ

“ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში არ ვართ”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში გამოცემული წიგნის – “ჩემი პირადი სხეული” – პრეზენტაციის მიმდინარეობისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ბავშვები იზრდებიან და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიან. საიდან უნდა მიიღონ ინფორმაცია, ქუჩიდან? ინტერნეტში ბავშვებისთვის აკრძალული ვიდეომასალებით? პორნო-საიტებით? წავიკითხე წიგნი და მასში უცნაური ვერაფერი ვნახე. პატივისცემით ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ და ...

Read More »

პანკისური გაკვეთილი – გვჭირდება თუ არა ჰესები

პანკისური გაკვეთილი - გვჭირდება თუ არა ჰესები

პანკისური გაკვეთილი – გვჭირდება თუ არა ჰესები ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საქართველოში ჰესების მშენებლობის საკითხები. ბოლო დროს პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ არაინფორმირებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ჰესების მშენებლობა. ერთ-ერთ მკვეთრად გამოხატულ პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციის დაბალი დონე ადგილობრივ მოსახლეობასთან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიულ მიზანს ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების ...

Read More »

3 ან მეტი ავტომობილის მფლობელ ოჯახებს შესაძლოა, სპეციალური გადასახადის გადახდა მოუწიოთ

3 ან მეტი ავტომობილის მფლობელ ოჯახებს შესაძლოა, სპეციალური გადასახადის გადახდა მოუწიოთ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ჭაჭა ლაზიკას ქარხანა გახსნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჭაჭა” ლაზიკას ქარხანა გახსნა. ქარხანა ქართველ ემიგრანტს ეკუთვნის, რომელსაც სააკაშვილი ემიგრანტების ბურჯს უწოდებს. “პორტს ვერ გავხსნიდით, უკვე არის ფილადელფიაში. ამიტომ ვუთხარი ჭაჭის ქარხანა გაეხსნა. ჩემთვის სულერთია რის ლენტს გავჭრი. ძლივს არ გამახსნევინეს ქარხანა”, – იხუმრა სააკაშვილმა. გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა, ქართული სამზარეულოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე გემრიელი ქართული რესტორანი ფილადელფიაშია. „არ ...

Read More »