Home » 2019 » May » 23

Daily Archives: May 23, 2019

მამუკა ბახტაძე – ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად

მამუკა ბახტაძე - ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაცხადებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება,- ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, ამიტომ ის უმნიშვნელოვანესია. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი პირადად ...

Read More »

დავით-გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან, აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს

დავით-გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან, აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკთან, საზღვართან, აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს. ინფორმაციას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს. ინფორმაციას ერთვის ფოტოები და ვიდეო. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ. „ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა  აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ, უბრალოდ, ასვლის უფლებასაც კი, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო. მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ ...

Read More »

მოზარდებისთვის საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის და ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

მოზარდებისთვის საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის და ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ, – ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა. ასევე შეზღუდული ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. „მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

თბილისი ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისი ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

2019 წლის 24 მაისს, 15:30 საათზე,  სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“.  ღონისძიება  „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით ეწყობა.  კონფერენციას, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს გახსნის საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური. ღონისძიება მიზნად ისახავს ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლას და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას. ...

Read More »

მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ (ყოფილი ელექტროდეპო) ბაქანი გადაიხურება. ამ დროისთვის ის ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. იგეგმება სადგურის კაპიტალური რემონტი. სამუშაოების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სადგურის გადახურვას ითვალისწინებს – ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით. მეტროსადგურის რემონტის ჯამური სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების ...

Read More »

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას“

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას“

ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭიათურის მაღარო არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო და მისი სრულფასოვნად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტი უმასპინძლებს

ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტი უმასპინძლებს

ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტი უმასპინძლებს 2019 წლის 26 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და  შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები  „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა. საინფორმაციო სტენდების ...

Read More »

„არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში“

„არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში“

არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა. მისი თქმით, ბიუჯეტის მეოთხედის მიმართვა განათლებაზე, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ყველა დარგი იყოს წარმატებული, უპირველეს ყოვლისა, სოფლის მეურნეობა. „არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც თქვენს დარგში. ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომელიც გვჭირდება დღეს ...

Read More »

ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ივნისში დააფუძნებს

ეკა ბესელია საკუთარ პარტიას ივნისში დააფუძნებს

ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს. პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ივნისის ბოლოს იგეგმება, სადაც ახალი სახეების წარდგენაც მოხდება. როგორც ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის აქტიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ცნობისთვის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების ...

Read More »