Home » 2019 » May » 21

Daily Archives: May 21, 2019

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი – ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნაზე კი მოლაპარაკებები გაგრძელდება და ამ პუნქტთან მიმართებაში გარკვეულ ...

Read More »

ამერიკელი მილიარდერი სტუდენტებს ვალის გადახდაში დაეხმარება

ამერიკელი მილიარდერი სტუდენტებს ვალის გადახდაში დაეხმარება

ამერიკელი მილიარდერი რობერტ სმიტი კოლეჯის ბოლო კურსის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მათ მოულოდნელად საუნივერსიტეტო ვალის გადახდას დაჰპირდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ბიზნესმენი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში მდებარე ვაჟთა კოლეჯს ეწვია. სმიტის თქმით, ის გახსნის ფონდს, რომელიც ისტორიულად აფროამერიკული კოლეჯის სტუდენტებს ვალს გადაუხდის. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება 396 ბოლო კურსელის ვალის გადახდას. სავარაუდოდ, მილიარდელს რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. imedinews

Read More »

ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ჩერნობილში ისეთი რამ ხდება, რასაც არავინ ელოდა

ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფის შემდეგ, ჩერნობილში ისეთი რამ ხდება, რასაც არავინ ელოდა

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა. საბჭოთა უკრაინაში მომხდარი ამ კატასტროფის შედეგად იმაზე 400-ჯერ მეტი რადიაცია გამოიყო, ვიდრე 1945 წელს ჰიროშიმაში (იაპონია) ატომური ბომბის ჩამოგდებისას. ეს გახლავთ ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფა. გაწმენდითი სამუშაოები ავარიიდან მალევე დაიწყო. სადგურის ირგვლივ შეიქმნა აკრძალული ზონა, საერთო ჯამში კი მიმდებარე ზონიდან 350 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი უკან აღარასოდეს დაბრუნებულან. ...

Read More »

თბილისში “Massimo Dutti-ის” ათობით ათასი ლარის ღირებულების ყალბი პროდუქცია ამოიღეს

თბილისში “Massimo Dutti-ის” ათობით ათასი ლარის ღირებულების ყალბი პროდუქცია ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში “Massimo Dutti-ის” წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები. აღნიშნულის შედეგად მათ 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს. უწყების ცნობით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ გამოიყენეს საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოწერეს ...

Read More »

ცივი იარაღის ნასამართლევი პირისთვის მიყიდვა აიკრძალება

ცივი იარაღის ნასამართლევი პირისთვის მიყიდვა აიკრძალება

ცივი იარაღის ნასამართლევ პირზე რეალიზაცია აიკრძალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. პროექტის თანახმად დგინდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის შეეძლება ცივი იარაღით ვაჭრობა და ვისზე შეიძლება მისი რეალიზაცია.ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლეობის არმქონე სრულწლოვან პირზე. იურიდიული პირის შემთხვევაში კი წარმოდგენილი უნდა იყოს იურიდიული პირის ...

Read More »

“დინო” – სასმელი ვისაც ენერგია სჭირდება

"დინო" - სასმელი ვისაც ენერგია სჭირდება

ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე კიდევ ერთი ბრენდი გამოჩნდა. ქართული ენერგეტიკული სასმელი „დინო“, რომელიც სს “ქართული ლუდის კომპანიის” მიერაა წარმოებული უკვე საცალო ქსელში იყიდება. „დინო“ საკუთარ თავში „დინო ენერჯის“ გაღვიძებისკენ მოგვიწოდებს. “სს “ქართული ლუდის კომპანიის” წარმოება ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომლის საწარმოო საშუალებები იძლევა შესაძლებლობას, მომხარებელს შევთავაზოთ უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ფართო ასორტიმენტი. ამჯერად, ჩვენს პორტფელში სიახლე სწორედ ენერგეტიკული სასმელი – „დინოა“, რომელიც უკვე გაყიდვაშია. უახლოეს ...

Read More »

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. www.hub.vtb.ge ვებ-გვერდიდან  თანხის გადარიცხვა, მარტივად არის  შესაძლებელი,  ამისთვის  მიმღების ტელეფონის  ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმეირ დღეს. რაც უფრო მეტჯერ გადარიცხავთ თანხას ...

Read More »

ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ

ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ

ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები თანამდებობას ტოვებენ. მათ შორის არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სოციალური საკითხების მინისტრი. „თავისუფლების პატიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტის ნახევარს აკომპლექტებდნენ. მათმა გადადგომამ მთავრობაში ქაოსი გამოიწვია. მინისტრების გადადგომა „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის, ვიცე-კანცლერის ჰაინც კრისტიან შტრახეს ირგვლივ აგორებლ სკანდალს უკავშირდება, რომელმაც ასევე დატოვა თანამდებობა. კერძოდ, გასულ კვირას გერმანულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, საიდანაც ირკვევა, რომ ვიცე-კანცლერი ...

Read More »

ინტერნეტის ფასი მცირდება – 1-ლი ივლისიდან ერთ მბ/წმ-ის 3.5-ჯერ მცირდება

ინტერნეტის ფასი მცირდება - 1-ლი ივლისიდან ერთ მბ/წმ-ის 3.5-ჯერ მცირდება

2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ-ის ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ...

Read More »

მაია ცქიტიშვილი – სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა

მაია ცქიტიშვილი - სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა

კვლავ გრძელდება კონსულტაციები ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის თემაზე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაია ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ პოზიციების უფრო მეტად დაახლოება დღის განმავლობაში მოხდება. „მთავარია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა, რაზეც არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იქნება ამ საკითხზე. სახელმწიფოს არ შეუძლია ...

Read More »