Home » 2019 » May » 20

Daily Archives: May 20, 2019

„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“

„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“

„საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – ამის შესახებ საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, ეკონომისტი გოგიტა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. ...

Read More »

რას ფლობს უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში

რას ფლობს უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საქართველოში მშენებარე სასტუმროს ხუთ ნომერს ფლობს, თუმცა რომელ ქალაქში, დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას ასევე იტალიაში აქვს ვილა, რომელიც 2015 წელს შეიძინა. გარდა ამისა, ზელენსკი და მისი მეუღლე ფლობენ 91 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში. ვლადიმირ ზელენსკიმ ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა რამდენიმე ბინა კიევში, ასევე ბინა ყირიმში, ...

Read More »

თბილისის “ღამის ეკონომიკის” კვლევაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

თბილისის "ღამის ეკონომიკის" კვლევაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ტენდერი ახლიდან გამოცხადდა. მერიამ თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შესყიდვის მიზნით ტენდერი 16 მაისს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 135 ათასი ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილის 8:00 საათამდე გრძელდება. ...

Read More »

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას. „საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია მატჩების გარიგებასთან დაკავშირებით. სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად ...

Read More »

მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის – ნიკა გვარამია

მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის - ნიკა გვარამია

“მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის”, – ამის შესახებ”რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს. ”რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს: ის არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი). ამავდროულად, დღესაც, ის არის ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი ...

Read More »

„მაღალი ხარისხის საწვავი დანამატების გარეშეც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს“

„მაღალი ხარისხის საწვავი დანამატების გარეშეც უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს“

„უკვე რამდენიმე წელია ბრენდული ნავთობიმპორტიორები თავს იწონებენ ქვეყანაში „ევრო5“-ის საწვავის იმპორტით. მაგრამ როდესაც საწვავის სტანდარტის „ევრო 5“-მდე აწევა საკანონმდებლო დონეზე გადაწყდა, ერთ-ერთმა კომპანიამ განაცხადა: „მართალია ადრეც კარგ საწვავს ვყიდდით, მაგრამ ახლა დანამატი შევქმენით, რომელიც გარემოში მავნე აირების გამოტყორცნას 40%-ით ამცირებსო“. პ.ს. ისე იმპორტიორის თავდაპირველი ამოცანა, სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტის მოძიება და მისი იმპორტირებაა და არა პროდუქტის „დანამატებით“ ხარისხთან მიახლოება, წესით. “ ...

Read More »

იანვარ-აპრილში ექსპორტი 18%-ით გაიზარდა, იმპორტი 3%-ით შემცირდა

იანვარ-აპრილში ექსპორტი 18%-ით გაიზარდა, იმპორტი 3%-ით შემცირდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2,3%-ით გაიზარდა და იანვარ-აპრილში 3,9 მლრდ დოლარამდეა. მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 1,133 მლრდ დოლარია, 18%-ით მეტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; 3,1%-ით შემცირდა იმპორტი 2,726 მლრდ დოლარამდე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აპრილში, 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით ...

Read More »

„პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“

„პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“

„პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვის დროს განაცხადა. ვლადიმირ ზელენსკიმ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, პრეზიდენტის პორტრეტის ნაცვლად, კაბინეტებში თავიანთი შვილების სურათები ჩამოკიდონ და ყოველ დღე მათ თვალებში უყურონ. „მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, ...

Read More »

ლაგარდი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ვალების შემცირება

ლაგარდი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ვალების შემცირება

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ვალების შემცირება, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და გამკაცრდა კრედიტის გაცემის სტანდარტები, რაც აუცილებელია უფრო მდგრადი საკრედიტო ზრდისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა არსებობს, აუცილებელია გაზრდილი ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევა, ...

Read More »

კრისტინ ლაგარდი – მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები

კრისტინ ლაგარდი - მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები

მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესადაგება იმ ეკონომიკას, სადაც მოსახლეობის გადაბერება პრობლემას ქმნის, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა. ლაგარდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. „ამჟამად გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5,2 პროცენტია. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ საქართველოს ათ წელიწადზე ...

Read More »