Home » 2019 » May » 17

Daily Archives: May 17, 2019

ირაკლი ღარიბაშვილი – კოჰაბიტაცია შეცდომა იყო

ირაკლი ღარიბაშვილი - კოჰაბიტაცია შეცდომა იყო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ზესტაფონის მოსახლეობასთან პარტიის ლიდერების შეხვედრაზე წინა ხელისუფლების მმართველობა გაიხსენა. პოლიტიკოსმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობრივი ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი არ უნდა ჰქონდეთ მძიმე წარსულიდან გამომდინარე. ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო.

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – განათლების ხარისხის ცენტრის ხარჯთეფექტურობა კითხვებს ბადებს და აუდიტის სამსახურმა უნდა შეამოწმოს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – განათლების ხარისხის ცენტრის ხარჯთეფექტურობა კითხვებს ბადებს და აუდიტის სამსახურმა უნდა შეამოწმოს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017-2019 წლის პირველ ნახევარში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საჯარო უწყების მიერ განხორციელებული ხარჯები არ ტოვებს „ქამრების შემოჭერის“ სახელისუფლებო პოლიტიკის ტენდენციებს. ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ...

Read More »

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით მაღალია

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით მაღალია

უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით ტრადიციულად მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2018 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, უმუშევრობის მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით. „2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ...

Read More »

,,ქართული ღვინის გილდიის“ ვებგვერდის პრეზენტაცია და ალკოჰოლური სასმელების პირველი შესარჩევი დეგუსტაცია გაიმართება

,,ქართული ღვინის გილდიის“ ვებგვერდის პრეზენტაცია და ალკოჰოლური სასმელების პირველი შესარჩევი დეგუსტაცია გაიმართება

ხარისხის გარანტი – შპს ,,ქართული ღვინის გილდიის“ ვებგვერდის www.topgeorgian.wine პრეზენტაცია და საიტზე ასატვირთი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების პირველი შესარჩევი დეგუსტაცია თარიღი:18.05.2019 წ. დრო: 12:00 სთ. მისამართი: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №3. სასტუმრო „ციტრუსი“. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი შპს „ქართული ღვინის გილდია“ მევენახეობა და მეღვინეობის განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს. ხარისხის ...

Read More »

დავით მირცხულავა: საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე იზრდება

დავით მირცხულავა: საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე იზრდება

„2030 წლის, ელექტროენერგიის მოხმარება  22 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზრდება, რაც დღევანდელი რესურსის 30-40%-ით გაზრდას ნიშნავს. ამდენად, მნიშვნელოვანია ჰიდროსადგურების როლი,“ – განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად.  „ეკონომიკის განვითარებას თან უნდა სდევდეს ენერგეტიკის განვითარება. ტენდეცია ასეთია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში – ენერგო მოხმარება იზრდება. ზრდა ძირითადად  განვითარებად ქვეყნებზე მოდის, როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, ლათინო ამერიკა, ინდო-ჩინეთი. ...

Read More »

„26 მაისი“ Coca-Cola-ს ეტიკეტზე

„26 მაისი“ Coca-Cola-ს ეტიკეტზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, Coca-Cola სპეციალური ეტიკეტით იყიდება – „კოკა-კოლა კლასიკურის” 0,5 ლიტრიან შეფუთვაზე „26 მაისი“ წერია. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი გოგა რობაქიძე ამბობს, ეს ლიმიტირებული გამოშვება ბრენდის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. „ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის მიდგომა ასეთია – იშვიათად უშვებს გამონაკლისებს, რომ თავისი ლოგოს გვერდით რაიმე ნიშანი დაიტანონ. საქართველოში, სპეციალური ეტიკეტით ერთადერთხელ გამოვუშვით პროდუქტი, ისიც მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე და პრინციპში, საერთაშორისო შეფუთვა უფრო იყო. ...

Read More »

დიდი საბანკო აფერა – ევროკომისიამ ბანკები ერთი მილიარდით დააჯარიმა

დიდი საბანკო აფერა – ევროკომისიამ ბანკები ერთი მილიარდით დააჯარიმა

ევროკომისიამ ბანკები საბითუმო სავალუტო ბაზარზე კარტელური გარიგების გამო მილიარდი ევროთი დააჯარიმა ევროკომისიამ, საკანონმდებლო, საზედამხედველო და აღმასრულებელი ფუნქციებით აღჭურვილმა ევროკავშირის უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუტმა, სავალუტო ბაზარზე კარტელური გარიგების გამო, ბანკები Barclays, The Royal Bank of Scotland, Citigroup, JPMorgan და MUFG დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა 1,07 მილიარდი ევროა. ევროკომისიის თანახმად, ბანკებმა საბითუმო სავალუტო ბაზარზე 11 ვალუტაზე სამუშაოდ ორი კარტელი შექმნეს. ევროკომისიის პრესსამსახურის დღეს გამოქვეყნებული ცნობაში ...

Read More »

გიორგი ჩოგოვაძე – ქუთაისის აეროპორტი 2020 წელს 4-ჯერ უფრო დიდი იქნება

გიორგი ჩოგოვაძე - ქუთაისის აეროპორტი 2020 წელს 4-ჯერ უფრო დიდი იქნება

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება აქტიურად მიმდინარეობს და 2020 წელს გვექნება ოთხჯერ უფრო დიდი აეროპორტი, როგორც ფიზიკურად, ასევე მგზავრთა გამტარუნარიანობითაც“, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით  გეგმებზე საუბრისას განაცხადა. ჩოგოვაძის განმარტებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ ამ მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს. „ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ...

Read More »

ვისი ვალი აქვს საქართველოს? – ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 13.3 მლნ დოლარით შემცირდა

ვისი ვალი აქვს საქართველოს? - ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 13.3 მლნ დოლარით შემცირდა

2019 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 14 მილიარდ 518 მილიონ ლარს ანუ 5  მილიარდ 375 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, ADB-ის მიმართ ვალი 30 აპრილის მდგომარეობით,  მილიარდ 139 მილიონ დოლარს აღემატება; IDA -ს მიმართ ვალი  ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

ჩვენ შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით მინიმუმ 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და გპირდებით, რომ 2022 წელს, საქართველოში პედაგოგების მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქვეყანას, რომელიც პედაგოგის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, შეიძლება თავისი წარსულიც დაკარგოს. „ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ ...

Read More »