Home » 2019 » May » 15

Daily Archives: May 15, 2019

ნათია თურნავა – ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბალი დაბრუნდება

ნათია თურნავა - ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბალი დაბრუნდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნურ-სულთანში დღეს გამართულ შეხვედრებზე განხილული ერთ-ერთი საკითხი ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნებას უკავშირდება. „დღეს ქართულ ბაზარზე, ძირითადად, რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო სტრუქტურა. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით და ეს განმტკიცდა პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომ ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებს საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ...

Read More »

„აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობა უცხოელი კადრებით უნდა შევავსოთ, ამაზე კარგ საქმეში ფულს ვერ დავხარჯავთ“

„აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობა უცხოელი კადრებით უნდა შევავსოთ, ამაზე კარგ საქმეში ფულს ვერ დავხარჯავთ“

„ჩვენ გვაქვს 700 000 ჰა მიწა, რომელიც არ არის რეგისტრირებული“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დეპუტატთა ნაწილთან შეხვედრაზე განაცხადა. „არავინ იცის, ვისია, რა ზომის არის, რა არის. ეს სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა დავარეგისტრიროთ“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა კვალიფიკაციის უზარმაზარი ნაკლებობა. „აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობის შევსება უნდა მოხდეს უცხოური კადრებით, ...

Read More »

„სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენს არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს“

„სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენს არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს“

 „სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენს არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს“, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა პარლამენტში. მისივე თქმით, სახელმწიფო კომპანიების  ეფექტიანობის ამაღლება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რადგანაც ეს კომპანიები წარმოადგენენ ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდ პოტენციალს. „კორპორატიზაციის და ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე  ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება”, – აცხადებს ყოფილი მინისტრი.

Read More »

დონალდ ტრამპი „ჰუავეის“ ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპი „ჰუავეის“ ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინური კომპანია „ჰუავეის“ (HUAWEI) ტექნიკის გამოყენებაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი საგანგებო განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს ჩინური „ჰუავეის“ აღჭურვილობის გამოყენება აეკრძალებათ. ამის მიზეზად ტრამპი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის შექმნილ საფრთხეს დაასახელებს. „როიტერსის“ ცნობით, პრეზიდენტის საგანაგებო განკარგულებაზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ „ჰუავეის“ ...

Read More »

“ვენდი”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

“ვენდი”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

“ვენდი”-ს ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო.  საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“ პიცის კუთხეებს „ვენდის“ კიდევ  სამ რესტორანში შექმნის. ...

Read More »

2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან გადმოირიცხა

2019 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან გადმოირიცხა

2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მლნ აშშ დოლარი (369.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი ...

Read More »

თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება, რასაც მერია 40 მილიონ ევროდ შეისყიდის

თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება, რასაც მერია 40 მილიონ ევროდ შეისყიდის

თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება, რასაც მერია 40 მილიონ ევროდ, ავსტრიული კომპანიისგან შეისყიდის. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს არსებული ვაგონები 1975 წელსაა გამოშვებული და რამდენიმე წელში ექსპლუატაციის ვადა გასდის. “არ შემიძლია მეტროში არსებულ მდგომარეობაზე არ ვისაუბრო. იცით, რომ 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ეს არის ძალოვანი კაბელის ...

Read More »

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება – პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობა აუცილებელია

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფის არსებობა აუცილებელია

პოლიფარმაციის მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ზედმეტად დანიშნული მედიკამენტებისა და კვლევების შესასწავლად მუშაობა ორი თვის წინ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომისია მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე სწავლობდა თითოეულ ქეისს. კრიტერიუმი კი პაციენტისათვის 5 და მეტი დანიშნული მედიკამენტი იყო. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება და თვლის რომ ამ კომისიის არსებობა აუცილებელი და საჭირო ფაქტორია: „პოლიფარმაციის შემთხვევების მონიტორინგის პროექტი აგებული იყო მხოლოდ პაციენტების ...

Read More »

აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 16.1%-ით გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 16.1%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Read More »

კალაძე – დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვთ

კალაძე - დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვს

დედაქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხეების სანიტარული ჭრის პროცესი გაგრძელდება, დაავადებული ხეების ნაწილს კი ახალი მეთოდებით უმკურნალებენ. კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა ინფორმაციის წარდგენა, რა მდგომარეობასძ ამ მიმართულებით, როგორ ხდება სანიტარული ჭრები და რა იგეგმება ამ მიმართულებით. „მგონია, რომ ეს მარტო თბილისის ...

Read More »