Home » 2019 » May » 13 (page 2)

Daily Archives: May 13, 2019

ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას

ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას

მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ  ბრიფინგზე. როგორც მან განაცხადა მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან  2018 წელს შემცირდა 23.1 პროცენტამდე, ასევე,  მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯები. „დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ისევე როგორც ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან ...

Read More »

ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი – ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს. პროექტზე – “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა. “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ის სტრუქტურის ...

Read More »

MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ

MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ

MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა. მათი ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან და სხვა პირებთან ერთად, N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების ...

Read More »

მაია მიმინოშვილი “ქართული ოცნების” წევრებს გადაამზადებს

მაია მიმინოშვილი “ქართული ოცნების” წევრებს გადაამზადებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებაში” პარტიის წევრებს გადაამზადებს. “ნეტგაზეთს” პარტიაში განუცხადეს, მიმინოშვილი პარტიის წევრების გადამზადების მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მეტ დეტალზე “ქართულ ოცნებაში” ამ დროისთვის არ საუბრობენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.

Read More »

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6 %, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია“

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6 %, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია“

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი 4,6-ია, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მათ ისაუბრეს„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების შესახებ. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების რეფორმების ეფექტურობას. „საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი ...

Read More »