Home » 2019 » May » 11

Daily Archives: May 11, 2019

აიეტ კუკავა – საბანკო სფერო ეკონომიკას ვერ განავითარებს

აიეტ კუკავა - საბანკო სფერო ეკონომიკას ვერ განავითარებს

„თქვენ თუ ყოველთვიურად 5 ლარის ყავის ეკონომიას გააკეთებთ და ნორმალურ საფონდო ბირჟაზე იყიდით აქციებს 20 წლის განმავლობაში, პენსიაზე შეიძლება მილიონერი გახვიდეთ“ – “ალიანს ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ „საქმიანი დილის“ ეთერში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რეგიონი ამ მიმართულებით საკმაოდ განუვითარებელია, საქართველოს შანსები კი ძალიან მაღალია. „საქართველოს აქვს შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი თუ მოხდება ამ კანონის შეთამაშება ...

Read More »

თურქული მხარე დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას არ დაუშვებს – თურქეთში საქართველოს ელჩი

თურქული მხარე დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას არ დაუშვებს - თურქეთში საქართველოს ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, თურქულმა მხარემ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. როგორც გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დაუკავშირდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს. „თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ყველას მოვუწოდებთ, გამოიყენონ აგროდაზღვევა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს

ლევან დავითაშვილი - ყველას მოვუწოდებთ, გამოიყენონ აგროდაზღვევა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს

ბუნებრივი რისკების მინიმალიზაციის ერთადერთი გზა არის დაზღვევის გამოყენება, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ აგროდაზღვევა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ზარალის შემსწავლელი ჯგუფი უკვე შექმნილია. „პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება. თქვენ იცით, რომ გუბერნიამ შექმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს, ამის შემდეგ იქნება მსჯელობა. ინფრასტრუქტურული ზარალის ნაწილში ...

Read More »

ვისაც ბინაში 5-ზე მეტი ცხოველი ეყოლება, დაჯარიმდება

ვისაც ბინაში 5-ზე მეტი ცხოველი ეყოლება, დაჯარიმდება

ხუთ და ათზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 13 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით აღინიშნება, რომ კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი ...

Read More »

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა, რადიოსა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალოს. ამის შესახებ იდეას თბილისის მერიას მოქალაქე სთავაზობს “იდეა მერს” პროექტის ფარგლებში. „სასურველია, რომ თანადათანობით აიკრძალოს მუსიკა და რადიო საჯარო სარგებლობის ტრანსპორტში და მოსმენის სურვილის შემთხვევაში ყველამ ისარგებლოს საკუთარი ყურსასმენით. მოგეხსენებათ, ზოგს აღიზიანებს ხმამაღალი მუსიკა, ზოგს კი კონკრეტული არხი არ აინტერესებს ან აღიზიანებს, შესაბამისად, სხვა მოქალაქეთა ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებული და არა ...

Read More »

პრემიერი – შარშან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა

პრემიერი - შარშან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა

პრემიერი – შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა, უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა ფაროსანას სახით „შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით,“ – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 10-ჯერ გაზარდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ...

Read More »

„ყაზტრანსგაზმა“ გაჩიანის მარეგულირებელ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარა

„ყაზტრანსგაზმა“ გაჩიანის მარეგულირებელ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აგრძელებს გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დედაქალაქის უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგებისთვის გაჩიანში მდებარე გაზის წნევის ერთ-ერთი ცენტრალური მარეგულირებელი სადგურის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა, რომელიც 2007 წლის შემდეგ არ განახლებულა. თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო და სტაბილურ გაზმომარაგებას ოთხი ცენტრალური მარეგულირებელი სადგური ემსახურება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. გაჩიანის გარდა, მსგავსი მარეგულირებელი სადგურებია ნავთლუღსა და გლდანში. https://www.youtube.com/watch?v=KaQSuS27sRQ&feature=youtu.be

Read More »

მამუკა ბახტაძე – ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

მამუკა ბახტაძე - ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა. როგორც ბახტაძემ განაცხადა, მან სამეგრელოს სხვადახვა რაიონებში ფერმერებისგან რჩევები მოისმინა და აღნიშნულზე დაყრდნობით, ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას ეხება. „ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ...

Read More »

სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს

სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს

კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს. ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი – 35 წლის. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

Read More »