Home » 2019 » May » 10 (page 2)

Daily Archives: May 10, 2019

ვერნერ ლიპახი – აზიის განვითარების ბანკის სურვილია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტში და ითანამშრომლოს კერძო სექტორთან

ვერნერ ლიპახი - აზიის განვითარების ბანკის სურვილია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტში და ითანამშრომლოს კერძო სექტორთან

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტთან მიმართებაში ჩვენ ვვარაუდობთ სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში და ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ანაკლია „მსოფლიოში საქართველოს კარიბჭეა“. „გვქონდა საკმაოდ ფართო დისკუსია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ჩვენ მას „საქართველოს კარიბჭეს ...

Read More »

EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018  წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს. „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ  მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ ...

Read More »

საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო რეჟიმზე – შეჩერების მექანიზმზე არ მისაუბრია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ალბათ, არსებობს

საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო რეჟიმზე - შეჩერების მექანიზმზე არ მისაუბრია, მაგრამ ეს შესაძლებლობა ალბათ, არსებობს

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ქართველ კოლეგასთან არ უსაუბრია, თუმცა მისი ამოქმედების შესაძლებლობა არსებობს. როგორც კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, საფრანგეთში საგრძნობლადაა გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს და შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. “შეჩერებაზე არ მისაუბრია, რადგან თანამშრომლობა საქართველოსთან გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ალბათ, არსებობს. დღეს ძალიან დიდი ზრდაა ...

Read More »

სოციალური ქსელი Facebook-ი შესაძლოა გაუქმდეს

სოციალური ქსელი Facebook-ი შესაძლოა გაუქმდეს

უკვე დროა Facebook-ი დაიშალოს, – ამის შესახებ Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა განაცხადა. New York Times-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ჰიუზი ამბობს, რომ ერთი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი. „მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს – Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს. რომლებსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. Facebook-ის საბჭოს ...

Read More »

მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამი მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული

მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამი მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული

ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ძეგლსა და ნაგებობას, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერებას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი უსუსური არგუმენტებით და ნეგატიური პიარით ცდილობენ, ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ. „დღეს ბიძინა ...

Read More »

ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება

ნაძალადევის რაიონში კოროზიული გაზსადენი იცვლება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები 8 ათასი აბონენტისთვის 50 წლის წინანდელი, ამორტიზებული და ძლიერ კოროზიული გაზის ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. მასშტაბური სამუშაოები ასეულობით ათასი ლარის ღირებულებისაა. აღნიშნულ ქსელზე ათეული წელია, აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა. ასევე, ნაძალადევის რაიონში, კერძო სახლებში  მცხოვრები აბონენტებისთვის კომპანია უსასყიდლოდ ასრულებს შიდა (ეზოებში) ქსელის რეაბილიტაციას. კომპანია აბონენტებისთვის თანამედროვე დონის, ევროსტანდარტებით დამზადებულ მრიცხველებს საკუთარი ხარჯებით ცვლის. ამჟამად მასშტაბური ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება

მამუკა ბახტაძე - სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება

განათლება არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელწოდებით „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. „მე დღეს მივმართავ საზოგადოებას და მაქვს ამის პატივი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ...

Read More »

„გირჩმა” საროსკიპო „პიონერი” გახსნა

„გირჩმა" საროსკიპო „პიონერი" გახსნა

პოლიტიკური პარტია “გირჩი” საროსკიპოს ხსნის. საროსკიპოს სახელი “პიონერი” იქნება და იქ მისვლა, ოთახის დაქირავება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საროსკიპოს ოფიციალური სპონსორია სექს-შოპი “კიკუ”. საროსკიპოში ოტახის დაქირავების ფასი 49.90 თეთრია. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეს არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მორიგი აქტი. “ეს სარისკიპო ახლახანს გავხსენით. საროსკიპო მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ გახსნა. იდეაში არის მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი იმ იდიოტური კანონმდებლობის წინააღმდეგ, ...

Read More »

სახელმწიფოს სუბსიდიების მიუხედავად, მოსახლეობა მთიდან მაინც გარბის

სახელმწიფოს სუბსიდიების მიუხედავად, მოსახლეობა მთიდან მაინც გარბის

საქართველოს მთავრობა ცდილობს მთიან რეგიონებში მოსახლეობა როგორმე წაახალისოს და მათ ადგილზე დამაგრებას ხელი შეუწყოს, თუმცა აქედან ბევრი არაფერი გამოდის. ხალხს გული ბარისკენ და დიდი ქალაქებისკენ მოუწევთ. სხვადასხვა პროგრამების ამოქმედება მხოლოდ მცირე დროის მონაკვეთში იძლევა არცთუ დიდ ეფექტს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, მთავრობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით დაფარვის არეალის გაფართოებას გეგმავს. ასეთი დასახლებების ჩამონათვალში საოკუპაციო ხაზის ...

Read More »

„ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი“

„ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი“

„ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი“, ამის შესახებ საბანკო საფინანსო საქმის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს კვლავ აქტუალურია სწრაფი ეკონომიკური ზრდის ამოცანა, რადგან მიუხედავად რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის დინამიკისა, ეკონომიკის მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბე და უმუშევრობა რჩება. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ჩინეთს და ინდოეთს ჰქონდათ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ ...

Read More »