Home » 2019 » May » 08 (page 2)

Daily Archives: May 8, 2019

ციფრულმა სააგენტო „რედბერიმ“ „საქართველოს კაპიტალისგან“ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

ციფრულმა სააგენტო „რედბერიმ“ „საქართველოს კაპიტალისგან“ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

ციფრული მარკეტინგის წამყვანმა ქართულმა სააგენტო „რედბერიმ“ „საქართველოს კაპიტალისგან“ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ განაცხადა.  „რედბერი“ მოზიდულ ინვესტიციას კლიენტებთან მეტი ინტეგრაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სრულფასოვან სააგენტოდ გარდაქმნისთვის გამოიყენებს. მოზიდული რესურსი სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, არსებულ სერვისებს ახალი სერვისები დაუმატოს და მათი ეფექტური ინტეგრაციით ბაზარზე სრულიად უნიკალური შეთავაზება გააკეთოს – ინოვაცია, როგორც სერვისი. „რედბერიში“ შეიქმნება ციფრული ინოვაციების სრულყოფილი შიდა ეკოსისტემა, რაც ...

Read More »

ბორჯღალოსნები ტესტ მატჩებისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნები ტესტ მატჩებისთვის ემზადებიან

თიბისი რაგბის სერიები 2019-ის დაწყებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება.  ესაა ტრადიცია, რომელსაც ორი წლის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა და თიბისიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების აგვისტოს ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები ორ ტესტს სამშობლოში გამართავენ. სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები რუსეთს, მიხელ მესხის სტადიონზე, 27 აგვისტოს დაუპირისპირდება. ხოლო მეორე შეხვედრა შოტლანდიასთან ...

Read More »

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა

თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა

საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, ...

Read More »

კახა კალაძე – მალე გვეცოდინება, საერთოდ, გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები

კახა კალაძე - მალე გვეცოდინება, საერთოდ, გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები

ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ, გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ MAN-ის მარკის ახალი ავტობუსების წარდგენის შემდეგ განაცხადა. კახა კალაძემ ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ და აღნიშნა, რომ მალე ცნობილი გახდება, თუ როგორ გადალაგდება ქალაქში ტრანსპორტი. „ჩვენ ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები და ასევე, როგორ გადალაგდება ტრანსპორტი ქალაქში. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გვექნება სრული დასკვნა, ...

Read More »

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, სტადიონი 1700 მაყურებელზეა გათვლილი და უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდორია დაგებული. „პროექტის ფარგლებში მოეწყო 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა, შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ...

Read More »

„ახალმა საბანკო რეგულაციებმა სესხები გააიფა, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს“

„ახალმა საბანკო რეგულაციებმა სესხები გააიფა, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საწინდარი უნდა გახდეს“

ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 2019 წლის  1-ლი იანვრიდან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესები ამოქმედდა. ახალი დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რეგულაციების შედეგად, სესხის გაცემის მომენტში, სესხის გამცემს ეზღუდება ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის  ან სხვა ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ფიზიკურ პირს ამის გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. ასევე, ...

Read More »

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრა – როგორია მინიჭების პირობები?

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრა - როგორია მინიჭების პირობები?

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები. ამ სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს,  შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა. ...

Read More »

ბახტაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა

ბახტაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისი „ნამდვილი ევროპული ქალაქი იქნება“. „ვიცით, რომ სხვა მიმართულებებშიც გვაქვს პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, თბილისის მეტროპოლიტენი. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ...

Read More »

„შესაძლოა ასეთი საუბარი მქონოდა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია, როცა სუს-ს მდგომარეობიდან გამოვყავარ“

„შესაძლოა ასეთი საუბარი მქონოდა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია, როცა სუს-ს მდგომარეობიდან გამოვყავარ“

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ძმის შვილთან მისი საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტის მიზანი არ ჰქონია და „ასეთი ფიქრების“ შესახებ მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“. მაჩალიკაშვილმა, რომელმაც ღამე პარლამენტთან გაატარა, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტერაქტი უნდა გამოირიცხოს“. „ხელისუფლებისა და მთელი საქართველოსადმი ჩემი გზავნილია შემდეგი: როცა ტერაქტს ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – საინვესტიციო ფონდები კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი რგოლია

ირაკლი კოვზანაძე - საინვესტიციო ფონდები კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი რგოლია

საფინანსო ბაზარი საქართველოში, თითქმის, მთლიანად წარმოდგენილია საბანკო სექტორის სახით, კაპიტალის ბაზარს კი უმნიშვნელო როლი და ადგილი უკავია, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში ორგანიზებულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გახსნისას, რომელიც „საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას ეძღვნება. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა განაპირობა როგორც ობიექტურმა, ისე სუბიექტურმა ფაქტორებმა, მათ შორის, მაკრო და მიკროეკონომიკურმა, ინსტიტუციონალურმა, თუ სამართლებრივმა. ...

Read More »