Home » 2019 » May » 04

Daily Archives: May 4, 2019

ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 ბანკი დაჯარიმდა

ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 ბანკი დაჯარიმდა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევებისთვის 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა 6 კომერციული ბანკი დააჯარიმა.ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში წერს, რომ ეს ბანკები რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, შეირჩა და შემოწმდა. დაჯარიმებული კომერციული ბანკების სახელები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ სანქციებმა ჯამურად 596 000 ლარი შეადგინა. ამავე პერიორდში განხორციელდა 38 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადგილზე ინსპექტირება. დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – კომპანია „ნანოკრედიტი“ გაკოტრების ეტაპზე გადავიდა და 20-ზე მეტი თამასუქარის დანაზოგის დაბრუნება გაურკვეველია

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – კომპანია „ნანოკრედიტი“ გაკოტრების ეტაპზე გადავიდა და 20-ზე მეტი თამასუქარის დანაზოგის დაბრუნება გაურკვეველია

2019 წლის 3 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა კომპანია „ნანოკრედიტის“ თამასუქარის სარჩელი და კომპანიას დაეკისრა თამასუქის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება 12 000 აშშ დოლარის, ასევე ყოველთვიურად დავალიანების სახით არსებული სარგებლი 150 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობა, სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯების კომპანიისთვის დაკისრების მოთხოვნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალების ...

Read More »

რიკოთის გვირაბის გავლით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბის გავლით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბის გავლით ყველა ტრანსპორტის მოძრაობა 7-9 მაისს პერიოდულად აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმების გამო დაწესდა. მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ ...

Read More »

ავსტრალიურმა VERSA-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა

ავსტრალიურმა VERSA-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა

როგორც გამოცემა BBC წერს, ციფრული მარკეტინგის სააგენტო Versa-მ ოთხშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა. მათივე ინფორმაციით, დასაქმებულები ორშაბათსა და სამშაბათს ჩვეულ რეჟიმში, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხუთშაბათსა და პარასკევს კი სამსახურს განახლებული ენერგიით უბრუნდებიან. Versa-ს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ დაკისრებულ მოვალეობებს უფრო ეფექტურად ასრულებენ და უკეთ კონცენტრირდებიან. Versa ავსტრალიის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც განახლებულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა – თანამშრომლებს 5 დღის ანაზღაურებას უხდის, 4 დღის ...

Read More »

გიორგი ქობულია – მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეს

გიორგი ქობულია - მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეს

“წასვლა არის როცა ადამიანი განცხადებას დაწერს, მე განცხადება არ დამიწერია, მე გამათავისუფლეს,”- ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია. გიორგი ქობულიამ გათავისუფლებიდან 15 დღეში Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იმართება დღეს ქვეყანა და რა თამაშის წესები არსებობს საქართველოს მთავრობაში. ინტერვიუში ექს-მინისტრი ამბობს, რომ სამთვრობო ვერტიკალი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებდა. ქობულიას თქმით, პროექტები, რომლებიც ...

Read More »

Meidan Group-მა სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო – რას სთავაზობს „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ ტურისტებს

Meidan Group-მა სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო - რას სთავაზობს „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ ტურისტებს

Meidan Group-მა  სასტუმროების ბიზნესის პარალელურად სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო. ჯგუფი გარდაბნის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, 3200 ჰექტარს ფლობს, სადაც 2018 წლიდან „ყარაიაზის სამონადირეო მეურნეობაა“ გაშენებული. Meidan Group-ის  სამონადირეო მეურნეობა ვიზიტორებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. ფერმაში წარმოდგენილია ცხოველები, რომელზე ნადირობაც ნებადართულია ნადირობის სეზონში და ასევე არის  წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე სახეობა, რომელთა მონადირებაც აკრძალულია. გარდაბნის ნაკრძალში ბინადრობს ღორი, კურდღელი, ტურა, მელია, მგელი, ...

Read More »

საბანკო რეგულაციებს უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია – დაკრედიტების ტენდენცია მზარდია

საბანკო რეგულაციებს უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია – დაკრედიტების ტენდენცია მზარდია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციების შემდეგ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში და აგრეთვე შესაბამის ბიზნეს სექტორებში, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს რეგულაციები გამოიწვევდა ერთი მხრივ დაკრედიტების შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფერხებას. თუმცა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით სრულიად საპირისპირო სურათი დაფიქსირდა. ერთი მხრივ არ შეფერხდა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მარტის თვეში 6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მეორე მხრივ გაზრდილია ...

Read More »

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა – ხელისუფლება ცალკეული სოფლების ინტერნეტიზაციისთვის საერთაშორისო დონორებს ეძებს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა – ხელისუფლება ცალკეული სოფლების ინტერნეტიზაციისთვის საერთაშორისო დონორებს ეძებს

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21 საუკუნის საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანია. ქვეყნის რეგიონების დიდ ნაწილში ოპტიკურ–ბოჭკოვანი ქსელი დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ვერ ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას. მაშინ როდესაც მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზას ადგას, ჩვენთან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუკას ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ინტერნეტით სრულად ...

Read More »

კვლევა – მსოფლიოში ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეზეა

კვლევა - მსოფლიოში ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეზეა

მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ქრისტიანების დევნა თითქმის გენოციდის დონეს აღწევს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის დავალებით ჩატარდა. შუალედურ ანგარიშში, რომელიც კომისიამ შეადგინა, ნათქვამია, რომ დედამიწაზე ყოველი მესამე ადამიანი რელიგიურ ნიადაგზე დევნის მსხვერპლია. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად ქრისტიანებს დევნიან. დოკუმენტის ავტორების მტკიცებით, მათ მასობრივად აიძულებენ მშობლიური ადგილები დატოვონ, რის გამოც შესაძლოა ქრისტიანობა ახლო ...

Read More »

საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა

საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა

საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვების დადებითი დინამიკაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც გლობალური გადამზიდავი კომპანიის „ემესსის“ (MSC) საქართველოს წარმომადგენლობის დაფუნების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რამაც 450 ათას TEU კონტეინერზე მეტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით ზრდა, 2018 ...

Read More »