Home » 2019 » April (page 3)

Monthly Archives: April 2019

მეტრო ისე ხშირად ჩერდება, რომ ხალხს უკვე მგზავრობის ეშინია

მეტრო ისე ხშირად ჩერდება, რომ ხალხს უკვე მგზავრობის ეშინია

მეტრო ბოლოს იმდენჯერ გაჩერდა, რომ ბევრი თბილისელი ან დედაქალაქის სტუმარი უკვე თავისდაუნებურად მგზავრობას ერიდება. საქალაქო ტრანსპორტი კი, შედეგად, კიდევ უფრო გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ქალაქში საცობების რაოდენობა და ინტენსივობა იზრდება, ზოგიერთი მონაკვეთი კი პერმანენტულად პარალიზებულია. ერთერთმა მგზავრმა რეზონასს განუცხადა, რომ მეტროპოლიტენით ვეღარ მგზავრობს და მის ახლობლებსაც აფრთხილებს. “ბოლო დროს იმდენჯერ გაჩერდა მეტრო, რომ აღარ ჩავდივარ, შიშის გრძნობა და დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა, ...

Read More »

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

მგზავრობისას ბილეთის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე. ასევე მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს ...

Read More »

მაჭავარიანი – სასამართლო შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება

მაჭავარიანი - სასამართლო შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება

სასამართლო, როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „საკუთრების უფლება დარწმუნებული ვარ, რომ ასე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლა. არა მგონია, რომ სასამართლოს რეფორმა და მასთან დაკავშირებული ბოლოდრონდელი თემები უკავშირდებოდეს უსათუოდ საკუთრების უფლებას ან ეკონომიკურ თემებს. სად ვხედავ მე ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას სთავაზობს

„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქცია შესთავაზა, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდებობით 45 000-ლარამდე თანხის აღება არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკიდის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელია. აქციის ფარგლებში, გადახდების დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი. როგორც ბანკში განმარტავენ, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან, ეფექტური 12,8%-დან იწყება. „ვითიბიში სესხის აღება გამარტივებული წესით ...

Read More »

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას. ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში ...

Read More »

რა ბიზნესებს ფლობს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი

რა ბიზნესებს ფლობს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, რამაც გაამძაფრა ინტერესი გათავისუფლებული ბიზნესმენის მიმართ. სოციალურ ქსელში ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა ლევან ჯიბღაშვილის ბიზნესის გამჭვირვალეობის გადამოწმების სურვილი (ტენდერები, პირდაპირი შესყიდვები და ა.შ). მისი საქმიანობა მრავალ მიმართულებას და სფეროს მოიცავს. ჯიბღაშვილის მფლობელობაშია (თანაპარტნიორია) შემდეგი კომპანიები: შპს “სუსი”, შპს “ჩაიხანა გუდაური”, შპს “ლტმ”, შპს “მენეჯმენტ შიშა”, ...

Read More »

გურამ წიბახაშვილის გამოფენა – „ზამთარი გადატანილია“, თიბისის მხარდაჭერით, ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა

გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“, თიბისის მხარდაჭერით, ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა

ახალ სახელოვნებო სივრცეში – „ბარნოვის ხელოვნების სახლში“, თიბისის მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის გამოფენა – „ზამთარი გადატანილია“ ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების  ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა. წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით: „ტყუილი ქვეყანა იშლებოდა. გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო. როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიცგადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა. ...

Read More »

“მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა”

"მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა"

მას შემდეგ რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან მეტროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტზე მუშაობა დაწყებულია, მათ შორის ძალოვანი კაბელის გამოცვლის პროექტზე. “პრობლემები არის. მთავრობის გასულ სხდომებზე გავაკეთე განცხადება ზუსტად იმაზე, რომ დაწყებული გვაქვს პროექტი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს იქნება ახალი, ევროპული ...

Read More »

დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის შესახებ არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. ...

Read More »

ერთ თვეში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 5%-ით გაიზარდა

ერთ თვეში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 5%-ით გაიზარდა

ერთ თვეში მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი აპრილისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 5,7%-ით მოიმატა და 22,7% შეადგინა (მარტში – 17%). უცხოურ ვალუტაში ზრდა კი არ დაფიქსირებულა. 1-ლი აპრილისთვის, ისევე როგორც 1-ლი მარტისთვის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 6,2% შეადგინა. რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს, ...

Read More »