Home » 2019 » April (page 20)

Monthly Archives: April 2019

„ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა

ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სანიმუშო ქვეყნის სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია ავსტრიაში, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე საპატიო სტატუსით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. კონგრესის ფარგლებში დღევანდელი სესია ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით სპეციალურად საქართველოს მიღწევებს მიეძღვნა. სესიაზე საქართველოს მსოფლიოში პირველი ...

Read More »

“ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, ყველა დასახლებულ პუნქტში ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები ისწავლებოდეს”

"ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, ყველა დასახლებულ პუნქტში ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები ისწავლებოდეს"

ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში  ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები ისწავლებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქართული საგალობლები მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, ...

Read More »

„იდება სამმხრივი შეთანხმებები, ინვესტორი ძალიან მკაფიოდ ჩამოთვლის, თუ რა სოციალურ პასუხისმგებლობებს იღებს“

„იდება სამმხრივი შეთანხმებები, ინვესტორი ძალიან მკაფიოდ ჩამოთვლის, თუ რა სოციალურ პასუხისმგებლობებს იღებს“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ მოსახლეობა ხელს შეუწყობს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას და ამ კუთხით სახელმწიფოს, ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგი გააქტიურდება. „ენერგეტიკის სფეროში ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვაგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლაც პრობლემის წინაშე დავდექით. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სამმხრივი დიალოგის წარმოება ინვესტორს, სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. გვაქვს ცალკეული მაგალითები, როდესაც სამმხრივი შეთანხმებები იდება, როდესაც ...

Read More »

Young Lions Georgia 2019-ის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

Young Lions Georgia 2019-ის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

კანის კრეატიული ფესტივალის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2019 დაიწყო. კონკურსის ოფიციალური გახსნისღონისძიება, 12 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში აიღებს სტარტს.  400-მდე ქართული სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ გამოვლენილი 5 გამარჯვებული გუნდი, 2019 წლის 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე ...

Read More »

KING DAVID – ფერდობის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, მერიის ტენდერი კომპლექსის ფერდობს არ ეხებოდა

KING DAVID-ის ფერდობის მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გამო, „Rezid Holding GmbH” (მრავალფუნქციური კომპლექს KING DAVID – ის მფლობელი) ეხმაურება მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს. კითხვა #1: არის თუ არა საფრთხის შემცველი KING DAVID – ის ფერდობი და ჩატარდა თუ არა მშენებლობის დაწყების წინ კლდის აღნიშნულ მონაკვეთზე გეოლოგიური კვლევა? კითხვას პასუხობს KING DAVID – ის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ...

Read More »

კახა კალაძე – ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს

კახა კალაძე - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს

ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ტაქსის მძღოლებისთვის პრობლემა ყოფილიყო, თბილისის მერიამ გაითვალისწინა. „ყველა მძღოლმა ძალიან კარგად იცის, რომ პირიქით, ფირის გადაკვრა ინახავს საღებავს, იცავს კენჭებისგან, გაფხაჭნისგან, დაზიანებებისგან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. საკუთარ ავტომობილზე მაქვს გადაკრული და ვიცი, რამდენად კარგია. ყველა ...

Read More »

აკაკი ზოიძე – ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი

აკაკი ზოიძე - ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი

ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი – ეს არის დისბალანსი, რაც სისტემაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს სისტემის სრულყოფა და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ სწორედ ექთნის პროფესია აირჩიონ. პარლამენტში „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ექთნების შრომის პირობებს ასახავს. როგორც ...

Read More »

შესაძლებელია თუ არა 2500-ლარიანი შემოსავლით იპოთეკური სესხის აღება – ეროვნული ბანკის განმარტება

შესაძლებელია თუ არა 2500-ლარიანი შემოსავლით იპოთეკური სესხის აღება - ეროვნული ბანკის განმარტება

შესაძლებელია თუ არა ბინის შესაძენად 2500-ლარიანი შემოსავლით იპოთეკური სესხის აღება პირველ იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების პირობებში, – ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ თუ მოქალაქეს ან ოჯახს შემოსავალი თვეში 2500 ლარი აქვს, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის მეშვეობით შეუძლია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ამ თემაზე კითხვა პარლამენტში მიმდინარე განხილვისას დაუსვეს: „ახლად დაქორწინებულ წყვილს, რომელსაც ჯამში, ყოველთვე 2000-2500 ლარის შემოსავალი ...

Read More »

“თითქმის დაინგრა მეტროსადგურები, მეტრო პარალიზების წინაშეა”

"თითქმის დაინგრა მეტროსადგურები, მეტრო პარალიზების წინაშეა"

“ქალაქის მერი, თითქმის ორი წელი ლაპარაკობს, რომ აღვადგენთ, გავარემონტებთ, გავაკეთებთ, და ამ დროს თითქმის დაინგრა მთლიანად მეტროსადგურები. ლაპარაკით ილაპარაკოს, მაგრამ რეალურად ჩვენ გაკეთებულს ვერ ვხედავთ,” – აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისი თქმით, მეტროსადგურებში არსებული მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ მეტრო ფაქტობრივად პარალიზების წინაშეა. “უკვე უძლურები არიან, დამალონ ის ფაქტები, რომ მეტრო არის პარალიზების წინაშე. თითქმის დღე არ ...

Read More »

ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

„ცხოვრება სისხლდენის გარეშე“- ქართველ პაციენტებს საკუთარ გამოცდილებას ლიტველი პაციენტი გიტის კირველა გაუზიარებს  13 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდით, ასევე  კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა «ახალი სიცოცხლის» ხელშეწყობით ეწყობა. კონფერენცია მიზნად ისახავს  ჰემოფილიის მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობის ...

Read More »