Home » 2019 » April » 25

Daily Archives: April 25, 2019

საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 209.4 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 209.4 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი აპრილისათვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 209.4 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით მეტი). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 157.4 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 366.8 მლნ ...

Read More »

მარტში ბანკების მთლიანი აქტივები 464.7 მლნ ლარით, ანუ 1.2%-ით გაიზარდა

მარტში ბანკების მთლიანი აქტივები 464.7 მლნ ლარით, ანუ 1.2%-ით გაიზარდა

მარტში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 464.7 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით) და 2019 წლის პირველი აპრილისთვის 39.4 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია. 2019 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; ...

Read More »

1-ლი აპრილის მდგომარეობით, ლარში სესხების 43.29 პროცენტია გაცემულია

1-ლი აპრილის მდგომარეობით, ლარში სესხების 43.29 პროცენტია გაცემულია

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 1.8 პროცენტით მეტი). 2019 წლის მარტის  განმავლობაში 0.5 პროცენტით ანუ 68.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა ...

Read More »

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 316.7 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 316.7 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 316.7 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 26.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.9 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) ...

Read More »

Dapp – თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია

Dapp - თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია

დაპი თიბისი დაზღვევის მობილე აპლიკაციაა, მისი დახმარებით შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავოდამატებითი შემოსავალი. როგორ მუშაობს თუ შენს სამეგობროში ან სანაცნობოში ვინმეს მანქანის ან სახლის დაზღვევა სურს, დაპპ-ის დახმარებით შეგიძლია მისისაკონტაქტო ინფორმაცია თიბისი დაზღვევაში გააგზავნო. უფრო კონკრეტულად აპლიკაციაში უნდა შეიყვანო დაინტერესებული პირის ტელეფონის და პირადი ნომერი და მას თიბისი დაზღვევისმენეჯერები ავტომატურად დაუკავშირდებიან. Dapp – ის საშუალებით ასევე შეგიძლია, თვალი ადევნო შენ მიერშევსებული ...

Read More »

მეტრო ისე ხშირად ჩერდება, რომ ხალხს უკვე მგზავრობის ეშინია

მეტრო ისე ხშირად ჩერდება, რომ ხალხს უკვე მგზავრობის ეშინია

მეტრო ბოლოს იმდენჯერ გაჩერდა, რომ ბევრი თბილისელი ან დედაქალაქის სტუმარი უკვე თავისდაუნებურად მგზავრობას ერიდება. საქალაქო ტრანსპორტი კი, შედეგად, კიდევ უფრო გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ქალაქში საცობების რაოდენობა და ინტენსივობა იზრდება, ზოგიერთი მონაკვეთი კი პერმანენტულად პარალიზებულია. ერთერთმა მგზავრმა რეზონასს განუცხადა, რომ მეტროპოლიტენით ვეღარ მგზავრობს და მის ახლობლებსაც აფრთხილებს. “ბოლო დროს იმდენჯერ გაჩერდა მეტრო, რომ აღარ ჩავდივარ, შიშის გრძნობა და დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა, ...

Read More »

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

მგზავრობისას ბილეთის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე. ასევე მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს ...

Read More »

მაჭავარიანი – სასამართლო შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება

მაჭავარიანი - სასამართლო შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება

სასამართლო, როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „საკუთრების უფლება დარწმუნებული ვარ, რომ ასე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლა. არა მგონია, რომ სასამართლოს რეფორმა და მასთან დაკავშირებული ბოლოდრონდელი თემები უკავშირდებოდეს უსათუოდ საკუთრების უფლებას ან ეკონომიკურ თემებს. სად ვხედავ მე ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქციას სთავაზობს

„ვითიბი ბანკმა“ მომხმარებელს სამომხმარებლო სესხზე საგაზაფხულო აქცია შესთავაზა, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდებობით 45 000-ლარამდე თანხის აღება არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკიდის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელია. აქციის ფარგლებში, გადახდების დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი. როგორც ბანკში განმარტავენ, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან, ეფექტური 12,8%-დან იწყება. „ვითიბიში სესხის აღება გამარტივებული წესით ...

Read More »

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას. ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში ...

Read More »