Home » 2019 » April » 24

Daily Archives: April 24, 2019

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულებებსა და ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიებზე. „საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით. ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით ...

Read More »

პსც-ს პასუხი 116-ე საჯარო სკოლის განცხადებაზე

პსც-ს პასუხი 116-ე საჯარო სკოლის განცხადებაზე

116-ე საჯარო სკოლის „ადმინისტრაციის“ არაპროფესიონალურ განცხადებას და მის თავის მართლებას პირველივე წინადადებიდანვე ვუპაუხებთ: დისკრედიტაციას როგორ უნდა ვცდილობდეთ იმ სკოლისას, რომლის ადმინისტრაცია – ე.წ. დირექტორიც და მისი მოადგილეც, მათი შავ-ბენელი საქმიანობიდან, ისედაც ყელამდე ლაფში არიან ამოსვრილები. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი  კი აქ არაფერ შუაშია. პედაგოგები ისედაც ღიად თუ ფარულად უპირისპირდებიან დირექციას და დირექციის პედაგოგებთან გაიგივება ერთგვარი გულუბრყვილო ფანდია. 116-ე საჯარო სკოლაში არსებულ ...

Read More »

ავტომანქანის მფლობელი, მაგრამ მართვის მოწმობის არ მქონე პირი, დარღვევისას თავად დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭესთან სხვა იჯდება

ავტომანქანის მფლობელი, მაგრამ მართვის მოწმობის არ მქონე პირი, დარღვევისას თავად დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭესთან სხვა იჯდება

პირებს, რომლებიც ავტომანქანას ფლობენ, მაგრამ მართვის მოწმობა არ აქვთ, ე.წ. ჭკვიანი კამერით სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმებენ და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ საჭესთან თავად არ ისხდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მანქანის მფლობელს საშუალება ექნება, სანქცია თავიდან აიცილოს იმ შემთხვევაში, თუ რეალურ სამართალდამრღვევს წარადგენს. ცვლილებებს ადმინისტრაციულ ...

Read More »

შავ ზღვაში ამერიკულ გემს 2 რუსული სამხედრო გემი დაედევნა

შავ ზღვაში ამერიკულ გემს 2 რუსული სამხედრო გემი დაედევნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ Ross-ს ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა. მისი თქმით, რუსეთისთვის დამახასიათებელია, ამერიკის მხრიდან მსგავს აქტივობებსთვის თვალყურის დევნება. „ზოგადად მოგახსენებთ, რომ ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალყური ადევნონ ან გამოედევნონ ასეთ აქტივობებს, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მიერ როცა ხდება საზღვაო გემების განლაგება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება საერთაშორისო ...

Read More »

m²-ის ახალი პროექტი რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება

m²-ის ახალი პროექტი რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება

 m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“  2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს. „ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, 2019 წლის დეკემბერში ...

Read More »

ირმა ინაშვილი მოსწავლეთა უფასო კვებით უზრუნველყოფის იდეით გამოდის

ირმა ინაშვილი მოსწავლეთა უფასო კვებით უზრუნველყოფის იდეით გამოდის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, რომ 1-დან მე-7 კლასის ჩათვლით, ხოლო მომდევნო ეტაპზე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა კვება იყოს უფასო. “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება, თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ამ დღეებში არა ერთი რაიონის მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს ვესაუბრე. როგორც ირკვევა, სკოლის სასადილოებში ეს პრაქტიკა ...

Read More »

რა კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმება

რა კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმება

პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვერ შეძლებს. ამ თემაზე ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული და კონკრეტული დეტალები – თუ რამდენ ადამიანს შეეხება ან რა სპეციალობებზე იქნება გაცემული პორტუგალიაში ოფიციალურად მუშაობის ნებართვა, ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა შესაბამის მხარეებთან. ამის შესახებ „რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა. „ამ ეტაპზე პორტუგალიასთან დაკავშირებით გვაქვს მხოლოდ ის, რომ პოლიტიკურ დონეზე ნება ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (Net Stable Funding Ratio (NSFR)) შესახებ დებულება დაამტკიცა, რომლის მიზანს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, ახალი პრუდენციული კოეფიციენტის მოთხოვნის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური უნდა იყოს. ამასთანავე, რეგულაცია ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადიანობის ტრანსფორმაციით (როდესაც ბანკი იზიდავს მოკლევადიან სახსრებს ...

Read More »

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროს მომსახურება უფასო იქნება, – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ განაცხადა. „ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ რვა მარშრუტია. 28 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი, ხოლო ...

Read More »

ნათია თურნავა – საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ნათია თურნავა - საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშნელოვნად გაიზრდება – ეს საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას განიხილა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ. თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ...

Read More »