Home » 2019 » April » 23 (page 3)

Daily Archives: April 23, 2019

ქართული წყალი უცხოეთში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება – მწარმოებელი კომპანიების ნაწილს კი ექსპორტზე გასვლა უჭირს

ქართული წყალი უცხოეთში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება - მწარმოებელი კომპანიების ნაწილს კი ექსპორტზე გასვლა უჭირს

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ზრდის პარალელურად, ადგილობრივი კომპანიების ნაწილი დამატებითი ბაზრების მოძიებას იწყებს, ნაწილი კი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ქართულ წყალზე უცხოეთში მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, 2019 წელს 27,233 მლნ ლიტრი (17, 851 მლნ დოლარი) პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ...

Read More »

„მოსახლეობას ვაფრთხილებ, გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით”

„მოსახლეობას ვაფრთხილებ, გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით"

ბოლო დროს პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები გახშირებულია, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. მან მოსახლეობას მოუწოდა, აღნიშნული კუთხით სიფრთხილე გამოიჩინონ და არ განათავსოს პირადი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში. „მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები საკმაოდ გაზრდილია. ბოლო დროს გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით. მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, თქვენ ხართ პირველი თავდაცვის მექანიზმი საკუთარი ინფორმაციის დაცვისთვის ...

Read More »