Home » 2019 » April » 23

Daily Archives: April 23, 2019

ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო – კოვზანაძე

ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო - კოვზანაძე

ეროვნულ ბანკს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმა რომ არ განეხორციელებინა, შესაძლოა სისტემური ფინანსური რისკი მიგვეღო, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანისსაკომიტეტო მოსმენის შეჯამებისას გააკეთა. “ეს არის ამ რისკის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯი. სხვა საკითხია, სად უნდა ყოფილიყო მაღალი, შედარებით მკაცრი კოეფიციენტები ან სად უნდა მოგვეშვა, მაგრამ ცენტრალური ბანკი არის დამოუკიდებელი და მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ...

Read More »

დონალდ ტრამპი – New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს

დონალდ ტრამპი - New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს

გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „მაინტერსებს, მომიხდის თუ არა New York Times მეორედ ბოდიშს, როგორც მათ ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს, თუმცა, ამჯერად ეს უფრო დიდი და უკეთესი ბოდიში იქნება. მათ მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევთ. ნამდვილად ხალხის მტრები არიან“, ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – დიახ, ჩვენ მივედით ხელისუფლებასთან

მამუკა ხაზარაძე - დიახ, ჩვენ მივედით ხელისუფლებასთან

საუკუნის პროექტად მონათლული ანაკლიის პორტი დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორების მოძიების პროცესშია. მანამ, სანამ უცხოელი პარტნიორები პროექტში ასობით მილიონი დოლარის ჩადების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ღიად რჩება სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები – საინვესტიციო ბანკები მათი ნაწილის შეცვლას ითხოვენ. ამავე დროს კი ტენდერის გამოცხადებიდან და პორტის მშენებელი კომპანიის დასახელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურების თავდასხმისა თუ კრიტიკის ობიექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ...

Read More »

„ოკრიბა“ შესაძლოა, თბილისის მოლის მიმდებარედ გადავიდეს

„ოკრიბა“ შესაძლოა, თბილისის მოლის მიმდებარედ გადავიდეს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 46 მიმდინარე, 313 დაბლოკილი, 845 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 19 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია. „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც „ოკრიბას“ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ გადატანას გულისხმობს. „დიდუბის ავტო სადგურ “ოკრიბა”-დან ავტობუსების და სამარშრუტოების მიმართულება ძირითადად დასავლეთ საქართველოში გადის. აქედან გამომდინარე ყველა სამარშრუტოს უწევს საკმაოდ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – თანამედროვე ტექნოლოგიები საბანკო სექტორს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს

ირაკლი კოვზანაძე - თანამედროვე ტექნოლოგიები საბანკო სექტორს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს

თანამედროვე ტექნოლოგიები საბანკო-საფინანსო სექტორში რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს, ახალი გამოწვევების დაძლევაზე ფიქრი და მზადება კი დღეიდან უნდა დავიწყოთ, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „მომავლის ბანკის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. მისი თქმით, მოსახლეობაში ინტერნეტიზაციის ზრდის, მისი გაიაფების და სერვისების დიგიტალიზაციის კვალდაკვალ ფუნდამენტურად იცვლება საბანკო დაწესებულებების ტრადიციული სახე და მომსახურეობის ფორმები. „ელექტრონული სერვისების განვითარების ფონზე, უახლოესი 10-12 ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“

ივანე მაჭავარიანი - სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“

ივანე მაჭავარიანი „ომეგას“ წარმომადგენელს – კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ – სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის კითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე. მაჭავარიანის თქმით, „ომეგა“ კაპიკის გადამხდელი არ არის ბიუჯეტში. „მგონია, რომ ქართული ...

Read More »

„გვენეტაძესა და ჩემს მიდგომებს შორის სხვაობა ის არის, რომ ის ამბობს – 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში, მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ“

„გვენეტაძესა და ჩემს მიდგომებს შორის სხვაობა ის არის, რომ ის ამბობს - 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში, მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ“

ფინანსთა მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მისი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიდგომებშია, რისი ილუსტრირებისთვისაც თინეიჯერი შვილის მაგალითი მოიყვანა. „პოპულარულ და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე, ვისაც თინეიჯერი შვილი გყავთ, ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდეს, რამე არ დაუშავდეს. სხვაობა ბატონ კობასა და ...

Read More »

გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში

გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალ დონეს. აღნიშნულის შესახებ ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „მინდა განვმარტო რა არის საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა – ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში,საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის ...

Read More »

„საწვავის ბაზარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ ბაზრად რჩება, სადაც მწვავედ დგას ოლიგოპოლიის პრობლემა”

„საწვავის ბაზარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ ბაზრად რჩება, სადაც მწვავედ დგას ოლიგოპოლიის პრობლემა”

„საწვავის ბაზარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ ბაზრად რჩება, სადაც მწვავედ დგას ოლიგოპოლიის პრობლემა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საწვავის ბაზარს ეხება. კვლევის ავტორი ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარია. მან ჟურნალისტებს კვლევის შედეგები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. როგორც ბაირახტარი აცხადებს, მართალია, ბაზარზე რამდენიმე ათეული ახალი კომპანიაა შემოსული, მაგრამ ისინი ...

Read More »

„როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო, ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში?“

„როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო, ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში?“

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში ისევ?! – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს უსმენენ. დეპუტატმა ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და დაინტერესდა – საწვავზე აქციზის გადასახადის მატებასთან ერთად რატომ არ იზრდება საწვავის ხარისხი. ...

Read More »