Home » 2019 » April » 22

Daily Archives: April 22, 2019

ეროვნული ბანკი საბანკო-საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი საბანკო-საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. “ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე ...

Read More »

“აგენტურულ საქმიანობაზე საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, აქედან 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია“

“აგენტურულ საქმიანობაზე საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, აქედან 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, რომელთა შორის 37 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ესენი აქტიური პირები არიან, რომელთა ნაწილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მისივე თქმით, “მთავარი არ არის დაკავება – შეიძლება მათი განეიტრალებაც“. “რბილი ძალის“ მეშვეობით ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისევე როგორც მასმედიაზე. რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკის სამინისტრომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად მიმართა. ამასთან, უწყება იმ სარგებელზე საუბრობს, რასაც სამინისტროს განმარტებით, ხეობაში მცირე ჰესების პროექტის განხორციელება მოიტანს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და ...

Read More »

ალჟირში ყველა მილიარდერი დააპატიმრეს

ალჟირში ყველა მილიარდერი დააპატიმრეს

კორუფციული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში ალჟირში 5 ადგილობრივი მილიარდერი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლებამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ბიზნესმენი ისად რებრაბი დააპატიმრა, რომლის ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, $3,8 მლრდ–ს შეადგენს. ასევე დააპატიმრეს კუნინეფების ოჯახის წევრი ოთხი ძმა, რომლებიც ალჟირის ყოფილ პრეზიდენტთან აბდელაზიზ ბუტეფრიკთან დაახლოებული პირები არიან. PIA.GE

Read More »

„თუ უარს ვიტყვით ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე, წარმოუდგენელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა“

„თუ უარს ვიტყვით ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე, წარმოუდგენელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობის გუშინ პანკისში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, ანუ გვაქვს განვითარებადი ტიპის ეკონომიკა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უამრავი გამოწვევა ბევრი მიმართულებით; მათ შორის, ეს არის ადამიანური განვითარების, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ უამრავი ობიექტია ინფრასტრუქტურულად გაუმართავი, ანუ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ...

Read More »

გალერია თბილისში ახალი ბრენდების მაღაზიები გაიხსნა

გალერია თბილისში ახალი ბრენდების მაღაზიები გაიხსნა

 გალერია თბილისში ორი ახალი ბრენდის – ჩაცმას და Mayoral-ის მაღაზიები გაიხსნა. ორივე ახალი სავაჭრო ობიექტი გალერია თბილისის მე-3 სართულზე მდებარეობს. ჩაცმა კონცეპტუალური მაღაზიაა და მასში წარმოდგენილია  შემდეგი ქართველი დიზაინერების მაღალი ხაზის პროდუქცია: Mariam Gvasalia, Mariam Oniani, Maroma Collection, makmari, 2Ta, Le Tissu, Beach Robes, Gepherrini, Woyoyo, Ethere Accessorie. Mayoral კი ბავშვის ტანსაცმლის ესპანური ბრენდია.

Read More »

აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს

აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს

თიბისი დაზღვევა ფერმერებს მოსავლის დაზღვევას სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია. აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. აგროდაზღვევა აზღვევს მათ შემდეგი რისკებისგან:  სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი ...

Read More »

გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2.4 მლრდ ლარი დახარჯა

გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2.4 მლრდ ლარი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა 2018 წლის სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2,4 მლრდ ლარი დახარჯა. კერძოდ, საგარეო ვალის დაფარვაზე გასულ წელს 984 მლნ ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალზე კი 1,496 მლნ ლარი. ამასთან, შეჯამებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალის დასაფარად ყველაზე დიდი ხარჯის გაღება საქართველოს უახლოეს წლებში – 2021 წელს მოუწევს, რადგან უნდა ...

Read More »

აბასთუმანში 1000 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი და თანამედროვე ავტოსადგური მოეწყობა

აბასთუმანში 1000 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი და თანამედროვე ავტოსადგური მოეწყობა

 აბასთუმანში სადგური და ღია ავტოსადგომი მოეწყობა, რაზეც დაახლოებით 9,28 მლნ ლარი დაიხარჯება. ავტოსადგომი 4,2 ჰა-ზე მოეწყობა და გათვლილი იქნება 1000 ავტომობილზე, აქედან 200 ავტოსადგომი ელექტრო მანქანისთვის, სატენი პორტალების პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი. ამავდროულად გათვალისწინებულია 150 ადამიანზე გათვლილი მცირე სადგურის მოწყობა. იგეგმება შიდა სივრცის მოწყობა, ოფისი სადგურისა და ავტოსადგომის მენეჯმენტისთვის, ბილეთების სალაროები, საერთო მოსაცდელი სკამებით ...

Read More »

„ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში იგეგმება, საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერს წარმოადგენს“

„ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში იგეგმება, საქართველოს ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის არაფერს წარმოადგენს“

პანკისის ხეობაში ხუთ მეგავატიან ჰესს გარემოზე სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ალაზნის პირას საძოვრებს დაკარგავენ, აზრს მოკლებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რევაზ არველაძემ განაცხადა. „ჰესების მშენებლობას ყველგან რომ მოსახლეობის წინააღმდეგობა შეხვდა, ეს მოსახლეობის გაუთვითცნობიერებულობაა. ნებისმიერი ობიექტი, რაც არ უნდა ააშენო, გარემოზე გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. რაც დიდია ობიექტი, ასეთი გავლენა მით მეტი იქნება. რაც შეეხება პანკისის მცირე ჰიდროელექტოსადგურს, 5 მეგავატიანს, ...

Read More »