Home » 2019 » April » 19

Daily Archives: April 19, 2019

„ენერგეტიკა და ტრანსპორტი უნდა იყოს ძირითადი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში“ – ნათია თურნავა

„ენერგეტიკა და ტრანსპორტი უნდა იყოს ძირითადი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში“ - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყებამ უნდა მოახერხოს და ენერგეტიკის და ტრანსპორტის დარგები წინმსწრები ტემპებით განავითაროს მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. „არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, არის ერთ-ერთი მაღალი რეგიონში. ეს არის ის მონაპოვარი და შედეგი, რაც ჩვენი გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ დღემდე მოიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა არსებულ რესურსს მისი დაჩქარების, თუკი ასეთი არსებობს, გამოვიყენებთ. ჩვენი სამინისტრო კომპლექსური სამინისტროა, ...

Read More »

2018 წელს 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო

2018 წელს 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო

საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო. ერთ წელში 57 ერთეულითაა გაზრდილი ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება უფიქსირდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. ამასთან, ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი, მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ...

Read More »

“ვაღიაროთ, რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს”

"ვაღიაროთ, რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს"

“ვაღიაროთ: რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება. რეფორმები მეტწილად არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს,”  ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ facebook-ის პოსტში წერს, რომელშიც Fifch-ის მიერ ორი წამყვანი ბანკისთვის რეიტინგის გაუარესებას ეხმაურება. კობა გვენეტაძის განმარტებით მთავარი მიზეზი, რიკებია, რომლებიც საცალო სესხების სწრაფმა ზრდამ და უცხოური ვალუტით დიდი მოცულობით დაკრედიტებამ გამოიწვია. გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თებერვალში სწორეს საბანკო ...

Read More »

„ლაზიერი“ „არეა ექსპო 2019“-ზე მომხმარებელს ფასდაკლებებსა და სხვა საინტერესო შეთავაზებებს წარუდგენს

„ლაზიერი“ „არეა ექსპო 2019“-ზე მომხმარებელს ფასდაკლებებსა და სხვა საინტერესო შეთავაზებებს წარუდგენს

„არეა ექსპო 2019“-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა 4 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ყველაზე დიდ დარბაზში აიღებს სტარტს და ქართველ მომხმარებელს უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიების პროდუქტს წარუდგენს. კომპანია „ლაზიერი“ ერთ-ერთია იმ ქართული კომპანიებიდან, რომლებიც გამოფენაზე თავიანთ პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებელს. კომპანია უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენის სპონსორია.  „ლაზიერი“ ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე ...

Read More »

ბახტაძე – მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში და ჩემი ფასეულობები მაქვს

ბახტაძე - მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში და ჩემი ფასეულობები მაქვს

„ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ყველგან ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს, იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის განცხადებით, 20 სკოლაა უკვე გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას, საგალობელს და დამატებით კიდევ ექვსი სკოლა გაიხსნება. „ეს საკითხი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ემოციურ ...

Read More »

ქართული იურიდიული ფირმები ლეგალ 500-ის რეინტინგში წამყვან პოზიციებზე არიან

ქართული იურიდიული ფირმები ლეგალ 500-ის რეინტინგში წამყვან პოზიციებზე არიან

საერთაშორისო და სარეიტინგო გზამკვლევი, ლეგალ 500 მიმდინარე წლის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის მიხედვით, ქართული იურიდიული ფირმები ლეგალ 500 -ის რეინტინგში წამყვან პოზიციებზე არიან. ჩამონათვალში მოხვდნენ შემდეგი ქართული კომპანიები: GLCC, BGI და BDO. ლეგალ 500 მონიტორინს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, აფასებს ფირმების საქმიანობას და ადგენს რეიტინგებს.

Read More »

გვენეტაძე – „ფიტჩი“ ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებს

გვენეტაძე - „ფიტჩი“ ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებს

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებსა და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ქვედა ზღვარის დაწესებას 200 ათასი ლარის ნიშნულზე, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. „ფიტჩმა“ „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურამდე შეუმცირა. გვენეტაძე განმარტავს, რა გახდა ამის მიზეზი. „მთავარი მიზეზი გასულ პერიოდში საცალო სესხების სწრაფი ზრდითა და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების შედეგად გამოწვეული რისკებია. ...

Read More »

თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს”  “ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.  გიორგი ბაჩიაშვილი რომელიც ფონდის დაფუძნების დღიდან იკავებდა აღმასრულებელი ...

Read More »

მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა

მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა

გასულ წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით შესაბამის უწყებას 11-ჯერ მეტმა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მიმართა, ვიდრე 2017 წელს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2016-2018 წლებში 7 286 მღვდელმსახურსა და სასულიერო სასწავლებელის მოსწავლეს გადაუვადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, თუმცა თუ 2016 წელს 426-მა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მოითხოვა გადავადება, 2017 წელს ...

Read More »

Samsung-ის 2000 დოლარიანი სმარტფონი Galaxy Fold რამდენიმე საათში ფუჭდება

Samsung-ის 2000 დოლარიანი სმარტფონი Galaxy Fold რამდენიმე საათში ფუჭდება

სამსუნგის დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 1 კვირაში იქნება, უდიდეს სკანდალში გაეხვა. ექსპერტების შეფასებით, კომპანიის პრობლემები ახლა შეიძლება იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ორი წლის წინ Galaxy note 7-ების მასობრივ აფეთქებებს მოჰყვა. იქამდე, სანამ მოწყობილობის გაყიდვებს დაიწყებდა, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ სმარტფონები ვიდეობლოგერებსა და ტექნიკურ მიმომხილველებს გადასცა, რათა მათ თავისი აზრი დაეფიქსირებინათ.  აღმოჩნდა, რომ ტელეფონის AMOLED ეკრანი ბლოგერთა უმეტესობას ...

Read More »