Home » 2019 » April » 18 (page 2)

Daily Archives: April 18, 2019

რატი აბულაძე – ქვეყანა საჭიროებს ეკონომიკური და პოლიტიკური მღელვარების დაწყნარებას

რატი აბულაძე - ქვეყანა საჭიროებს ეკონომიკური და პოლიტიკური მღელვარების დაწყნარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციების გაერთიანება, რომელთა რაოდენობა 70-ზე მეტია. დასაფასებელია ასოციაციის წევრების ანტერპრენერობა და ბიზნეს აქტივობა. აღსანიშნია მათი წვლილი ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების, ხალხის დასაქმების,  ბიუჯეტის შევსების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების ინიცირების, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის  მიმართულებით. თანამედროვე ბიზნეს სამყაროსათვის დამახასიათებელია  სწრაფვა, სხვადასხვა გზებით ბიზნესმა გავლენა მოახდინოს მთავრობასა ...

Read More »

რა გავლენას იქონიებს ეროვნული ბანკის რეგულაციები ეკონომიკაზე

რა გავლენას იქონიებს ეროვნული ბანკის რეგულაციები ეკონომიკაზე

ჭარბვალიანობის პრობლემასთან მიმართებით, წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიური განხილვა მიმდინარეობდა. ეკონომისტების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ იმ პრობლემატიკაზე, რაც საბანკო სექტორის აგრესიული დაკრედიტების პოლიტიკას თან სდევდა. ის რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წლების წინ უნდა გაეკეთებინა, 2019 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. საუბარია სებ-ის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომელმაც საფინანსო სექტორი ახალი რეალობის წინაშე დააყენა. რეგულაციების მიხედვით ერთი მხრივ ველურ საკრედიტო ბაზარზე ...

Read More »

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

ბილაინის მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

 საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანიასთან FlyHelp–ი თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა.  მომხმარებელი უბრალოდ ავსებს განაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით,  ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს 1800 ლარამდე ...

Read More »

ბანკების საქართველო – არ დარჩა დარგი, სადაც არაპროფილურმა ბიზნესმა კონკურენცია არ მოსპო

ბანკების საქართველო - არ დარჩა დარგი, სადაც არაპროფილურმა ბიზნესმა კონკურენცია არ მოსპო

ბანკების არაპროფილურმა საქმიანობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ფინანსურ სექტორს მსგავსი საქმიანობის შეზღუდვა დაუწესდა, თითქმის ყველა ბიზნესში მრავლადაა ბანკებთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიები, რომელთაც ფინანსურ რესურსზეც მეტი წვდომა აქვთ და კონკურენტების ჩამოშორებასაც ადვილად ახერხებენ. მშენებლობა, სადაზღვევო, ფარმაცევტული, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო ბიზნესი, მეღვინეობა და არა მხოლოდ ეს, საქართველოში დიდი ბანკების არაპროფილური საქმიანობის სფეროა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ყველა მომგებიანი ბიზნესი, რაც კი ქვეყანაში ...

Read More »

ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების ...

Read More »

თიბისიმ საერთაშორისო ორგანიზაცია Mckinsey-სთან ერთად ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

თიბისიმ საერთაშორისო ორგანიზაცია Mckinsey-სთან ერთად ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო

 თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას. ეჯაილი მსოფლიოს  წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას. თიბისის ...

Read More »

ფინკა ბანკის და “აგროსფეროს” სპეციალური შეთავაზება ფერმერებს – აგრო სესხი ექსკლუზიური პირობებით

ფინკა ბანკის და “აგროსფეროს” სპეციალური შეთავაზება ფერმერებს - აგრო სესხი ექსკლუზიური პირობებით

 2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) განისაზღვრა. ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას. აგრო სესხის ...

Read More »

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა რვა  გუნდი. A ჯგუფი: დინამო თბილისი (საქართველო),  ვულვერჰემფთონ უონდერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია). B ჯგუფი: სსფ-ს აკადემია (საქართველო), დინამო კიევი (უკრაინა), ფეიენოორდი როტერდამი (ჰოლანდია), სპორტინგი ბრაგა (პორტუგალია). ვიტალი დარასელიას სახელობის ...

Read More »

თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას დაშავებული მუშების საკითხზე განმარტებას აკეთებს

თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას დაშავებული მუშების საკითხზე განმარტებას აკეთებს

თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას დაშავებული სამი მუშის საკითხზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში გაჟღერებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, კერძოდ, გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს „პანორამა თბილისისა“ და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ...

Read More »

დიღმიდან გაგარინამდე “სწრაფი ავტობუსი” იმოძრავებს – ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

დიღმიდან გაგარინამდე "სწრაფი ავტობუსი" იმოძრავებს - ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

“აღმაშენებლის ძეგლიდან ჟვანიას მოედნამდე, ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებს” – ამის შესახებ “ავტორადიოს” ეთერში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა კომფორტულად, შუქნიშნების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. “ჩვენი მიზანია ავტობუსებით გადაადგილება გავხადოთ სწრაფი, კომფორტული, იმისთვის, რომ კერძო ავტომობილების მოხმარება შევამციროთ. ამასთან ერთად, ავტობუსების ზოლები უკვე მუშაობს. ჩვენ უცხოელი ექსპერტებისგან შევისწავლეთ ავტობუსების ზოლების ...

Read More »