Home » 2019 » April » 15 (page 2)

Daily Archives: April 15, 2019

რისი მოწყობა იგეგმება განახლებულ „მზიურში“

რისი მოწყობა იგეგმება განახლებულ „მზიურში“

რისი მოწყობა იგეგმება განახლებულ „მზიურში“ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის დასრულდება. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში კი მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის ...

Read More »

კრიზისი მეტროში – ემუქრება თუ არა “ყველაზე სწრაფ ტრანსპორტს” პარალიზება

კრიზისი მეტროში - ემუქრება თუ არა "ყველაზე სწრაფ ტრანსპორტს" პარალიზება

ყველაზე სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისელებისათვის ბოლო პერიოდში არც ისე სწრაფი გახდა. მეტრო “გოცირიძის” ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ვარკეთილის სადგური, სადაც ახალგარემონტებული ჭერი ჩამოინგრა კვლავ სარეაბილიტაციოა, თუმცა ტენდერი ჯერ ისევ არ გამოცხადებულა. ასევე გურამიშვილის სადგური, რომლის რეაბილიტაციაც დროში გაიწელა. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელშიც არაერთხელ გავრცელდა მგზავრების პოსტები, სადაც წერენ, რომ მეტრო დაზიანების გამო რამდენიმე წუთით შეფერხდა ან რომელიმე სადგურსა თუ ...

Read More »

„ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს? ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა“

„ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს? ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა“

„ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს?“ – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მან ხელისუფლების ცვლილების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლება მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვოს. „ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგონოთ, რომ ემართა სამართლიანად და გონივრულად სააკაშვილს, მთელი ეს განსაცდელი რომ აერიდებინა ჩვენი ხალხისთვის, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას გაეგრძელებინა…მაგრამ, ...

Read More »

ბავშვები სადეპორტო ციხეში, სადაც არც საჭმელია და არც ტუალეტი – ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვები სადეპორტო ციხეში, სადაც არც საჭმელია და არც ტუალეტი - ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. ანსამბლის წევრების თქმით, ამჟამად 15 ადამიანი სადეპორტაციო განყოფილებაში არიან გადაყვნილი, მათ შორის 4 ბავშვი, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. „ანსამბლი „გორდა“ 4 ბავშვთან და და რამდენიმე უფროსთან ერთად, მშობლებთან ერთად ჩავიდნენ ისრაელში მოწვევით ფესტივალზე. ყველა საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი დაამზადეს, გააკეთეს, ყველაფერი ჰქონდათ ხუთიანზე გაკეთებული, ჩავიდნენ იქ და იქ დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ...

Read More »

ნორვეგია ბეწვეულის წარმოებას აკრძალავს

ნორვეგია ბეწვეულის წარმოებას აკრძალავს

ნორვეგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან ქვეყანაში ბეწვეულის წარმოება აიკრძალება. აკრძალვის შემდეგ კი სახელმწიფო ფერმერებს კომპენსაციას გადაუხდის. ფერმერებს, რომლებიც კომპენსაციას მიიღებენ ეს გადაწყვეტილება „ისტორიულ უსამართლობად და ღალატად“ მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ამ სფეროში  500 ადამიანია დასაქმებული. ბიზნესის წლიური ბრუნვა კი 300 მილიონ კრონს შეადგენს.  ნორვეგიაზე მოდის მსოფლიოში წაულას ბეწვის წარმოების 1 და მელიას ბეწვის წარმოების 3 პროცენტი.

Read More »

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი იანვარ-მარტში 12.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საქართველოდან ექსპორტი 826 მილიონი დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1.98 მილიარდი დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ...

Read More »

კვლევის მიხედვით, მოზარდების 48 პროცენტს შეხება აქვს ონლაინ სამორინესთან

კვლევის მიხედვით, მოზარდების 48 პროცენტს შეხება აქვს ონლაინ სამორინესთან

არასამთავრობო ორგანიზაციის „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომ ლუდომანიის პრევენციის მიზნით, ორგანიზაციამ თბილისის სკოლებში ჩაატარა ლექცია-სემინარები, სადაც განხილული იყო ის შედეგები, რაც აზარტულ თამაშებს მოჰყვება. გუგა ბესელიას თქმით, ლექცია-სემინარების პარალელურად, ორგანიზაციამ თბილისის 10 სკოლაში ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-მა მოსწავლემ. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდების 48 პროცენტს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან. მისივე თქმით, გამოიკითხნენ სკოლის ...

Read More »

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ – აზარტული თამაშების ექსპანსია ქართულ სპორტში

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ - აზარტული თამაშების ექსპანსია ქართულ სპორტში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ახალი სახელწოდებით ტარდება. ნაცვლად „ეროვნული ლიგისა“ და „ეროვნული ლიგა2“-ისა, ჩემპიონატი ტარდება სახელწოდებით „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა2“. ამის თაობაზე ხელშეკრულება მარტში, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის გაფორმდა. კონტრაქტს ხელი კომპანია „კრისტალბეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კობა გიგლემიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოაწერეს. კონტრაქტი 2-წლიანია და ამ პერიოდში კრისტალბეთი ეროვნული ლიგის ...

Read More »

აშშ-ის საელჩომ „რუსთავი 2“-ს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა

აშშ-ის საელჩომ „რუსთავი 2“-ს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა

შაბათს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარი იყო, გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის ქართველი იუნკერის მხრიდან, თითქოს ამერიკელ იუნკერ გოგონაზე ძალადობა განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია პროვოკაციული იყო და მას არაფერი საერთო არ ჰქონდა რეალობასთან. საქმე ისაა, რომ სიუჟეტს ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ არავითარი ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა და „კურიერის“ მხრიდან მისი უარყოფა მოითხოვა. „რუსთავი 2“-ის ...

Read More »

ფულადი გზავნილების ნაკადი 4.5%-ით გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს მარტში ყველაზე მეტი

ფულადი გზავნილების ნაკადი 4.5%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს მარტში ყველაზე მეტი

2019 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი (371.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით (5.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი ...

Read More »