Home » 2019 » April » 11

Daily Archives: April 11, 2019

კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი – „ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ

კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი - „ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ

„ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ სოციალურ პროექტზე საუბრისას განუცხადა, რომელსაც კოლეჯი კომპანია „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ახორციელებს. მათე ტაკიძის განმარტებით, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. სასწავლო ტრენინგში ჩართვა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც “ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ეროვნულ გამოცდაზე უცხო ენის ჩასაბარებელ ტესტებში ცვლილება შევიდა

ეროვნულ გამოცდაზე უცხო ენის ჩასაბარებელ ტესტებში ცვლილება შევიდა

უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება. როგორც ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განუცხადა, ამ დავალების ამოღების გამო უცხო ენების ტესტის მაქსიმალური ქულა წელს 80 იქნება. “წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ...

Read More »

სახელმწიფო უწყებებში 2 თვეში 103 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა

სახელმწიფო უწყებებში 2 თვეში 103 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა

2019 წლის 2 თვეში საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.  კერძოდ, 2017 წლის იანვარ-თებერვალში სამოხელეო დანაშაულის 85 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წელს – 99, 2019 წლის 2 თვეში კი უკვე 103, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა. ცნობისთვის, დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას. უფრო კონკრეტულად კი, ...

Read More »

მთავრობამ მთის ფაკულტეტის შექმნაზე განკარგულება გამოსცა

მთავრობამ მთის ფაკულტეტის შექმნაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება. მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 ათასი ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს. გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების თანახმად, სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 550 ათასი ლარიც ...

Read More »

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა იწყება. დღეს პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. „დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვა მოხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს პროექტი, ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისით, გახდება ერთ-ერთი ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას

ივანე მაჭავარიანი - მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს ...

Read More »

მათე გაბიცინაშვილი – განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი

მათე გაბიცინაშვილი - განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი

“განვითარების ეკონომიკური თეორია გვაქვს არასწორი”, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ანალიტიკოსი, მათე გაბიცინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ყველანაირ საერთაშორისო რეკომენდაციებს ვასრულებთ. შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიხედვით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის სტატისტიკების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ უკვე მერამდენე წელია. doing business რეიტინგში უკვე მე-15 წელია ვბრდღვნით ყველაფერს (ცოტაც და პირველზე გადავაჭრით), ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიმართულებით იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე რეკომენდაციებია. ფაქტიურად ...

Read More »

„სმარტში“ სააღდგომო მზადება დაიწყო

განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო. ერთგული მომხმარებლისთვს ყველაზე გემრიელი შეთავაზება „სმარტისვე“ წარმოების სააღდგომო პასკებია. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება  7 ლარიდან იწყება. სააღდგომო პასკების წარმოების პროცესის გასაცნობად „სმარტის“ საწარმომ მედია ტურს უმასპინძლა. „“სმარტში“ აღდგომის ბრწყონვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო და „სმარტის“ ყველაზე გემრიელი ...

Read More »

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავზე დატანილ წარწერასთან დაკავწირებით,  საგარეო სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც „2020NEWS“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვარსკვლავზე ზურაბ ჟვანიას რეგალიად პრემიერ- მინისტრი იმიტომ მიეთითა, რომ მისი მოღვაწეობის გამნავლობაში, უმაღლესი თანამდებობა სწორედ პრემიერ-მინისტრის პოსტი იყო. „ევროპის საბჭოში მიღებული წესის თანახმად, ორგანიზაცია, ცალკეულ პიროვნებებს და პოლიტიკოსებს მოიხსენიებს იმ მაღალი რეგალიის მიხედვით, რაც მას უკავია, ან ეკავა კონკრეტულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, ბატონი , ზურაბ ჟვანია ...

Read More »