Home » 2019 » April » 10 (page 2)

Daily Archives: April 10, 2019

ბორში კომბოსტოს გარეშე, რომელსაც სოციალურად დაუცველებს აჭმევენ – რა ხდება უფასო სასადილოში

ბორში კომბოსტოს გარეშე, რომელსაც სოციალურად დაუცველებს აჭმევენ - რა ხდება უფასო სასადილოში

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს: „უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ. ბენეფიციარებს ეუბნებიან, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ. მეგონა, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე) ბორში ...

Read More »

ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გასვლისთვის ემზადება

ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გასვლისთვის ემზადება

აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა განუცხადა. წილოსანი ვერ აკონკრეტებს, როდიდან მოხვდება ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე, თუმცა აცხადებს, რომ ჩინურ მხარესთან ტექნიკური საკითხების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. „ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს. ეს პროცესი პირველ რიგში ...

Read More »

ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება

ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება

ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცადა. ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის 40%-იანი სხვაობაა საქართველოში და ამ კუთხით სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა თანაბარი ანაზღაურების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა და კანონში მსგავსი ჩანაწერი მას შემდეგ გაჩნდება, რაც დასრულდება კვლევა, რომელიც არათანაბარი ანაზღაურების ...

Read More »

ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ქართულ კინოწარმოებას დააფინანსებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების, სერიალების,  მათ შორის, ისტორიული სერიალების გადაღება. „ჩვენ გვაქვს უნიკალური ისტორია. უცხოელებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოზე ვესაუბრებოდი, დააფიქსირეს, რომ სულ ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი ისტორიით, ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საამაყო ფურცელი ისტორიაში. ამ მდარე სერიალებით ჩვენ მივდივართ ...

Read More »

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვას აწესებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვას აწესებს

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო. ინიციატივა ე.წ. დეპუტატს რაულ ლოლუას ეკუთვნის. მისი თქმით, „აკრძალვა პირველ ეტაპზე შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ“. „მოგვმართეს ვეტერანებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მათთან მიდიან ქართველი ეროვნების პირები, რომლებიც ომამდე ცხოვრობდნენ აფხაზეთში, შემდეგ დატოვეს აფხაზეთი და ითხოვენ ქონების ...

Read More »

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა“

„ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა“

“ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. “ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა! ასეთ, და გაცილებით მძიმე შინაარსის, შეტყობინებებს ბევრს ვიღებ როგორც fb-ზე, ისე სამსახურში. მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება ...

Read More »

ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს – რა ელის მომხმარებელს

ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს - რა ელის მომხმარებელს

მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს. ტენდენცია გრძელდება და იმპორტზე დამოკიდებულება მუდმივად მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება. საქართველოს 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ენერგეტიკაში 13%-იანი დეფიციტია. დაახლოებით ასეთი ვითარება იყო 2017 წელსაც. იმპორტი იმდენად სწრაფი ტემპით მატულობს, რომ შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომდევნო ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი – ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა

ბიძინა ივანიშვილი - ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა

მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს , ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურ იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ბიზნესისთვის ხიბლიანი პროექტი არ არის. “ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს,რომ ხუთ-ექვს წელიწადში ფული ამოიღოს, , მაქსიმუმ ათი წელიწადი-ეს ევროპული სტანდარტია და უფრო ...

Read More »

2019 წლის მონაცემებით, მეტროთი დღეში საშუალოდ 373 000 ადამიანი მგზავრობს

2019 წლის მონაცემებით, მეტროთი დღეში საშუალოდ 373 000 ადამიანი მგზავრობს

„მგზავრების რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი მეტროში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „მგზავრების რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი მეტროში. მაგალითად, 2016 წელს დღეში საშუალოდ მგზავრთა რაოდენობა იყო 273 ათასი და 2019 წელს ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 100 ათასით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ ...

Read More »

2017 წლიდან დღემდე მეტროს ვაგონების დაზიანების 731 შემთხვევა დაფიქსირდა

2017 წლიდან დღემდე მეტროს ვაგონების დაზიანების 731 შემთხვევა დაფიქსირდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სტატისტიკა მიმოიხილა თუ რამდენად ხშირად გამოდიოდა წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები მწყობრიდან. „რაც შეეხება სტატისტიკას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებზე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია როგორ იყო წლების განმავლობაში და როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს. 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა. 2018 წელს 305 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა. 2019 წელს გვაქვს 100 შემთხვევა, მათ ...

Read More »