Home » 2019 » April » 10

Daily Archives: April 10, 2019

ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ისნის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება: “გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში, წვნიანი კერძი კომბოსტოს გარეშე მზადდება. დამატებით ვრცელდება ფოტო, სადაც მხოლოდ სითხით სავსე თეფშია გადაღებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ უფასო სასადილოებში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აქვს გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში არსებულ შვიდივე სასადილოში, სადაც ბენეფიციარებს კონტრაქტორი ...

Read More »

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს თურქეთის ელჩი ეწვია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს თურქეთის ელჩი ეწვია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით საჯარო ლექციით თურქეთის ელჩი, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი ეწვია. მან სტუდენტებს საავიაციო სფეროში თურქეთის გამოცდილება, თურქულ საგრანტრო და სასტიპენდიო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები და ქართულ-თურქული თანამშრომლობის დეტალები გააცნო. თურქეთის ელჩთან შეხვედრას ადგილობრივი სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებიც: ჩინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჯერენ იოზგანმა საქართველოს ...

Read More »

„თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება – უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე

„თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება - უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე

ისარგებლეთ უპრეცედენტო შეთავაზებით ზაფხულის საბურავებზე „თეგეტაში“, შეიძინეთ Michelin-ის, Bridgestone-ის და Riken-ის ზაფხულის საბურავები მსუბუქი ან 4X4-ზე ავტომობილებისთვის და მიიღეთ უსასრულო გარანტია, რაც გულისხმობს ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, საბურავის უსასყიდლოდ აღდგენას ან საბურავის ღირებულების 80%-მდე თანხის ანაზღაურებას. ასევე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. თეგეტა მოტორსი „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც სასურველ მისამართზე ...

Read More »

კვლევის მიხედვით, პატრიარქს სრულად ენდობა მოსახლეობის 66.3%

კვლევის მიხედვით, პატრიარქს სრულად ენდობა მოსახლეობის 66.3%

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ენდობა, ვიდრე საპატრიარქოს. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში. კვლევის შედეგები დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, პატრიარქს სრულად ენდობა მოსახლეობის 66.3%, ხოლო საპატრიარქოს – 27.7%. ცხრილში მოცემულია მონაცემები კითხვაზე, რამდენად ენდობით: წყარო: CRRC კითხვაზე – რომელ რელიგიას ან აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს. გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენს ახალი მოადგილე ჰყავს

ბიზნესომბუდსმენს ახალი მოადგილე ჰყავს

 გურამ გიორგაძე ბიზნესომბუდსმენის ახალი მოადგილეა. გიორგაძე აპარატში  საბაჟო-საგადასახადო მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით საჯარო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. სამუშაო გამოცდილება 2019 წელი (მარტის თვიდან 10 აპრილამდე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების N1 სამმართველოს მთავარი აუდიტორი. 2014-2019 წლები – მივლენილი სპეციალისტი – ქ. თბილისის მთავარი პროკურატურა. 2013-2019 ...

Read More »

ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს – რა ხდება ბიზნეს ასოციაციაში

ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს - რა ხდება ბიზნეს ასოციაციაში

ლაშა პაპაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნას უარყოფს – ამის თაობაზე პაპაშვილმა მედიასთან საუბრისას განმარტა, როცა აღნიშნა შემდეგი: „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლის საკითხს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა, განვმარტავ შემდეგს: ა) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების შესაბამისად, ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს სრულად ახორციელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ესაა სოსო ფხაკაძე, რომელიც ...

Read More »

„თიბისი“ უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

„თიბისი“ უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 ...

Read More »

m² წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს

 „m² უძრავი ქონება“ წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს და განსხვავებული ცხოვრების სტილის მოყვარულ მომხმარებლებს ქალაქთან ახლოს  კერძო სახლების კომპლექსს სთავაზობს. კომპანია m² დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს.  ახალი  საცხოვრებელი უბანი უნიკალურია მისი კონცეფციით და მდებარეობით, სადაც თქვენ თავისუფლების მოედნიდან მანქანით სულ რაღაც 10 წუთში მოხვდებით.  მობინადრეებს სახლები  დასრულებული სახით – რემონტით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდებათ. ახალი უბნის მშენებლობაში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ...

Read More »

“ფეისბუქის” მეშვეობით ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონებების გაზიარებას შეძლებს

"ფეისბუქის" მეშვეობით ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონებების გაზიარებას შეძლებს

“ფეისბუქი”მორიგ სიახლეს გეგმავს. სოციალური ქსელის გიგანტი ერთ-ერთ გავრცელებულ და უსიამოვნო პრობლემას აღმოფხვრის: მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ. ამ ეტაპზე “საიტის ალგორითმი  მომხმარებელს მაინც სთავაზობს იმ მეგობრებისთვის დაბადების დღის მილოცვასა თუ ღონისძიებებზე დაპატიჟებას, რომლებიც გარდაცვლილები არიან. კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ “ფეისბუქის” გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად პროფილი განცალკევებით იყოს და მათი “თაიმლაინი” ხელშეუხებელი დარჩეს. ...

Read More »