Home » 2019 » April » 09

Daily Archives: April 9, 2019

ნიკოლოზ გამყრელიძე: BAG-ის წევრები პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ელოდებიან

ნიკოლოზ გამყრელიძე: BAG-ის წევრები პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ელოდებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, კომპანია “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ასოციაციის წევრები პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ელოდებიან. ამის შესახებ გამყრელიძემ bm.ge-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თანამდებობიდან წასვლის და მის ნაცვლად BAG-ის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნის კომენტირებისას განუცხადა. „ამ ეტაპზე გამიჭირდება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება სოსო ფხაკაძე. ჩვენ ...

Read More »

ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი

ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ხორბლის მოსავალი დაახლოებით 2,66 მილიარდი ტონა იქნება, რაც აუცილებელზე 30 მილიონი ტონით ნაკლებია. როგორც Euronews-ი წერს, შიმშილის საფრთხე ჯერჯერობით არ არის, რადგან გასული წლის მარაგს გამოიყენებენ. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მარაგი 44 მილიონი ტონით შემცირდება. მოსავლის შემცირებას გასული წლის გვალვებს უკავშირებენ, რის გამოც ...

Read More »

„ბიზნესასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის არჩევაზე საუბარი ნაადრევია“

„ბიზნესასოციაციის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის არჩევაზე საუბარი ნაადრევია“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, კომპანია “ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას შეფასებით, „BAG-ის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის არჩევაზე საუბარი, ამ ეტაპზე ნაადრევია“. ამის შესახებ კვარაცხელიამ bm.ge-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის თანამდებობიდან წასვლის და მის ნაცვლად BAG-ის პრეზიდენტად სოსო ფხაკაძის დანიშვნის კომენტირებისას განუცხადა. „როგორც წესი, არჩევნები დაინიშნება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ პრეზიდენტს მასში შემავალი მსხვილი ბიზნესები ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეკონომიკური სასწაულები მალე მოხდეს

სოსო ფხაკაძე - ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეკონომიკური სასწაულები მალე მოხდეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალმა პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „საქმის კურსის“ ეთერში იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას. ბიზნესმენმა გამოწვევებს შორის დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოყო, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში შექმნილი ვითარება. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ, ეკონომიკაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ალბათ ყველაზე მთავარია ის დაბალი მსყიდველობითი უნარი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში; თუმცა აქაც ფართო სურათს თუ დავინახავთ და ობიექტურად შევაფასებთ ამ ...

Read More »

ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე საქართველოში

ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე საქართველოში

საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოხელე დავით თვალაბეიშვილია, რომელიც დღეის მდგომარეობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მანამდე კი თვალაბეიშვილი „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნულ პოსტზე მისმა 2018 წლის შემოსავალმა 209 346 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ასევე მაღალანაზღაურებადია ის თანამდებობა, რომელიც თვალაბეიშვილს ახლა უკავია. კერძოდ, მისი წინამორბედი ბოლო დეკლარაციის თანახმად, „სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეობისას წლიურად 341 ...

Read More »

„ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა“

„ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა“

რატი აბულაძე: საზოგადოება საჭიროებს შედეგებს. ქვეყანაში გვაქვს არა მხოლოდ პრობლემების ცოდნის პრობლემა, არამედ პრობლემების გადაჭრის პრობლემა. ამასთან, პრობლემებზე საუბრობს ყველა, ხოლო პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებსა და მიდგომებზე კი ცოტა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ძირითადი პრობლემებია: ტერიტორიების დაბრუნება, სიღარიბე და მმართველობის არაეფექტიანობა. ამასთან, პრობლემებზე რა შელამაზებულადაც არ უნდა ვისაუბროთ, პრობლემებია ყველა სფეროსა და ყველა ეკონომიკურ სექტორში. თუმცა, პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ...

Read More »

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მარტში 4,3%-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 328 ათას 486 შეადგინა, რაც 13 ათას 536-ით ანუ 4.3 პროცენტით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-მარტს, ამ პერიოდში საქართველოში მილიონ 617 ათას 548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 882 ათას 130 შეადგინა, რაც 42 ათას 590-ით ...

Read More »

პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა

პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა. “საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე ...

Read More »

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე სოსო ფხაკაძე დაინიშნა

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე სოსო ფხაკაძე დაინიშნა

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის მაგივრად აღნიშნულ თანამდებობას ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაიკავებს. ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე, მე ყოველთვის მჯეროდა, ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ერთი მთავარი პრინციპით – საქართველოს ბიზნესასოციაცია უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ერთ, ორ, ან რამდენიმე ადამიანზე. მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ...

Read More »

დიზაინერი ანუკი არეშიძე ფონდს ქმნის

დიზაინერი ანუკი არეშიძე ფონდს ქმნის

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ფონდს ქმნის. ფონდის შექმნის თაობაზე თავად ანუკი არეშიძემ თავის “ინსტაგრამზე” დაანონსა. “ძვირფასო ქალბატონებო, გადავწყვიტე გავყიდო საუთარი გარდერობის ნაწილი კარგი მიზეზით და რაც მთავარია, გაყიდვებიდან შემოსული სრული თანხა მოხმარდება ახალ პროექტს – ანუკი არეშიძის ფონდს. სხვა დეტალებს უახლოეს მომავალში გავასაჯაროებ”, – წერს ანუკი არეშიძე “ინტაგრამ სთორიში”.

Read More »