Home » 2019 » April » 05

Daily Archives: April 5, 2019

„მოუსმინე შენს გულს“ – „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“ კამპანიამ სტარტი საქართველოშიც აიღო

„მოუსმინე შენს გულს“ - „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“ კამპანიამ სტარტი საქართველოშიც აიღო

„სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“  კამპანიამ “მოუსმინე შენს გულს“ სტარტი საქართველოშიც აიღო.   სოციალური პროექტის პრეზენტაცია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) სამუშაო ჯგუფისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივით გაიმართა. მნშვნელოვანია, რომ საინფორმაციო კამპანია ლოკალურად საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პარტნიორობით ხორციელდება. „სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“  კამპანიის  ფარგლებში, თბილისმა    სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: სტაბილური გულის იშემიური დაავადების პერსონალიზირებული მიდგომა. კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა ...

Read More »

„საბანკო რეგულაციებმა იპოთეკის 30%-იანი ზრდა ვერ შეაჩერა“

„საბანკო რეგულაციებმა იპოთეკის 30%-იანი ზრდა ვერ შეაჩერა“

“რეგულაციებმა სამომხმარელო სესხების 20%-იანი ზრდა 5%-მდე შეამცირა. იპოთეკური სესხების ზრდა ვერ მოთოკა, 30%-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად რეგულაციების მოლოდინის ეფექტია. მსესხებელმა შეზღუდვებს დაასწრო. კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი პორტფელისდაკრედიტების ზრდა 15%-ია (2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემით)”, – ამის შესახებ სებ-ის პრეზდიენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იპოთეკური სესხების ხარისხის გაუმჯობესებაზეც განაცხადა, რაც პროცენტს დაწევს. მანვე აღნიშნა, რომ გაზრდილია ლარის წილი. მისივე ...

Read More »

„ჯიპიაიმ“ დაზღვეულებს 78 მილიონი აუნაზღაურა

„ჯიპიაიმ“ დაზღვეულებს 78 მილიონი აუნაზღაურა

„ჯიპიაიმ“ დაზღვეულებს 78 მილიონი აუნაზღაურა. GPI-ის წლიური შედეგები სადაზღვევო კომპანიის სტაბილურ ზრდას აჩვენებს. 2018 წლის ანგარიშის თანახმად. მოზიდულია 103 მლნ ლარის პრემია. ანაზღაურებულია 78 მლნ-ის ზარალი. 53 მლნ ჯანდაცვაზე, 10 მლნ ქონებაზე და 8 % ავტომობილების ნებაყოფლობით  დაზღევვაზე  მოდის.  კომპანიის  მოგება 5,2 მლნ-ია „ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს ჩვენი სტრატეგია რეფორმებზეა მორგებული ,მათ შორის სავალდებული დაზღვევის კანონზე. ინდუსტრიის ლიდერის პოზიციიდან ჩართულები ...

Read More »

„სანქცია გამოვიყენეთ უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების და არა, „თიბისი ბანკის“ ან მისი აქციონერების მიმართ“

„სანქცია გამოვიყენეთ უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების და არა, „თიბისი ბანკის“ ან მისი აქციონერების მიმართ“

ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა სანქცია უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების და არა თავად „თიბისი ბანკის“ ან მისი აქციონერების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე მოხსენებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მან „თიბისი ბანკის“ ზედამხედველობის მიმართულებით ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამი სხვადასხვა ტრანზაქციით დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მრავალი მუხლი. „შესაბამისად, ბანკი დაჯარიმდა ერთი მილიონი ლარით კანონმდებლობის ერთი მუხლის ...

Read More »

აზარტული თამაშების ლობის მორიგი გამარჯვება

აზარტული თამაშების ლობის მორიგი გამარჯვება

პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით ჩავარდა. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ...

Read More »

„თუ კი მსესხებელს რაიმე ტიპის შემოსავალი გააჩნია, იგი შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას“

„თუ კი მსესხებელს რაიმე ტიპის შემოსავალი გააჩნია, იგი შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას“

“თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის,  ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია – ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური – იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს. “სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ  არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ ...

Read More »

ტყიბულში 27 მილიონიანი ტურისტული პროექტის განხორციელება იგეგმება

ტყიბულში 27 მილიონიანი ტურისტული პროექტის განხორციელება იგეგმება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ცხრაჯვარის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა შეიმუშავეს. ამის თაობაზე ინფორმაციას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე ავრცელებს.  დეპუტატის თქმით, პროექტის ღირებულება  სავარაუდოდ,  27, 196 030 ლარს შეადგენს. აქვე აღნიშნულია, რომ ამ პროექტით ტყიბული იმერეთში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა გახდება. განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ტურისტულ-რეკრეაციული, გასართობი, კულტურული , სპორტულ-შემეცნებითი ზონები. ასევე სასტუმროები, ამფითეატრები, ღია და შუშიანი მოედნები პანორამული ხედებით, კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი და სხვა. პროექტზე “ა.ა.ი.პ რეგიონალური განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის” სპეციალისტები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ...

Read More »

„უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს”

„უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს”

უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოდან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გადინების პროცესი, იაფფასიანი ტყუილია. „ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები ...

Read More »

„შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“

„შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“

„ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში  2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა- ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ – 1/3. –  აღნიშნა კობა გვენეტაძემ, მისივე თქმით,  ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში  მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია ...

Read More »

„დირსში“ შეჭრილმა დევნილებმა კომპლექსი სრულად დატოვეს

„დირსში“ შეჭრილმა დევნილებმა კომპლექსი სრულად დატოვეს

,,დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში უკანონოდ შეიჭრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც დაიკავეს კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ მომზადების პროცესში არსებული ფართები. ამასთან დაკავშირებით ,,ას ჯორჯია-დირსი“ განცხადებას ავრცელებს. ,,მოხარულებული ვართ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომლის მომსწრეც საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, მშვიდობიანად დასრულდა. რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ...

Read More »