Home » 2019 » April » 04

Daily Archives: April 4, 2019

„თიბისი“ უზბეკეთში ბანკის დაარსებას აპირებს

„თიბისი“ უზბეკეთში ბანკის დაარსებას აპირებს

2019 წლის ბოლოსთვის „თიბისი ბანკი“ უზბეკეთში საბანკო ლიცენზიის მიღებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშშია გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული პროექტით უკვე დაინტერესდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და ასევე „საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია“ (IFC). „ჩვენ უზბეკეთში უკვე შევიტანეთ მოთხოვნა საბანკო ლიცენზიის მისაღებად და ველოდებით, რომ მას 2019 წლის მიწურულისთვის მივიღებთ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ...

Read More »

სილქნეტმა 200 მილიონის აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა

სილქნეტმა 200 მილიონის აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა

საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით. ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ

ივანე მაჭავარიანი - არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ

ვადასტურებ, რომ არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციების გადახედვას შეძლებს. „ვიტოვებ იმედს, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს და თავის თავში იპოვის ძალას, თუ საჭიროა, გადახედოს რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, სრულად განვსაზღვროთ ამ რეგულაციების ეფექტი, ...

Read More »

„შეძენილი იქნება 18-20-24 მეტრიანი ავტობუსები და ის ჭყლეტვა, რომელიც დღეს გვაქვს, აღარ იქნება“

„შეძენილი იქნება 18-20-24 მეტრიანი ავტობუსები და ის ჭყლეტვა, რომელიც დღეს გვაქვს, აღარ იქნება“

კარგი გაგებით რევოლუციას ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების სფეროში, – ამის შესახებ ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენელი საქართველოში ასმათ აბესაძე აცხადებს. კომპანია “სისტრა” უკვე რამდენიმე თვეა თბილისის მერიის დაკვეთით თბილისის ახალი სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, აწარმოებს კვლევებს და მუშაობს რეკომენდაციებზე. კვლევას “სისტრა” მერიას, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ჩააბარებს. “დაგეგმილი გვაქვს თვისობრივად ახალი სატრანსპორტო ქსელის ჩამოყალიბება. ყველა ის მონაცემი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სატრანსპორტო ...

Read More »

ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე

ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე

„დღეს ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მშპ-ს 6%, ანუ ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს განათლების ბიუჯეტი 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება. მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით 1 მილიარდით გაზარდეს განათლების ბიუჯეტი და ...

Read More »

იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთიდან ცოცხალი ცხვრის შეძენაზე 2-ჯერ უფრო მეტი დახარჯა

იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთიდან ცოცხალი ცხვრის შეძენაზე 2-ჯერ უფრო მეტი დახარჯა

2019 წელი საქართველოში ცხვართან დაკავშირებული საქონლით აქტიური ვაჭრობით დაიწყო, მაგრამ იმპორტისა და ექსპორტის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამის შესახებ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის თებერვლის აგრო მიმოხილვაშია აღნიშნული. საქსტატის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ბაზარზე ყიდულობდა ცოცხალ ცხვარს და სანაცვლოდ ყიდდა ცხვრის ხორცს. იმის მიუხედავად, რომ წლის დასაწყისი, ზოგადად, ცოცხალი ცხვრის (HS 010420) აქტიური იმპორტით არ გამოირჩევა (მაგ., 2014 და 2017 წლის იანვარ-თებერვალში ...

Read More »

საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ ამერიკისა და საქართველოს შორის რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები. ​„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს ...

Read More »

როგორია სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ივლის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი სამგზავრო მატარებელი დაათვალიერა. სამმხრივ ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ 2007 წლის 7 თებერვალს მოაწერეს ხელი თბილისში პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა, მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა. მშენებლობა 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ 2013 წლისთვის გადაიდო. 2014 წელს პროექტის დასრულების ვადად 2015 წლის მეორე ნახევარი განისაზღვრა, თუმცა 2017 წლამდე რკინიგზის მშენებლობის დასრულება ...

Read More »

დავით სერგეენკო – მთავარ პრობლემად მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა რჩება

დავით სერგეენკო - მთავარ პრობლემად მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა რჩება

ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ფასდება ორ წელიწადში ერთხელ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიმართ პაციენტთა კმაყოფილება მაღალია. „ჯანდაცვის სისტემა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ფასდება ორ წელიწადში ერთხელ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ჯანდაცვის სერვისებით პაციენტთა ...

Read More »

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 100 000 ტონით მეტია 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, საზღვაო ნავსადგურებმა 2.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს. ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს საკონტეინერო ტვირთბრუნვაც.  ქართულმა პორტებმა ორ თვეში 76 183 TEU კონტეინერი მიიღეს, წლიური ზრდა 16 პროცენტია. ტვირთბრუნვა გაიზარდა, როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გადაზიდვებში. რკინიგზამ 1.6 მლნ ტონა ...

Read More »