Home » 2019 » April » 03 (page 2)

Daily Archives: April 3, 2019

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ტელემაუწყებლებმა ეთერში 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ტელემაუწყებლებმა ეთერში 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მილიონი ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლებს გარდა, ტელეკომპანიებმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსესეთერში. ჯამში, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 8 მილიონი იყო. „ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი უფასო ...

Read More »

მარტში წლიური ინფლაცია 3.7% იყო

მარტში წლიური ინფლაცია 3.7% იყო

„საქსტატმა“ მარტის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტად ფასები თამბაქოზეა გაზრდილი. კერძოდ, ერთ წლიან ჭრილში თამბაქოს ნაწარმზე ფასები 43.7 პროცენტით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 4.8%-ით გაძვირდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ...

Read More »

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს. აღნიშნული განცხადება უცხოელი აქციონერებისთვის უკვე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაზარაძე და ჯაფარიძე კვლავ შეინარჩუნებენ პოსტებს ბანკის მფლობელ TBC Bank Group PLC-ში. ამასთან, განცხადების მიხედვით, “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

Read More »

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი – „სითი მოლი საბურთალო” აშენდება

თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი - „სითი მოლი საბურთალო” აშენდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს. “საქართველოს ბანკის” მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშებენლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას “საქართველოს ბანკსა” და IG Development Georgia-ს შორის ხელი უკვე ...

Read More »

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ჩვენ რუსეთთან კარგ ურთიერთობას დავამყარებთ

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ჩვენ რუსეთთან კარგ ურთიერთობას დავამყარებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი საფრთხე არ იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ იგი არ იქნება საფრთხე. ვფიქრობ, ჩვენ რუსეთთან კარგ ურთიერთობას დავამყარებთ, მე მჯერა ამის. გულწრფელად რომ ვთქვათ, გერმანია არ იხდის თავის სამართლიან წილს. ისინი იმას არ იხდიან, რამდენიც საჭიროა“, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ნატო-ს ...

Read More »

„ვარდისფერი სივრცე“- თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი გაიხსნა

„ვარდისფერი სივრცე“- თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი გაიხსნა

თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის „ვარდისფერი სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართა. „ვარდისფერი სივრცე“ „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ  „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ წარმომადგენლები, მოწვეული პაციენტები და მხარდამჭერები. „ვარდისფერი სივრცე“  „ევროპა დონას საქართველოს“  ძალისხმევითა და „ეივონის“ საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით,  29 მარტიდან ...

Read More »

საქართველოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნა

 საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო  დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე” აღინიშნება, რომლის მიზანს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა ...

Read More »

ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს

ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს

„ღვიძლის ტრანსპლანტაციას თბილისის მერია 70 000 ლარით დააფინანსებს,“ – აღნიშნული ცვლილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამ დრომდე აღნიშნულ ოპერაციას თბილისის მერია 60 000 ლარით აფინანსებდა. კალაძის ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის 10 ოპერაცია დააფინანსა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისში არიან რეგისტრირებულნი. „დედაქალაქის მერია 60 000 ლარით აფინანსებს ...

Read More »

გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევით

გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევით

გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო, – აღნიშნულის შესახებ კვლევა “ღია საზოგადოების ფონდმა” გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევა აქვს. გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით. საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო

მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო

ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით იყო ჩადენილი და მასში მონაწილე ყველა პირი დროულად დააკავეს. „ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ ახლა, ასეთ სიტუაციაში ეს არ შეიძლება. გირგვლიანის შემთხვევაში გაუფრთხილებლობით მკვლელობა ...

Read More »